მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემურ ალასანია ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა... ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო" - რას ჰყვება გოგლა ჟვანია?
"თემურ ალასანია ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა... ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო" - რას ჰყვება გოგლა ჟვანია?

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმის, გი­ორ­გი (გოგ­ლა) ჟვა­ნი­ას, აზ­რით, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე გა­იხ­სნას და ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცეს. ოჯახს ბევ­რი კი­თხვა აქვს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას­თან, თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თან, და თვლის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა და­ე­კი­თხა. გი­ორ­გი ჟვა­ნია ამ­ბობს, რომ საქ­მე­ში არის ბევ­რი ჩვე­ნე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა აქამ­დეც უნდა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო. მან ინ­ტერ­ვიუ მის­ცა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას", რომ­ლი­და­ნაც ნა­წყვეტს გთა­ვა­ზობთ:

- ჩემი ძმის საქ­მე­ზე თე­მურ ალა­სა­ნია უნდა და­ე­კი­თხათ. ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და სა­ეჭ­ვოა. ზუ­რას პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. არა­ვინ ელო­და, რომ მოხ­სნიდ­ნენ ან გა­და­ა­ყე­ნებ­დნენ. ამ ფონ­ზე თე­მურ ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა - ის ყველ­გან ამ­ბობ­და, მალე ჟვა­ნია აღარ იქ­ნე­ბაო. ამა­ზე ბევ­რი ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა, ან გა­და­ვა­ყე­ნებ­თო, არც ერთხელ არ უთ­ქვამს. ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, არ იქ­ნე­ბაო. ეს ეჭვს აღ­ძრავს და პრო­კუ­რა­ტუ­რამ კარ­გად უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს. ამის­თვის ალა­სა­ნი­ას და­კი­თხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რას სწო­რედ ახლა ჰქონ­და ეს შან­სი და ხე­ლი­დან არ უნდა გა­ეშ­ვა. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ალა­სა­ნია არც ერთხელ არ ჩა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მხო­ლოდ ახლა ჩა­მო­ვი­და და ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ჩემი ძმის საქ­მე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­კი­თხავ­დნენ. თა­ვის დრო­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა და მათი ჩვე­ნე­ბე­ბი არის საქ­მე­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ პეტ­რე მამ­რა­ძე, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ბევ­რი სხვაც და მი­მაჩ­ნია, რომ ამას პრო­კუ­რა­ტუ­რის დიდი ინ­ტე­რე­სი უნდა გა­მო­ეწ­ვია. სამ­წუ­ხა­როდ, თე­მურ ალა­სა­ნია ქვეყ­ნი­დან და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ვი­და...

- დღეს რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, რად­გან აშ­კა­რაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არ სურს. დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მძლავ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება უნდა იყოს, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნას. 2016 წლამ­დე, სა­ნამ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მქონ­და, მას მერე თან­და­თან გა­ნელ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ლა­პა­რა­კი და­ი­წყო ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე...

- თა­ვი­დან მარ­თლაც ის­მო­და ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მეც იმე­დი მქონ­და, რომ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ, მაგ­რამ მერე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უც­ნა­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო და ეს საქ­მე ნელ-ნელა თა­რო­ზე შე­მო­დეს. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რაც თვალ­სა­ჩი­ნოა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ბევრ სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს უწევს ან­გა­რიშს და ამის გამო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბას ვერ ამ­ჟღავ­ნებს.

- ამ საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე ხომ არ გა­ნად­გურ­და, რომ სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა ჭირს?

- ცხა­დია, მა­სა­ლებს აყალ­ბებ­დნენ და ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს. ზო­გა­დი ლა­პა­რა­კი რომ არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს, გე­ტყვით: რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­მოჩ­ნდა ერთი ფირი, რო­მელ­ზეც გა­და­ღე­ბუ­ლია ზუ­რას ექ­სპერ­ტი­ზა და იქ ჩანს თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. რო­დე­საც ზურა სახ­ლში მო­ას­ვე­ნეს, ტრე­პა­ნა­ცია უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, თა­ვის ქა­ლა­ზე კანი გა­და­ჭი­მუ­ლი იყო და ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი აღარ ჩან­და. მა­შინ აგ­ვიხ­სნეს, რომ ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზით. იმ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნახ­ვის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტებ­მა გა­მოთ­ქვეს ვა­რა­უ­დი, რომ ზუ­რას თავ­ში ძლი­ე­რად ჩა­არ­ტყეს რა­ღაც ბლაგ­ვი სა­გა­ნი. ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას თუნ­დაც ექ­სჰუ­მა­ცი­ის სურ­ვი­ლი უნდა გას­ჩე­ნო­და, რომ ცხე­და­რი და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ და იქ­ნებ ეს და­ზი­ა­ნე­ბაც ეპო­ვათ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

ბიძა-დისშვილი რომ წმინდა სულები არ არიან, ამას მთელი საქართველო ხვდება, მაგრამ ეს კაკაბაძე ვინაა და რა კავშირი ჰქონდა ამათთან?საიდან უნდა სცოდნოდა დაწვრილებით მაგათი საქმეები და თუ კი ყველა საეჭვო მოიცილეს, ეგ როგორ გამოძვრა?

