მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ დედოფლობაზე ოცნებობდით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა - ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ
თუ დედოფლობაზე ოცნებობდით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა - ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ

ინ­გლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იზო­ლი­რე­ბუ­ლი, პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლი ახალ მე­ფეს/დე­დო­ფალს ეძებს. ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ბრძო­ლა, მაგ­რამ უნდა იცოდ­ნენ, რომ ამ პა­ტივ­სა­ცემ პო­ზი­ცი­ას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც ახ­ლავს თან. ბარი - “The Ship Inn” პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე მდე­ბა­რე­ობს და მე­ფემ ამ ტუ­რის­ტუ­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლის მე­ნე­ჯე­რო­ბაც უნდა შე­ი­თავ­სოს.

ბა­რო­უს და­ბის საბ­ჭო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბა­რის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ბევ­რი და­დე­ბი­თი ფაქ­ტო­რი ახ­ლავს თან: გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი პე­ი­ზა­ჟი, უნი­კა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რამ, პი­ე­ლის მე­ფის, ან დე­დოფ­ლის წო­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რივ­თა ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვინც ბა­რის მე­ნე­ჯე­რო­ბას იტ­ვირ­თავს, ის ხდე­ბა კუნ­ძუ­ლის მმარ­თვე­ლიც და სა­მე­ფო ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის იმი­ტა­ცი­აც ტარ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც, მო­მა­ვა­ლი მეფე ძვე­ლე­ბურ სა­ვარ­ძელ­ში ჯდე­ბა ხმლით ხელ­ში და მას ლუდს ას­ხა­მენ.

მაგ­რამ მე­ფის ტი­ტულს თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც აქვს: ამინ­დის სი­სას­ტი­კე და პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლის იზო­ლი­რე­ბუ­ლო­ბა, ალ­ბათ ყვე­ლას­თვის არ იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო. კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ ბორ­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე - აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე მუ­შა­ობს.

ეს პოს­ტი მხო­ლოდ ტი­ტუ­ლით ტკბო­ბას არ გუ­ლის­ხმობს და კუნ­ძუ­ლის სი­ლა­მა­ზის და მისი ბუ­ნებ­რი­ვი ჰა­ბი­ტა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს. საბ­ჭო იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის უკვე არ­ჩე­უ­ლი ეყო­ლე­ბათ ახა­ლი მმარ­თვე­ლი, რათა აპ­რილ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­სა­წყისს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატია
0

ეს გვაქვს სადარდებელი რა გვეშველება..... საქართველოდან უნდათ მაინცდამაინც

satana
0

მეფეს თავისი ამალაც მივაყოლოთ!!! მგონი გვეშველა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

თუ დედოფლობაზე ოცნებობდით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა - ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ

თუ დედოფლობაზე ოცნებობდით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა - ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ

ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული, პიელის კუნძული ახალ მეფეს/დედოფალს ეძებს. ტიტულის მოსაპოვებლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბრძოლა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამ პატივსაცემ პოზიციას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც ახლავს თან. ბარი - “The Ship Inn” პიელის კუნძულებზე მდებარეობს და მეფემ ამ ტურისტული თავშეყრის ადგილის მენეჯერობაც უნდა შეითავსოს.

ბაროუს დაბის საბჭოში ამბობენ, რომ ბარის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას ბევრი დადებითი ფაქტორი ახლავს თან: გამაოგნებელი პეიზაჟი, უნიკალური ადგილმდებარეობა და ყველაზე უცნაური რამ, პიელის მეფის, ან დედოფლის წოდება.

ადგილობრივთა ტრადიციის მიხედვით, ვინც ბარის მენეჯერობას იტვირთავს, ის ხდება კუნძულის მმართველიც და სამეფო ტიტულის მიღების ცერემონიის იმიტაციაც ტარდება, რომლის დროსაც, მომავალი მეფე ძველებურ სავარძელში ჯდება ხმლით ხელში და მას ლუდს ასხამენ.

მაგრამ მეფის ტიტულს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს: ამინდის სისასტიკე და პიელის კუნძულის იზოლირებულობა, ალბათ ყველასთვის არ იქნება სახარბიელო. კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ ბორნითაა შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ ტურისტულ სეზონზე - აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობს.

ეს პოსტი მხოლოდ ტიტულით ტკბობას არ გულისხმობს და კუნძულის სილამაზის და მისი ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნებასაც მოიცავს. საბჭო იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის უკვე არჩეული ეყოლებათ ახალი მმართველი, რათა აპრილში ტურისტული სეზონის დასაწყისს მომზადებულები შეხვდნენ

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა