ავტორი:

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან

AMBEBI.GE გთავაზობთ ცნობილი ასტროლოგის, რამაზ გიგაურის მიერ შედგენილ 2022 წლის სრულ ასტროლოგიურ პროგნოზს დასავლური ჰოროსკოპის ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

2022 წელს აქტიურად დაიწყებთ. მოსალოდნელია პირველი კვარტალი საინტერესო და დადებითი გამოდგეს. ამ პერიოდში შემოქმედებითი ენერგიულობა, ინიციატივიანობა და მიზანსწრაფვა საშუალებას მოგცემთ პრობლემური კავშირები დაალაგოთ, ძველი პრობლემები მოაგვაროთ და ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ (ან დაასტაბილუროთ მაინც). ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. გაზაფხულზე შეეცადეთ ცვლილებები ფრთხილად განახორციელოთ. უპირატესობა ინდივიდუალურ საქმიანობას მიანიჭეთ და სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ. ჰიპერაქტიური იქნება მაისის ბოლოდან - ივლისის დასაწყისამდე პერიოდი. თუმცა იმავდროულად მოიმატებს კონფლიქტებისა და ტრავმების ალბათობა, ამიტომ ურთიერთობებში დიპლომატიური იყავით და ექსტრემალურ სიტუაციებში ფრთხილად იმოქმედეთ. წლის მეორე ნახევარი ბევრად პოზიტიური გამოდგება. რიგ შემთხვევებში გამართლებული იქნება გონივრულ რისკზე წასვლაც. ეს სასიკეთო დრო იქნება პიროვნული განვითარებისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, სწავლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და მოგზაურობისთვის. ასევე წინ წამოიწევს სამსახურთან, ბიზნესთან, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და აუცილებლობის შემთხვევაში გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიმართეთ.

კურო

2022 წლის პირველი ნახევარი მრავალმხრივი გამოდგება. ეს განსაკუთრებით იმ პროექტებსა ეხება, რომლებიც გასულ წელს დაიწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება, ასევე ახალი მიდგომების და მეთოდების გამოყენება დაგჭირდებათ. თუმცა შეეცადეთ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალები სწორად გადაანაწილოთ და არ გადაიღალოთ. ამავე პერიოდში შესაძლებლობები მოგეცემათ გააფართოოთ თქვენი კავშირები, აიმაღლოთ ცოდნა და დაიწყოთ ახალი საქმეები. ამავე პერიოდში მოსალოდნელია სამსახურებრივ საქმეებში სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ. მაისის ბოლოდან ზაფხულის ჩათვლით დაიწყებთ იმ კონკრეტული შედეგების მიღებას, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გინდოდათ (ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობას და კარიერულ საკითხებს ეხება). ამავე პერიოდში მოიმატებს სასიყვარულო პარტნიორების შეძენის, ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან ქორწინების ალბათობა. თუმცა მეორე მხრივ შესაძლო შესაძლოა გააქტიურდნენ თქვენი ოპონენტები, ფარული თუ ღია მტრები. ამიტომ წინდახედულად იმოქმედეთ. შემოდგომა უფრო დადებითი პერიოდი იქნება. გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ. წლის ბოლოს შეეცადეთ მოერიდოთ დაპირისპირებებს და ფინანსური საკითხები დაასტაბილუროთ.

