საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე
"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე

"სი­სუ­ლე­ლეა - რა რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გა­ტა­ცე­ბა?! არ არის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი", - ასე შე­ა­ფა­სა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან ცი­ხე­ში, ჰოს­პიტ­ლი­დან ცი­ხე­ში გა­ტა­ცე­ბა იგეგ­მე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში“ .

მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა აბ­სურ­დია.

"სი­სუ­ლე­ლე­ე­ბია. აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლად რო­გორ უნდა ვუ­პა­სუ­ხო. რა რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გა­ტა­ცე­ბა?! არ არის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი“, - გან­მარ­ტავს მე­ლია.

კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გეგ­მას, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყონ, რი­თიც გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ზე, კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ აქ­ცი­ე­ბი სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

"რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ებს და პრო­ტესტს, ეს მათი უფ­ლე­ბაა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის შე­ზღუ­დუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ან ჯგუფს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს ამა თუ იმ ფორ­მით. მთა­ვა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იყოს. სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ზე რო­გორ უნდა იქო­ნი­ოს გავ­ლე­ნა? ადა­მი­ანს კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­ულ­ზე და საქ­მე­ებ­ზე მის­ჯი­ლი აქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე“,- აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გო­რის ჰოს­პიტ­ლი­დან გა­ე­წე­რა და რო­გორც პა­ტი­მა­რი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. ის გო­რის ჰოს­პიტ­ლი­დან გა­წე­რეს და რო­გორც პა­ტი­მა­რი, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. გო­რის ჰოს­პიტ­ლი­დან პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­წე­რეს, მას ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, დაბ­რუნ­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
65

წიწიბურა რომ 7 ლარი გახდა ესეც მიშას ბრალია???

tngh
128

იქნებ გვრიტიშვილზე და მურუსიძეზეც გვითხრა რამე, რას იტყვი კახი სამართალზე?თუ დაელოდები შენი ჯერი რომ მოვა როცა იქნება. ისე ხომ იცი რომ მოვა. მიშა რომ ნაძირალა ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ სამართალს ვინ აასრულებს ეს გვაინტერესებს ახლა. მურუსიძეს სასამართლო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე

"სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული" - კახა კალაძე

"სისულელეა - რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული", - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმადაც "სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში“ .

მისივე თქმით, ნიკა მელიას აღნიშნული განცხადება აბსურდია.

"სისულელეებია. აბსურდულ განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო. რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული“, - განმარტავს მელია.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს "ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ, რითიც გავლენას მოახდენენ სამართლებრივ საქმეზე, კალაძე განმარტავს, რომ აქციები სამართლებრივ საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.

"რაც შეეხება აქციებს და პროტესტს, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს, ან ჯგუფს, შესაძლებლობა აქვს საკუთარი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. სამართლებრივ საქმეზე როგორ უნდა იქონიოს გავლენა? ადამიანს კონკრეტულ დანაშაულზე და საქმეებზე მისჯილი აქვს. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეზე“,- აღნიშნავს კალაძე.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაეწერა და როგორც პატიმარი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განცხადება. ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერეს და როგორც პატიმარი, გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გაწერეს, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.