ავტორი:

5 ადგილი, რომელთა განათებებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

5 ადგილი, რომელთა განათებებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და სადღესასწაულოდ მორთულ ქალაქში გასეირნება კიდევ უფრო სასიამოვნოა. გარდა მთავარი ნაძვის ხისა და ცენტრალურ გამზირებზე დამონტაჟებული ზღაპრული განათებებისა, სეირნობისას შეგხვდებათ საახალწლოდ მორთული ოფისები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სკვერები, რომელთა დიზაინზეც საგანგებოდ იზრუნეს.

ჩვენ გამოვარჩიეთ 5 ყველაზე საინტერესოდ და შთამბეჭდავად განათებული შენობა და სკვერი, რომლებიც თქვენს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს:

1. მრგვალი ბაღი „მაკდონალდსის“ საახალწლო განათებებით

მაკდონალდსის ლოგოს გარდა, პლანეტებისა და ვარსკვლავების ერთობლიობა გამვლელებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

2. სავაჭრო ცენტრი „მულტი“

„მულტის“ ეზოში ნაძვის ხის გარშემო მოეწყო პატარა საახალწლო სოფელი, სადაც წიგნებს, საახალწლო დეკორაციებს, სათამაშოებსა და სხვა პროდუქციას შეიძენთ. ასევე, დააგემოვნებთ ცხელ შოკოლადს, გლინტვაინს, ყავასა თუ ჩაის და ულამაზესი განათებების ფონზე ფოტოებიც უფრო მიმზიდველი გამოვა.

3. „ლიბერთი ბანკის“ ცენტრალური ოფისი

„ლიბერთის“ ოფისი უფრო მინიმალისტურად, თუმცა საინტერესოდაა განათებული. ნაძვის ტოტებში გაბნეული განათებები და სიახლის დასაწყისზე ხაზგასმა გამვლელებისთვის საინტერესო მესიჯის მატარებელია.

4. „ბიბლუს გალერეა“

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუს გალერეაში“ ნამდვილი ახალი წელი დაგხვდებათ. მისი სადღესასწაულო ექსტერიერი თქვენს ყურადღებას ერთი შეხედვით მიიპყრობს, შიგნით შესულებს კი ასობით საახალწლო სათამაშო და დეკორაცია დაგხვდებათ.

5. ტარას შევჩენკოს სახელობის სკვერი

ნაძვის ხის გიგანტური სათამაშოებით მორთული ხეები, „მაკნატუნას“ პერსონაჟი და ფერადი სკამები სკვერში, რომლის დიზაინიც m2-ს ეკუთვნის, საოცარ განწყობას შეგიქმნით.