ავტორი:

ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა

ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზირებულია 3 პაციენტი.

მათი განმარტებით, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზირებულია 12 ადამიანი.

რაც შეეხება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი 231 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი.

მათივე მონაცემებით, რეგიონებში დაფიქსირებულია 134 ასეთი შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.