პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს" - ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უქმე დღე­ებ­ში ად­ვო­კა­ტე­ბი ვერ მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. ის კვლა­ვაც ვერ იღებს საკ­ვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო შიმ­ში­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის დროს - არა­ვის შე­ექ­მნას ილუ­ზია, რომ წარ­მო­იდ­გი­ნოს სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ძა­ბუ­ნე­ბულ, ფარ­ხმალ­დაყ­რილ ადა­მი­ა­ნად, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შოთა თუთ­ბე­რი­ძემ რუს­თა­ვის #12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან მას შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი არ და­უს­რუ­ლე­ბია.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ად­ვო­კა­ტებს არ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა წე­რი­ლე­ბი გაც­ვა­ლონ, რაც, მსჯავ­რდე­ბუ­ლის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას წარ­მო­ად­გენს.

“ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პი­რო­ბებ­ში ვერ გა­უმ­ჯო­ბე­სებ­და და არის ისევ მძი­მე. ის პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერ იღებს საკ­ვებს, მისი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, რთუ­ლია მისი სა­მე­დი­ცი­ნო მაჩ­ვე­ნებ­ლის მდგო­მა­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში. არა­ვის შე­ექ­მნას ილუ­ზია, რომ წარ­მო­იდ­გი­ნოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ძა­ბუ­ნე­ბულ, ფარ­ხმალ­დაყ­რილ ადა­მი­ა­ნად, პი­რი­ქით, მი­უ­ხე­და­ვად ამ ძა­ლი­ან დიდი ტრამ­ვი­სა და წა­მე­ბი­სა, რაც მის მი­მარ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ის ინარ­ჩუ­ნებს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან და ბუ­ნებ­რი­ვია, აპი­რებს ბრძო­ლას, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ ბრძო­ლა­ში არ გა­ი­მარ­ჯვებს და არ და­ა­მარ­ცხებს პირ­და­პირ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი ჩვენ­თვი­საც გახ­ლავთ მას­თან შე­ზღუ­დუ­ლი კო­მი­ნი­კა­ცია. გახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სცა­და ად­ვო­კა­ტებ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა, რო­დე­საც ამო­ა­შე­ნეს, ამო­ქო­ლეს ის ღრი­ჭო, სა­ი­და­ნაც ჩვენ წე­რი­ლებს ვცვლი­დით ხოლ­მე, რაც არის ნე­ბის­მი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თი­ლი პი­რის უფ­ლე­ბა, ისე, რომ ამის შე­ზღუდ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი იქ არ არის, სხვა რა­მეს არ აწ­ვდი­ან ერ­თმა­ნეთს, - ჩვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია კვლა­ვაც შე­ზღუ­დუ­ლი გვაქვს, ვერ ვა­ხერ­ხებთ მის­თვის წე­რი­ლე­ბის გა­და­ცე­მას და მის­გან წე­რი­ლო­ბით პა­სუ­ხის მი­ღე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ. ამას აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი და მი­ზე­ზი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეში­ნია ჩვენ­თან და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის. ამი­ტომ, ცდი­ლო­ბენ, რომ რისი თქმაც გვინ­და და რა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­მოც­ვლაც გვსურს პრე­ზი­დენ­ტთან, უნდა ვთქვათ ხმა­მაღ­ლა და გა­მოთ­ქმით იმის­თვის, რომ სუს-ის რო­მე­ლი­მე ბი­უ­როკ­რატ­მა, რო­მე­ლიც ზის თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და ის­მენს რა ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რე­ბის ოთახ­ში, მო­ის­მი­ნოს თუ რაზე ვსა­უბ­რობთ ჩვენ. არ ვიცი რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ხელს იშ­ვერს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­კენ და არ ასა­ხე­ლებს არა­ვის სა­ხელს და გვარს. მო­ვუ­წო­დებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, რო­მე­ლიც თავს აქი­ცი­ნებს ხოლ­მე ბრი­ფინ­გებ­ზე და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს, დრო­ზე აღ­მო­ფხვრას ეს უსინ­დი­სო­ბა, ეს ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ხრი­კი, რად­გან ამას შე­დე­გი უბ­რა­ლოდ არ ექ­ნე­ბა და სის­ტე­მა სა­ხეს კარ­გავს, - კარ­გავს იმ პა­ტი­ვის­ცე­მას, რო­მე­ლიც ჩვენ ჯერ კი­დევ შერ­ჩე­ნი­ლი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ექიმს არ ეძ­ლე­ვა მას­თან შეს­ვლის უფ­ლე­ბა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვს ექიმ­თა კონ­სი­ლი­უ­მის ცი­ხე­ში შეს­ვლას.

