პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?
"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ტრო­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით "შტურ­მი იწყე­ბა".

ამის შე­სა­ხებ ის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

"სა­მარ­თლებ­რივ და მო­რა­ლურ ბრძო­ლა­ში რომ მარ­ცხდე­ბი, ტრო­ლე­ბის და ბო­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შტურ­მი შემ­დეგ იწყე­ბა ხო? მინ­და გაც­ნო­ბით, რომ გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ეს "ქარ­ხა­ნა" აქ­ტი­უ­რად ამუ­შავ­და. წი­თე­ლი ხა­ზე­ბი დიდი ხა­ნია გა­დაკ­ვე­თი­ლია, მაგ­რამ წი­თე­ლი ხა­ზე­ბის კვე­თა­საც ხომ აქვს სა­ზღვა­რი. რო­გორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხ­ვარ" - წერს ლონ­და თო­ლო­რა­ია.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი ცვლი­ლე­ბებს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იხი­ლავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კა­ნონპ­რო­ექტს მიმ­დი­ნა­რე კვი­რას სა­მი­ვე მოს­მე­ნით მი­ი­ღე­ბენ.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ნაც­ვლად, ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­თა გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, მას პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის კონ­ტრო­ლის და ყვე­ლა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრა­ლურ ბან­კში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცია ენი­ჭე­ბა.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბას "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი ემა­ტე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი და­მა­ტე­ბუ­ლი მუხ­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კებ­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლი ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბა მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

ნუთუ ასეთი შტერი ხარ , რომ ჩვენ შტერები გგონინივართ?

მარტივად
12

იმედია სასამართლოც გაუქმდება და როგორც ივანიშვილოი იტყვის, ისე მოიქცევა ერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?

"მინდა გაცნობით, რომ ტროლების "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა" - რას წერს ლონდა თოლორაია "ფეისბუქზე"?

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ ტროლების გამოყენებით "შტურმი იწყება".

ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა. წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხვარ" - წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.