ტყუპები

დამდეგი წელი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წლის დასაწყისში მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და შეძლებთ ადრე დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას. ეს საშუალებას მოგცემთ წლის პირველივე ნახევარში განავითაროთ ახალი პერსპექტივები, დაამყაროთ საინტერესო კავშირები, მოძებნოთ ახალი დაფინანსების წყაროები ან მიიღოთ დამატებითი შემოსავლები. ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და დადებითად აისახება თქვენს კაპიტალზე. მოსალოდნელია საინტერესო სიახლეები გქონდეთ უძრავ ან მოძრავ ქონებასთან, ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ კონცენტრაცია მოახდინოთ ძირითად მიზნებზე, ასევე სწორი ორიენტირები და პრიორიტეტები აირჩიოთ. შედარებით მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გაზაფხულის დასასრულს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დინამიკური გამოდგება. გააძლიერეთ მეგობრული და საქმიანი კავშირები. შემოდგომის დასაწყისში მოგიწევთ ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და გარკვეული თემები ხელახლა გაიაროთ ან გადაამოწმოთ. ეს დაგაზღვევთ სამომავლო შეცდომებისგან. რთულ სიტუაციებში ნუ იმოქმედებთ ქაოტურად და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ნუ მიიღებთ. ასეთ სიტუაციებში დაეყრდენით ოჯახის წევრების და პარტნიორების რჩევებს. წლის ბოლოს მაქსიმალურად მოერიდეთ დაპირისპირებებს და ურთიერთობებში განხეთქილებებს.

კირჩხიბი

2022 წელი მთლიანობაში თქვენთვის სასიკეთო გამოდგება. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. უმეტესწილად თქვენი განწყობა ჰარმონიული იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ არჩევანი მარტივად გააკეთოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს აქტიური მოქმედებების დროა, ამიტომ ნუ იყოყმანებთ. იყავით მობილიზებული და მიზანსწრაფული. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, დამატებითი ფინანსური შემოსავლების ძიება, სწავლის დაწყება ან გაგრძელება, პირადი ცხოვრების დალაგება და არასასურველი კავშირების გაწყვეტაც კი. ამ პერიოდში ნუ იტყვით ახალ შემოთავაზებებზე უარს. თამამად ჩაერთეთ შემოქმედებით პროექტებში და შეკრებებში, იმოგზაურეთ ან თუნდაც დაასრულეთ გადადებული საქმეები. მაისიდან უფრო მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ. ზაფხულში შეეცადეთ ემოციურად განიტვირთოთ და ფიზიკური ძალები აღიდგინოთ. ამ დროს მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს. ზაფხულის სირთულეების გამკლავებას შემოდგომის პირველივე ნახევარში შეძლებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ოჯახური ურთიერთობების გარკვევას, ქორწინება-განქორწინებას, უძრავი ქონების ან მემკვიდრეობის თემებს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან უცხოეთში გამგზავრებას, ასევე სწავლას და ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს. წლის ბოლოს შესაძლოა ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ ან ახალი პერსპექტივა გაგიჩნდეთ.

ლომი

დამდეგი წელი თქვენთვის კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი იქნება. პარტნიორულ ურთიერთობებში, სამსახურებრივი თუ კარიერული კუთხით წარმატებების მიღწევა დამოკიდებული იქნება თქვენს მიზანსწრაფვაზე, ორგანიზებულობასა და ასევე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია ძველი პრობლემების გამო საკუთარი პოტენციალის პროდუქტიულად გამოყენება გაგიჭირდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური ოპერაციების, სარისკო მოქმედებების და მსხვილი შენაძენების დროს. ნებისმიერი გარიგების ან ხელშეკრულების გაფორმების წინ ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ოჯახში და სამსახურში მოერიდეთ სიჯიუტის გამოვლენას და ურთიერთობაში უფრო მეტად მოქნილი იყავით. წლის მეორე ნახევარი შედარებით სასიკეთო უნდა გამოდგეს. შედარებით მოიმატებს იღბლიანობის მომენტი. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს შეძლოთ იმ წინაღობების გადალახვა, რომელთა დაძლევასაც მანამდე ვერ ახერხებდით. ნუ იზარმაცებთ. ასე გამარჯვების მიღწევა გაგიჭირდებათ. შემოდგომით ბოლოს განვითარების ახალ ეტაპზე გადახვალთ. პარტნიორებიდან და კოლეგებიდან სრულ მხარდაჭერას იგრძნობთ, ხოლო გარშემო მყოფები უფრო მეტად დაგაფასებენ. ეს კი თქვენს თავდაჯერებულობას და მოტივაციას ერთი-ორად გაზრდის. წლის ბოლოს გაგიჩნდებათ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი.

