სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელია "ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს“ - გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"შეუძლებელია "ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს“ - გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მე­სა­მე მოს­მე­ნით კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც გა­ხა­რია აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით გა­ა­უქ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი - სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი.

"ამ გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­შიშ გზავ­ნილს აძ­ლევს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს და ტო­ვებს მო­ქა­ლა­ქე­ებს და­უც­ვე­ლად სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის პი­რის­პირ. შე­უძ­ლე­ბე­ლია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეს გა­უ­ვი­დეს! დიდი მად­ლო­ბა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას და ინ­სპექ­ტო­რის გუნდს მათ მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის“, - წერს გი­ორ­გი გა­ხა­რია "ტვი­ტერ­ზე“.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2022 წლის 1-ელი მარ­ტი­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ნაც­ვლად ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი 30 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო.

მე­სა­მე მოს­მე­ნით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. კა­ნო­ნის მი­ღე­ბას მხა­რი 81 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, 7-მა კი წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

გიორგი, საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი მოძალადეების წარმომადგენელის პასუხისგებაში მიცემას გაერიდე და ამით ყველაზე კრიტიკულ მომენტში უგანე მარტო სახელმწიფოს კი არა შენს ხალხსაც. შენმა შემდგომმა მოქმედებებმაც, რაც კვირიკაშვილსაც კი, რომელზედაც ათასჯერ პოპულარული იყავი არ უკადრია, სამწუხაროდ გაამყარა ის იარლიყი, პარტიის შემქმნელს, შენს გარდა არავის მიმართ რომ არ გამოუყენებია. გიღირდა ორი, სამი საკრებულო და შენი მომავალი ცხოვრება ამად.

ვახო
15

ჩემ ხმას არჩევნებზე გახარაის გუნდი მიიღებს. და დიდი იმედი მაქ ნაცების და ქოცების უზნეობები დასრულდება ამ ქვეყანაში . სიძულვილი უნდა დამთავრდეს რასაც ეს ორი უზნეო პარტია თესავს წლების მანძილზე ამ გაჭირვებულ ქვეყანაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"შეუძლებელია "ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს“ - გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

"შეუძლებელია "ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს“ - გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული პროცედურით გააუქმა დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

"ამ გზით ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია "ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს მათ მიერ გაწეული შრომისთვის“, - წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ცნობისთვის, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო.

მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.