ავტორი:

"დაკავებული ამტკიცებდა, რომ დედოფალი უყვარდა" - ელისაბედ მეორესთან დაკავშირებული უცნობი ისტორია და მასთან შეჭრის სახიფათო მცდელობები

"დაკავებული ამტკიცებდა, რომ დედოფალი უყვარდა" - ელისაბედ მეორესთან დაკავშირებული უცნობი ისტორია და მასთან შეჭრის სახიფათო მცდელობები

დიდი ბრიტანეთი და სამეფო ოჯახი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ყველასათვის მოულოდნელად, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ არბალეტით შეიარაღებული 19 წლის მამაკაცი ბუკინგემის სასახლეში შეიჭრა.

ამ საქმესთან დაკავშირებით სკოტლანდ-იარდმა გამოძიება უკვე დაიწყო. ბრიტანელი სამართალდამცავების ცნობით, ვიდეო, რომელიც გამოცემა SUN-მა გაავრცელა, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

როგორც ცნობილია, გასულ შაბათს, ლონდონის დროით დილის 08:30-ზე, პოლიციამ ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე 19 წლის მამაკაცი დააკავა. სწორედ აქ შეხვდა დედოფალი ელისაბედ II ქრისტეშობის დღესასწაულს.

მამაკაცის თქმით, მას დედოფლის მოკვლა ჰქონდა განზრახული და ამით 1919 წლის 13 აპრილს, ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში მომხდარი ფაქტის გამო იძიებდა შურს. როგორც ცნობილია, 1919 წელს დიდი ბრიტანეთის იმპერიის ჯარმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.განაგრძეთ კითხვა