ქალწული

თქვენთვის 2022 წელი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს და ეს უპირველესად პირად ცხოვრებას, სასიყვარულო კავშირებს, ქორწინებას, პრობლემური ურთიერთობების დალაგებას და ასევე საქმიან პარტნიორობას ეხება. არ არის გამორიცხული, რომ წლის პირველი ნახევარში გაგიჩნდეთ ყველაფრის ერთბაშად შეცვლის სურვილი, რაც გარკვეულწილად შეცდომა იქნება. საჭირო იქნება დასახული ამოცანების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გადაჭრა. გარდა ამისა, შეეცადეთ ძველი პრობლემები ახლებურად გაიაზროთ და მათი მოგვარების არასტანდარტული გზებიც მოძებნოთ. ასეთი მიდგომებით ბევრად იოლად შეძლებთ იმ სირთულეების დაძლევას, რომლებსაც მანამდე ბევრი ენერგია, დრო და ფინანსები მიჰქონდა. წლის მეორე ნახევარი ბევრად სასიკეთო გამოდგება. ეს ეხება ინფორმაციასთან, კომუნიკაციასთან, სწავლასთან და უცხოეთთან დაკავშირებულ თემებს. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით ბევრი მიმართულებით შეძლებთ მომგებიანი პოზიციების დაკავებას. წარმატება გელით სამსახურში, საქმიანი ურთიერთობების და ფინანსური შემოსავლების კუთხით. მოიმატებს თქვენი შარმი და მიმზიდველობაც. ეს კი გზას გაგიხსნით საწინააღმდეგო სქესის ადამიანების გულებისკენ. წლის ბოლო საინტერესო იქნება მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ახალი გეგმების დასახვისთვის და ერთობლივი საქმის კეთებისთვის.

სასწორი

თქვენთვის 2022 წელს მაქსიმალურად წარმატებულ წელს ვერ დავარქმევთ. დასაწყისშივე მოგიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა, რათა დაალაგოთ წარსულიდან გადმოყოლილი პრობლემები. ეს განსაკუთრებით საქმიან ცხოვრებას ეხება (სამსახური, კარიერა, ბიზნესი, ფინანსები). ყურადღება დაუთმეთ პარტნიორებიდან, კოლეგებიდან და თანამოაზრეებიდან წამოსულ რჩევებს, რადგან შესაძლოა თქვენი პრობლემების გასაღები სწორად ამის მეშვეობით იპოვოთ. წლის პირველ ნახევარში საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს გაზაფხული (განსაკუთრებით მარტი), ამიტომ თქვენი კონცენტრაცია ამ პერიოდზე მოახდინეთ. შეეცადეთ დასახოთ მიზნები, დაგეგმოთ მომავალი მოქმედებები, აირჩიოთ მიმართულებები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. წლის მეორე პერიოდში გამარჯვების მიღწევა შედარებით გართულდება, ამიტომ ზაფხული გამოიყენეთ ყველა მიმართულებით დასტაბილურებისთვის და ყველა ბუნდოვანი სიტუაციის თუ ურთიერთობის გარკვევისთვის. ამ პერიოდში მოერიდეთ რისკზე წასვლას. კარგი იქნება დასვენება და ძალების აღდგენაც. წარმატებული ტალღა მხოლოდ შემოდგომის მეორე ნახევრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ თქვენი ენერგია სწორედ ამ პერიოდისთვის შემოინახეთ. ამ დროს მოიმატებს დადებითი ცვლილებების ალბათობა. საინტერესო სიახლეები გელით კარიერის, უცხოეთის, სამსახურის, ფინანსური შემოსავლების და ასევე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.

მორიელი

თქვენთვის ეს წელი საინტერესო და რაც მთავარია, წარმატებული უნდა გამოდგეს. პირველივე კვარტალში შესაძლოა საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებამ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ მოგიწიოთ. სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურდებით და რაც მთავარია, ორგანიზებულად იმოქმედებთ და დიდი ალბათობით წარმატების მიღწევასაც შეძლებთ. ყველაზე საინტერესო ის შემოქმედებითი პროექტები იქნება, რომელსაც გასული წელს წამოიწყეთ. შეეცადეთ, რომ მათი რეალიზაცია გაზაფხულის ბოლომდე შეძლოთ. წლის პირველი ხუთი თვე სასიკეთოა მეცენატებთან თუ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრისთვის, მოგებიანი მოლაპარაკებებისთვის და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. წლის მეორე ნახევარში ჩანაფიქრების რეალიზაცია შედარებით გართულდება, თუმცა თუ ურთიერთობებში არ იქნებით ჯიუტი, რადიკალური და ამასთანავე, გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც გამოიყენებთ, აღებული კურსის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ. ზაფხულში მოერიდეთ დაუგეგმავი ხარჯების გაწევას. თუმცა ეს კარგია დროა ფიზიკური და ემოციური გაძლიერებისთვის, ასევე გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის. მიუხედავად ერთი შეხედვით გართული მდგომარეობის, მეოთხე კვარტალში იოლად შეძლებთ სიტუაციის შემობრუნებას. წარმატება გელით სამსახურში და ბიზნესში. არ არის გამორიცხული სარგებელი თქვენი ოჯახის წევრებიდან მიიღოთ ან დადებითი ცვლილება გქონდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი

მიუხედავად გასული წელს შექმნილი კრიზისული სიტუაციებისა, 2022 წელს ნელ-ნელა მოახერხებთ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას და თქვენთვის სასურველი რეალობის ფორმირებას. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ გააცნობიეროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ გარკვეული მიმართულებით შექმნილი ჩიხური სიტუაციებიდან გამოსავალი მოძებნოთ, არამედ ახალი პერსპექტივებიც აღმოაჩინოთ. გაზაფხულზე და ზაფხულის პირველი ნახევარში წინ წამოიწევს სამსახურთან, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს კარგი დროა დასახული მიზნებში კორექციის შეტანისთვის, ახალი გეგმების მოფიქრებისთვის, ასევე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. წლის მეორე ნახევარი მოიტანს ბევრად საინტერესო შანსებს როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. მოიმატებს ახალი საქმის დაწყების, საინტერესო პროექტებში ჩართულობის, მოგზაურობის, ფლირტის ან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა. განსაკუთრებით აქტიური იქნება შემოდგომა, როდესაც მოსალოდნელია სიტუაციებიების მოულოდნელად სასიკეთოდ შემოტრიალება. გაგიჩნდებათ სწავლის დაწყების, პიროვნული განვითარების, დაწინაურების, ფინანსური შემოსავლის გაზრდის შანსი. ეს კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის შეცვლისთვის და მოგზაურობისთვის. წლის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განიტვირთეთ ემოციურად და ფიზიკურად გაძლიერდით.

თხის რქა

2022 წელს თქვენთვის მასშტაბურიც კი შეიძლება ვუწოდოთ. არ არის გამორიცხული სწორედ ამ წელს დაიწყოთ ისეთ საინტერესო შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღება, რომლებიც მანამდე თქვენს ცხოვრებაში ნაკლებად ან საერთოდ არ ყოფილა. ეს წელი დატვირთული იქნება საინტერესო თემებით, შეხვედრებით და მოგზაურობებით. წლის პირველ ნახევარში ცხოვრებისგან შემოთავაზებულ აქტიურ ტემპს მაქსიმალურად აუწყეთ ფეხი. ეს შეიძლება იყოს სწავლა, ახალი საინტერესო კავშირების დამყარება და სულიერი ძიება. გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტად ინიციატივიანი გახდებით და ახალ იდეებს გამოავლენთ. ამის ზაფხულშიც ნუ შეგეშინდებათ. შეეცადეთ ამ პერიოდშიც იყოთ ნოვატორი და თამამად განახორციელოთ ცვლილებები. ეს საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოს წარსულის ნეგატიურ გავლენებს თუ ურთიერთობებს, ასევე გათავისუფლდეთ არასასურველი ვალდებულებებისგან. ეს ყველაფერი წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ. სასიკეთოდ შეიცვლება თქვენი იმიჯი, გაიმყარებთ რეპუტაციას, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს, შეიძენთ ახალ მეგობრებს და მოკავშირეებს. მოსალოდნელია შეიცვალოთ სამუშაო ადგილი და პროფესიაც კი. წლის ბოლოს მოერიდეთ ოჯახის წევრებთან, ხელმძღვანელობასთან და მეგობრებთან დაპირისპირებებს. რთულ სიტუაციებში ტაქტი და დიპლომატია გამოიყენეთ.

