ავტორი:

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წერს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს", - ვკითხულობთ წერილში.

სანეევმა ოლიმპიადა 1968, 1972 და 1976 წლებში მოიგო. 1980 წელს კი მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

1990 წელს სანეევმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა.