სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"
ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"

ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე უნდა წარ­დგეს ორი წლის წინ გე­ნე­რალ ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მისი რო­ლის გამო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ირანს შუ­რის­ძი­ე­ბა მო­უ­წევს.

  • "რო­გორც მთა­ვა­რი კრი­მი­ნა­ლი და მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ერაყ­ში სო­ლე­ი­მა­ნის კო­ლო­ნა­ზე თავ­დას­ხმის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, უნდა წარ­დგეს "ღვთის გან­ჩი­ნე­ბის“ წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნა მან.

რა­ი­სიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უნდა შე­იქ­მნას სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო, სა­დაც დო­ნალდ ტრამ­პი, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო და სხვა ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან და და­ის­ჯე­ბი­ან.

"თუ არა, ეჭვი არ შე­გე­პა­როთ და ამას ვე­უბ­ნე­ბი ყვე­ლა ამე­რი­კელ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წეს, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა დად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ 2020 წელს, ირან­მა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პი­სა და კი­დევ ათე­უ­ლო­ბით პი­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა და მათ და­პა­ტიმ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის ინ­ტერ­პოლს მი­მარ­თა.

მა­შინ "ალ ჯა­ზი­რა" თე­ი­რა­ნის პრო­კუ­რორ ალი ალ­ყა­სი­მე­რის სი­ტყვებს ცი­ტი­რებ­და. ალ­ყა­სი­მე­რის თქმით, ტრამპს და მას­თან ერ­თად 30-ზე მეტ პირს, რომ­ლებ­საც ირა­ნი 3 იან­ვარს გე­ნე­რალ ყა­სემ სუ­ლე­ი­მან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, "მკვლე­ლო­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბა ემუქ­რე­ბათ“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 2020 წლის 3 იან­ვარს ერაყ­ში, ბაღ­და­დის აე­რო­პორ­ტის მახ­ლობ­ლად, აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოპე­რა­ცი­ას ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმ "ალ-ქუდსის“ ლი­დე­რი ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

ემანდ ჭკუით იყავით, თორემ მოფრინდა ,,ტომაჰავკები''. :))))))))))))

გიორგი
0

Რა სასაცილო და საყვარელია დონალდი))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"

ტრამპი,  მოკლული ირანელი გენერალი და ირანის პრეზიდენტის მუქარა - "ეჭვი არ შეგეპაროთ,  რომ შურს ვიძიებთ"

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ორი წლის წინ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში მისი როლის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს შურისძიება მოუწევს.

  • "როგორც მთავარი კრიმინალი და მკვლელი, რომელმაც ერაყში სოლეიმანის კოლონაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, უნდა წარდგეს "ღვთის განჩინების“ წინაშე", - აღნიშნა მან.

რაისიმ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, სადაც დონალდ ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები გასამართლდებიან და დაისჯებიან.

"თუ არა, ეჭვი არ შეგეპაროთ და ამას ვეუბნები ყველა ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომ შურისძიება დადგება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წელს, ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპატიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა.

მაშინ "ალ ჯაზირა" თეირანის პროკურორ ალი ალყასიმერის სიტყვებს ციტირებდა. ალყასიმერის თქმით, ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, "მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ“.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალ-ქუდსის“ ლიდერი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.