ავტორი:

"შეიძლება სამკაული არ მომინდეს, არც ბრენდებზე ვგიჟდები, მაგრამ ინტერიერის ნივთები მიყვარს" - როგორ გამოიყურება ცნობილი ექიმების სახლი და რას ჰყვება ქეთევან ასათიანი ოჯახზე

"შეიძლება სამკაული არ მომინდეს, არც ბრენდებზე ვგიჟდები, მაგრამ ინტერიერის ნივთები მიყვარს" - როგორ გამოიყურება ცნობილი ექიმების სახლი და რას ჰყვება ქეთევან ასათიანი ოჯახზე

ჟურნალი "შინ" სტუმრად ეწვია ექიმების ოჯახს. ჩვენი მასპინძელი და რესპონდენტია ქეთევან ასათიანი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი მეუღლე გიორგი ჩიჩუა გახლავთ - ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ის შაბათ-კვირას თბილისში იშვიათად არის, ვინაიდან ამ დროს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გასვლით ოპერაციებს ატარებს. სწორედ სალში მხოლოდ ქეთევან ასათიანი იმყოფებოდა.

ქეთევანი მეუღლესა და შვილებთან ერთად ამ სახლში საცხოვრებლად 2007 წელს გადმოვიდა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებული სიხარული და მის დიზაინზე ზრუნვის სასიამოვნო განწყობა არ ჰქონია. 2007 წელს მამა გარდაეცვალა, არჩილ ასათიანი - ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი (1985-1990 წწ.). მამის მოულოდნელი დაკარგვა მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ბინის მოწყობაშიც ვერ ჩაერთო და ის ძირითადად მისმა მეუღლემ მოაწყო. როგორც იხსენებს, ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა: დიდი მისაღები ოთახი ყოფილიყო სახლში. მისი სურვილი ნამდვილად შესრულდა.

სახლში ბევრი ნივთია, რომლებიც დიასახლისის ძვირფას მოგონებებს უკავშირდება: „ყველა ნივთი, რაც აქ არის, ჩემთვის უზომოდ ძვირფასია, რადგან ამ ყველაფერში გავიზარდე... შეიძლება სამკაული არ მომინდეს, არც ბრენდებზე ვგიჟდები, ინტერიერის ნივთები კი მიყვარს. საზღვარგარეთ სადაც კი ვაწყდები ძველებურ ნივთებს, იქიდანაც ერთი-ორი აუცილებლად ჩამომაქვს“.

ქალბატონი ქეთევანის სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივად, არ არის განსაზღვრული. დილა იწყება 7 საათზე და სრულდება გვიან ღამით. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს სამზარეულოში ტრიალს და გემრიელი კერძების მომზადებას, თუმცა არც აქ ღალატობს სწორი, ჯანსაღი კვების პრინციპებს...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები