ავტორი:

"მედავება იმას, რომ მე ვითომ დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება, თუ მოწონება" - ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას ისევ უჩივის

"მედავება იმას, რომ მე ვითომ დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება, თუ მოწონება" - ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას ისევ უჩივის

გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი კვლავ უჩივის. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დვალიშვილმა წულაიას სოციალურ ქსელში აქტივობის გამო უჩივლა.

გოგი წულაია უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ასმათ დვალიშვილისთვის "ფეისბუქში" მეგობრობის თხოვნა არ გაუგზავნია.

აღნიშნულის დასამტკიცებლად კი ტელეფონზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

"მედავება იმას, რომ მე ვითომ 16 დეკემბერს 7-ის ნახევარზე დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება, თუ მოწონება, რაღაც "ფეისბუქ" აქტივობა შევასრულე, რამაც თურმე იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიმართა სასამართლოს", - ამბობს წულაია.

ცნობისთვის, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გოგი წულაიას აქამდე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია პატიმრობიდან პირველ ივლისს, 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.