დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 8 და 9 წლის ბავშვებია მოთავსებული, მათ სახის და ხელის მტევნების დამწვრობა აღენიშნებათ.
როგორც გუგა ქაშიბაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, ბავშვებმა 5 და 6%-იანი სხეულის დამწვრობა მიიღეს.
"ახალი წლის დღეებში დაახლოებით 30-მდე პაციენტი მივიღეთ. აქედან 2 სტაციონარში მოთავსდა, რადგან მძიმე ფორმები იყო. ესენი იყვნენ 8 და 9 წლის ბავშვები. მათ აღენიშნებათ სახის და მტევნების დამწვრობა. ისინი დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში მოვათავსეთ. დანარჩენი პაციენტები გავწერეთ. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - განმარტავს ქაშიბაძე.
ლეღვის ფოთლის ნახარშის არ იყოს, არა და არ შევიდა ხალხის თავში, რომ ბავშვებს მაინც გაუფრთხილდნენ და უთითებოდ არ დატოვონ. ინსტრუქციის წაკითხვითაც არ იწუხებენ თავს.
აიკრძალოს ბავშვებზე ამ მავნებლობების მიყიდვა.