„უქმე დღე­ებ­ში ად­ვო­კა­ტე­ბი ვერ მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლა­ვაც ვერ იღებს საკ­ვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო შიმ­ში­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის დროს. ყუ­რა­დღე­ბა გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლია იმა­ზე, რომ მას­თან პი­რად ექიმს არ ეძ­ლე­ვა შეს­ვლის უფ­ლე­ბა და ეს ცალ­კე გარ­თუ­ლე­ბებ­თან არის კავ­შირ­ში, რად­გან ახლა ის იმ­ყო­ფე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნით გა­მო­უ­წე­რეს პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც არ სჭირ­დე­ბო­და და მას ზი­ანს აყე­ნებ­და. ამ პი­რო­ბებ­ში, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა ან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ნდო­ბა არის ნუ­ლის ტოლი, რის გა­მოც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვი­თხოვთ სპე­ი­ა­ლის­ტე­ბის დაშ­ვე­ბას, ისე­თი ექი­მე­ბის, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ ორი­ვე მხა­რის ნდო­ბა. ასე­თე­ბი არი­ან კონ­სი­ლი­უ­მებ­ში, რო­მე­ლიც თა­ვად სა­ხელ­მწი­ფომ შექ­მნა, სა­ხალ­ხო დაც­ვე­ლის კონ­სი­ლი­უ­მის ჯგუფ­შიც და ასე­თი კონ­სი­ლი­უ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის მზად ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
((
0

ნუ წაიღეთ რა ტვინი.გააღოს პირი და ჭამოს.

მიშა
1

თავის თავს დააბრალოს ყველაფერი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს" - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილს უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. ის კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს - არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესება რუსთავის ციხეში ვერ მოხდება, რადგან მას შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი არ დაუსრულებია.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა წერილები გაცვალონ, რაც, მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია, ამ პირობებში ვერ გაუმჯობესებდა და არის ისევ მძიმე. ის პრაქტიკულად, ვერ იღებს საკვებს, მისი მკურნალობის კურსი არ არის დასრულებული. ასევე, რთულია მისი სამედიცინო მაჩვენებლის მდგომარება ყველა ასპექტში. არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, პირიქით, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრამვისა და წამებისა, რაც მის მიმარ ხორციელდებოდა და ხორციელდება, ის ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, არის კომუნიკაციაში თავის თანამებრძოლებთან და ბუნებრივია, აპირებს ბრძოლას, ვიდრე ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებს და არ დაამარცხებს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას.

მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი ჩვენთვისაც გახლავთ მასთან შეზღუდული კომინიკაცია. გახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა სცადა ადვოკატებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაციის შეზღუდვა, როდესაც ამოაშენეს, ამოქოლეს ის ღრიჭო, საიდანაც ჩვენ წერილებს ვცვლიდით ხოლმე, რაც არის ნებისმიერი თავისუფლება აღკვეთილი პირის უფლება, ისე, რომ ამის შეზღუდვა არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში, თუ სხვა დანაშაულებრივი ნიშნები იქ არ არის, სხვა რამეს არ აწვდიან ერთმანეთს, - ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს, ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობით პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. ამას აქვს ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენთან და ქართველ საზოგადოებასთან კომუნიკაციის. ამიტომ, ცდილობენ, რომ რისი თქმაც გვინდა და რა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც გვსურს პრეზიდენტთან, უნდა ვთქვათ ხმამაღლა და გამოთქმით იმისთვის, რომ სუს-ის რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც ზის თავის კაბინეტში და ისმენს რა ხდება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების ოთახში, მოისმინოს თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან ციხის ადმინისტრაცია ხელს იშვერს ხელმძღვანელობისკენ და არ ასახელებს არავის სახელს და გვარს. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, რომელიც თავს აქიცინებს ხოლმე ბრიფინგებზე და ინსტიტუციურ თავმოყვარეობაზე საუბრობს, დროზე აღმოფხვრას ეს უსინდისობა, ეს იაფფასიანი ხრიკი, რადგან ამას შედეგი უბრალოდ არ ექნება და სისტემა სახეს კარგავს, - კარგავს იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირად ექიმს არ ეძლევა მასთან შესვლის უფლება.

ამასთან, ადვოკატი მოითხოვს ექიმთა კონსილიუმის ციხეში შესვლას.

„უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა შესვლის უფლება და ეს ცალკე გართულებებთან არის კავშირში, რადგან ახლა ის იმყოფება დაწესებულებაში, სადაც კონსილიუმის დასკვნით გამოუწერეს პრეპარატი, რომელიც არ სჭირდებოდა და მას ზიანს აყენებდა. ამ პირობებში, სრულფასოვანი მკურნალობა ან პენიტენციური სამსახურის ნდობა არის ნულის ტოლი, რის გამოც დაუყოვნებლივ ვითხოვთ სპეიალისტების დაშვებას, ისეთი ექიმების, რომელთაც გააჩნიათ ორივე მხარის ნდობა. ასეთები არიან კონსილიუმებში, რომელიც თავად სახელმწიფომ შექმნა, სახალხო დაცველის კონსილიუმის ჯგუფშიც და ასეთი კონსილიუმის მობილიზებისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ადვოკატმა.