ავტორი:

"ივანიშვილებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ წელს ეს შეკრება ვერ მოხერხდა" - სად შეხვდა ახალ წელს ექსპრემიერის ოჯახი და რას ჰყვება მათი ახლობელი?

"ივანიშვილებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ წელს ეს შეკრება ვერ მოხერხდა" - სად შეხვდა ახალ წელს ექსპრემიერის ოჯახი და რას ჰყვება მათი ახლობელი?

"კოვიდის გამო ისინი იზოლირებულები არიან, მათ ვერც მე და ვერც ვერავინ ნახულობს. რაც ეს პანდემია დაიწყო, ისინი არ მინახავს. არც მე გავდივარ სახლიდან, ვინაიდან რისკ-ჯგუფში შევდივარ. რაღაც პერიოდი, მათ ვერ ვნახავ, თუმცა სულ მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ კარგად არიან" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ ეკა ჭიჭინაძემ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან წლებია დიდი მეგობრობა აკავშირებს.

ამჯერად ეკა ჭიჭინაძეს იმის გასარკვევად დავუკავშირდით, თუ სად შეხვდა ივანიშვილების ოჯახი ახალ წელს და როგორ გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავად ამცნო საზოგადოებას, რომ კოვიდინფიცირებულია...

ეკა ჭიჭინაძე:

- ყველანი ჯანმრთელად და კარგად არიან. ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარც კი მიკითხავს, რადგან ღმერთმა დაიფაროს და ოდნავ რომ პრობლემა იყოს, თავად მეტყოდნენ... უკეთესად არის და ვატყობ, რომ ძალიან ადვილ ფორმებში აქვს. უსაყვარლესია ცოტნე, ვგიჟდები მაგ ბავშვზე.

- სად შეხვდნენ ახალ წელს?

- როგორც ვიცი, თბილისში... კი ვესაუბრეთ ერთმანეთს, მიმოწერაც გვქონდა, მაგრამ სად იყვნენ, არ მიკითხავს. ეს ოჯახი პოლიტიკიდან წავიდა და მგონი მათზე ვერც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც საზოგადოებისთვის ახალი იქნება.

ადრე ერთგვარი ტრადიცია გვქონდა, 2 იანვარს, ბედობას ეს ულამაზესი ოჯახი გვეპატიჟებოდა, მათი საახლობლო ვიკრიბებოდით და დაუვიწყარ დროს ვატარებდით. სამწუხაროდ, ბოლო წლებია ეს შეკრება პანდემიის გამო ვეღარ მოხერხდა. ჩვენი ბოლო საუბარი ზუსტად მაგას ეხებოდა, რომ მათთვის ძალიან მტკივნეულია, ეს შეკრება რომ ვეღარ ხერხდება... იმედია 2022 წელს პანდემია დასრულდება და ჩვენი არაჩვეულებრივი ტრადიციაც აღდგება.

ტელეფონში ვერიდები ზედმეტი შეკითხვების დასმას, მათ ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის მთავარია ჯანმრთელად და კარგად იყვნენ და არ მესმის ზედმეტი ჩაძიებით ნერვები რატომ უნდა ავუშალო?!

- მათ ტრადიციად ჰქონდათ, ახალ წელს ოჯახი ერთად იკრიბებოდა...

- დიახ, შეიძლება გვანცა და უტა იყვნენ ჩამოსულები, არც ეგ მიკითხავს. ბერა, მისი მეუღლე და ბავშვი რომ სამხრეთ კორეაში არიან, ეს ნამდვილად ვიცი.