=
1

"ვიღაცამ"(პირობითად დავარქვათ განგება) ეს ორივე "განძი" (ბიძა და დისშვილი) დანიშნულების ანუ დანაშაულის ადგილზე მოიყვანა და ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?! მაგრამ ამას ბოდიში და ერთი ადგილი სჭირდება, ან იქნებ?... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"თემურ ალასანია ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა... ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო" - რას ჰყვება გოგლა ჟვანია?

"თემურ ალასანია ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა... ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო" - რას ჰყვება გოგლა ჟვანია?

ზურაბ ჟვანიას ძმის, გიორგი (გოგლა) ჟვანიას, აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ყოფილი პრემიერის ხმაურიანი საქმე გაიხსნას და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ოჯახს ბევრი კითხვა აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, და თვლის, რომ პროკურატურას ის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. გიორგი ჟვანია ამბობს, რომ საქმეში არის ბევრი ჩვენება და მტკიცებულება, რომლებითაც პროკურატურა აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო. მან ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

- ჩემი ძმის საქმეზე თემურ ალასანია უნდა დაეკითხათ. ბევრი გარემოება ძალიან უცნაური და საეჭვოა. ზურას პრემიერობის პერიოდი წარმატებული იყო. არავინ ელოდა, რომ მოხსნიდნენ ან გადააყენებდნენ. ამ ფონზე თემურ ალასანიას განცხადებები ძალიან საეჭვოა - ის ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა. თანამდებობაზე არ იქნება, ან გადავაყენებთო, არც ერთხელ არ უთქვამს. ყოველთვის ამბობდა, არ იქნებაო. ეს ეჭვს აღძრავს და პროკურატურამ კარგად უნდა გამოიკვლიოს. ამისთვის ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო, პროკურატურას სწორედ ახლა ჰქონდა ეს შანსი და ხელიდან არ უნდა გაეშვა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ალასანია არც ერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში, მხოლოდ ახლა ჩამოვიდა და ველოდებოდი, რომ ჩემი ძმის საქმეზე აუცილებლად დაკითხავდნენ. თავის დროზე ბევრი ადამიანი დაიკითხა და მათი ჩვენებები არის საქმეში. მნიშვნელოვან ფაქტებზე ლაპარაკობენ პეტრე მამრაძე, ირაკლი კაკაბაძე, ბევრი სხვაც და მიმაჩნია, რომ ამას პროკურატურის დიდი ინტერესი უნდა გამოეწვია. სამწუხაროდ, თემურ ალასანია ქვეყნიდან დაუბრკოლებლად გავიდა...

- დღეს რა ეტაპზეა გამოძიება?

- რამდენიმე წელია, პროკურატურასთან ურთიერთობა არ მაქვს, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ სურს. დიდი დაინტერესება, მძლავრი პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ ეს საქმე გაიხსნას. 2016 წლამდე, სანამ პარლამენტის წევრი ვიყავი, პროკურატურასთან უფრო ინტენსიური კონტაქტი მქონდა, მას მერე თანდათან განელდა ჩვენი ურთიერთობა.

- როცა ხელისუფლება შეიცვალა, ლაპარაკი დაიწყო ხელახალ გამოძიებაზე...

- თავიდან მართლაც ისმოდა ასეთი განცხადებები და მეც იმედი მქონდა, რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ, მაგრამ მერე პროკურატურაში უცნაური პროცესები დაიწყო და ეს საქმე ნელ-ნელა თაროზე შემოდეს. ერთადერთი მიზეზი, რაც თვალსაჩინოა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი სახელმწიფო, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უწევს ანგარიშს და ამის გამო ამ საქმის გამოძიებისთვის საჭირო ნებას ვერ ამჟღავნებს.

- ამ საქმის მტკიცებულებები ისე ხომ არ განადგურდა, რომ სიმართლის გარკვევა ჭირს?

- ცხადია, მასალებს აყალბებდნენ და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საქმის გამოძიების სურვილი არ აქვს. ზოგადი ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, გეტყვით: როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში აღმოჩნდა ერთი ფირი, რომელზეც გადაღებულია ზურას ექსპერტიზა და იქ ჩანს თავის არეში დაზიანებები. როდესაც ზურა სახლში მოასვენეს, ტრეპანაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა, თავის ქალაზე კანი გადაჭიმული იყო და ამ დაზიანებების კვალი აღარ ჩანდა. მაშინ აგვიხსნეს, რომ ეს გამოწვეული იყო ექსპერტიზით. იმ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ზურას თავში ძლიერად ჩაარტყეს რაღაც ბლაგვი საგანი. ასეთი დაზიანების აღმოჩენის შემდეგ პროკურატურას თუნდაც ექსჰუმაციის სურვილი უნდა გასჩენოდა, რომ ცხედარი დაეთვალიერებინათ და იქნებ ეს დაზიანებაც ეპოვათ. გააგრძელეთ კითხვა