მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე
"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"თუ ვერ შე­ვალ და ავად­მყოფს ვერ ვნა­ხავ, მა­შინ რისი პი­რა­დი ექი­მი ვარ, ვერ გა­ვი­გე. მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი, როცა მინ­დო­და", - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტო­რის მალ­ხაზ ურთქმე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­კაშ­ვილ­თან ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის შეს­ვლის დრო იზღუ­დე­ბა.

ყიფ­ში­ძის თქმით, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო.

"არ ვიცი, ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა რამ­დე­ნად აქვს გო­რის ჰოს­პიტ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. თუ ვერ შე­ვალ და ავად­მყოფს ვერ ვნა­ხავ, მა­შინ, რისი პი­რა­დი ექი­მი ვარ, ვერ გა­ვი­გე. მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი, როცა მინ­დო­და. არ მქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი სა­ა­თე­ბი. რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ნამ­დვი­ლად არ მქონ­და შე­ზღუდ­ვე­ბი, მაგ­რამ გლ­და­ნის ცი­ხე­ში კი, ერთი-ორ­ჯერ არ შეგ­ვიშ­ვეს. ეს კი, სრუ­ლი­ად ახა­ლი რა­ღაც არის", - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პიტ­ლის ექი­მის, ნინო გო­გო­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ა­კე­თა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის აზ­რით, გო­გო­რიშ­ვილ­მა თქვა, ის, რაც თქვა ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

"არ მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ში შე­ვი­დე, მაგ­რამ როცა ვნა­ხე ეს ქალ­ბა­ტო­ნი კა­მე­რე­ბის წინ, ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან დამ­წყდა გული", - გა­ნა­ცხა­და ყიფ­ში­ძემ.

რაც შე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, ყიფ­ში­ძის თქმით, მას არ უნა­ხავს პა­ცი­ენ­ტი, "მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია ალ­ბათ ბევ­რად დამ­ძი­მე­ბუ­ლია".

"რამ­დენ­ჯე­რაც არ შე­მიშ­ვეს ამ თუ იმ ცი­ხე­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­ნა­ხა­ვად, ყო­ველ­თვის რა­ღაც მოხ­და, სა­უ­ბე­დუ­როდ", - აცხა­დებს ყიფ­ში­ძე

გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ვი­ზი­ტორ­თა შეს­ვლა 4 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხე­ბა შა­ბათ-კვი­რა­საც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი.
0

თითონა ხარ ავადმყოფი ნიკუშ, ეგ ძალად ავადმყოფია. ისედაც გაფუჭებულ სახელს, ბოლომდე ნუ იფუჭებ.

ლიმონა!
0

ეს კაცი ექიმობას კი არა კურიერის ფუნქციას ასრულება, შეაქვს და გამოაქვს ინფორმაცია! აუკრძალედ ამ აფერისტს აქეთ იქით თარეში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტორებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

ყიფშიძის თქმით, კლინიკის დირექტორის ეს განცხადება ძალიან აღმაშფოთებელი იყო.

"არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი-ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, გოგორიშვილმა თქვა, ის, რაც თქვა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

"არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა ყიფშიძემ.

რაც შეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ყიფშიძის თქმით, მას არ უნახავს პაციენტი, "მაგრამ სიტუაცია ალბათ ბევრად დამძიმებულია".

"რამდენჯერაც არ შემიშვეს ამ თუ იმ ციხეში პრეზიდენტის სანახავად, ყოველთვის რაღაც მოხდა, საუბედუროდ", - აცხადებს ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.