მერწყული

ამ წელს თქვენთვის შესაძლებელია კარმული ვუწოდოთ. თქვენს ცხოვრებაში შეჯამდება ბოლო სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენები და ამით დაასრულებთ მნიშვნელოვან ციკლს. მიღებული შედეგები იმის კარგად დანახვის საშუალებას მოგცემთ, თუ საით ვითარდებოდით და რას აგროვებდით. წლის პირველ ნახევარი და განსაკუთრებით გაზაფხული პოზიტიური უნდა გამოდგეს ფინანსური ვალდებულებების დალაგებისთვის. ეს შეიძლება იყოს ფინანსური შემოსავლების ზრდა, რაიმე ტიპის მოგება, გრანტის მიღება ან თუნდაც კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული საკითხების თქვენდა სასიკეთოდ დასრულება. გაზაფხულის ბოლო და ზაფხული სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების დაწყებისთვის, პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, საკუთარი გარეგნობის შეცვლისთვის, ასევე იურიდიული და სადავო საკითხების მოგვარებისთვის. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად ჰარმონიული იქნება. ამ დროს მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, ენერგიულობა და მიზანსწრაფვა. ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებებს მიაღწიოთ პროფესიულ საქმეში და სამსახურთან მიმართებაში. შემოდგომაზე შესაძლოა მეგობრებიდან საინტერესო წინადადება მიიღოთ და ეს თქვენს პიროვნულ განვითარებას და შესაძლოა ფინანსურ შემოსავლებსაც სასიკეთოდ წაადგეს. წლის ბოლოს გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას და ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრას.

თევზები

თქვენთვის 2022 წელი ახალი ციკლის დაწყების და პოზიტიური განახლების პერიოდი იქნება. გაგიჩნდებათ პერსპექტივები და რეალური შანსები, შეცვალოთ ბევრ რამ, რაც აქამდე არ მოგწონდათ და რის შეცვლასაც უბრალოდ, ვერ ახერხებდით. ამიტომ წლის დასაწყისიდანვე დაიწყეთ ცვლილებების განხორციელება და შეეცადეთ მაისის ჩათვლით ყველაფერი ან უდიდესი ნაწილი მოასწროთ. გაზაფხულის დასაწყისში იგრძნობთ აღმაფრენას, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს სამუშაო განწყობაზე და ბევრი ურთიერთობის თქვენდა სასიკეთოდ განვითარების საშუალებას მოგცემთ. ამ დროს იყავით კონკრეტული და კონცენტრაცია პრაქტიკულ შემოთავაზებებზე და პრაგმატულ გეგმებზე მოახდინეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. წლის მეორე ნახევარში შედარებით ნაკლებად გაგიმართლებთ, თუმცა ადრე დაწყებული საქმეების მეტ-ნაკლებად წარმატებით გაგრძელებას შეძლებთ. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მოსალოდნელია გარკვეული მხარდაჭერის მოპოვება შეძლოთ ან ახალი მოკავშირეები შეიძინოთ. ეს დაგეხმარებათ ბევრ საქმეს ემოციური დაძაბულობის და სტრესის გარეშე გაუმკლავდეთ. წლის ბოლოს თქვენი ენერგოტონუსი შემცირებული იქნება, ამიტომ არ გადაიტვირთოთ და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