ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება.
გათამაშდება ერთი ფულადი ჯილდო 100 000 ლარი. მოგებული გამოვლენილი იქნება საქართველოს 1 222 349 ვაქცინირებულ მოქალაქეს შორის სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით, რომელიც მათ აცრის პირველი დოზის დროს მიენიჭათ. აღნიშნული მოქალაქეების ბილეთები საიდენტიფიკაციო მონაცემებით განთავსებულია სპეციალურ დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს მხოლოდ ერთ ბილეთს მოგებით 100 000 ლარი!
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ,,აიცერი და მოიგე’’ იმართება 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, ლატარიაში მოგებულია 2 700 000 ლარი, მოგება კი გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.
ყოველკვირეულად თამაშდებოდა 10 000, 5000, 1500 და 1000 ლარი, ხოლო ყოველდღიურად 500 და 100 ლარის ფულადი პრიზები.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ინიციატორი გახლავთ საქართველოს მთავრობა, ხოლო პროექტის ოპერატორი ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’. ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ ორგანიზატორები მადლობას უხდიან საზოგადოებრივ მაუწყებელს გაწეული მხარდაჭერისთვის.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ასევე სპეციალური პრიზებით - დააჯილდოვებს იმ კაბინეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც 100 000 ლარის მოგებულ მოქალაქეს ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.
NS