მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი­დან N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეტა­პი­რე­ბა ისე გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არ იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მის ჩარ­თუ­ლო­ბა. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მი და შეს­რულ­დეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ახ­სე­ნებს, რომ 2021 წლის 27 დე­კემ­ბერს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცათ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბულს და ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რს. ექიმ-ნევ­რო­ლოგს არ მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შეხ­ვედ­რო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, გაც­ნო­ბო­და მის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

პა­ცი­ენ­ტის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში პა­ცი­ენ­ტის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ეტა­პი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ისე, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არ იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მის ჩარ­თუ­ლო­ბა, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა არც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუფს.

2021 წლის 30 დე­კემ­ბერს, პა­ტიმ­რის N12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა ორ­ჯერ სცა­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა და გა­სა­უბ­რე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა მო­ი­პო­ვეს სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­ვე გა­ე­სა­უბრნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექიმ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ეტა­პი­რე­ბის პრო­ცეს­ში არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მის მი­მართ 30 დე­კემ­ბერს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მი და შეს­რულ­დეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ამავდრო­უ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის მო­ნი­ტო­რინგს. ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევრთა ნა­წი­ლის დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯგუ­ფის სრუ­ლად შეკ­რე­ბა ამ ეტა­პის­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ეც­დე­ბა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სრულ­ყო­ფი­ლად შე­ის­წავ­ლოს პა­ცი­ენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ტუ­სი და მის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
2

„მართალს“ ღაღადებს "სახალხო დამცველი"!

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თანამშრომლებს თურმე ყვავილებით უნდა მოეფინათ გზა გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხემდე და კოჭი ეგორებინათ სააკაშვილისათვის! 

ანტრე ბატონო მიხეილ, ცივი ნიავი ხომ არ გაწუხებთ?

ლაშა
3

მოხსენით ეს ქალი თანამდებობიდან და დაგვასვენეთ!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება ისე განხორციელდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს. ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა.

პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს.

2021 წლის 30 დეკემბერს, პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.