პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საირმე“-სა და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში
„საირმე“-სა და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში

„კუ­რორ­ტი სა­ირ­მე“-ს და „ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის“ COVID-ის შემ­დგომ­მა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მამ ევ­რო­პის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო ESPA Innovation Awards მო­ი­პო­ვა. კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იმ სა­მე­დი­ცი­ნო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნაა, რომ­ლებ­მაც ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ახა­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს. „სა­ირ­მეს“ სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, რომ მათი პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი მისი უნი­კა­ლუ­რი, კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს კლი­ნი­კურ და ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სა­ირ­მე“ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სპა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, სულ ცოტა ხნის წინ გახ­და. გა­და­წყვი­ტეს „ევექ­სი ჰოს­პიტ­ლებ­თან“ ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნათ სპა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კონ­კურ­სში და პრინ­ციპ­ში, არც შემ­ცდა­რან - ქარ­თუ­ლი კუ­რორ­ტი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ერ­თობ­ლივ­მა პროგ­რა­მამ, 20 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის 100-მდე სპას შო­რის, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სპა“ გა­ი­მარ­ჯვა.

„მი­ვე­სალ­მე­ბი „სა­ირ­მეს“ ევ­რო­პის სპა ასო­ცი­ა­ცი­ის ქსელ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ აქ მი­ნე­რა­ლურ და თერ­მულ წყლებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ჩვენ კო­ვიდ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და შე­სა­ბა­მი­სად, ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სპას ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბა „სა­ირ­მემ“ და „ევექ­სი ჰოს­პიტ­ლებ­მა“ ერ­თხმად მო­ი­პო­ვეს. მათ ერ­თობ­ლივ პროგ­რა­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კლი­ნი­კუ­რი და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სექ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა პოს­ტკო­ვიდ გარ­თუ­ლე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ მათ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ჯილ­დოს,“ - ამ­ბობს ჩილა მე­ზოს, ევ­რო­პის სპა ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი.

ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც „სა­ირ­მემ“ და „ევექ­სი ჰოს­პიტ­ლებ­მა“, პან­დე­მი­ის მარ­თვის დროს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­წყვი­ტეს შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­რე­აბ­ლი­ტა­ციო პა­კე­ტი. შე­იქ­მნა ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სამ­კურ­ნა­ლო, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­მოწ­მე­ბა „კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში“ ტარ­დე­ბა. ხოლო კუ­რორ­ტში „სა­ირ­მე“ სამ­კურ­ნა­ლო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი - წყალ­ქვე­შა მა­სა­ჟი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბი, ინ­ჰა­ლა­ცია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით, ჰა­ლო­თე­რა­პია, აქ­ტი­უ­რი და პა­სი­უ­რი კლი­მა­ტო­თე­რა­პია.

„სა­ირ­მეს“ კლი­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მაია სა­ნი­კი­ძის თქმით, მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო, მა­ნამ­დე კი ევ­რო­პის სპა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„წელს „კუ­რორ­ტი სა­ირ­მე“ პირ­ვე­ლი და ჯერ-ჯე­რო­ბით ერ­თა­დე­რე­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სპა­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ESPA-ს წევ­რი გახ­და. ასე­თი რან­გის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა აძ­ლევს ჩვენს კუ­რორ­ტს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ი­ზი­ა­როს ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და და­ნერგვა­ში გა­ა­კე­თოს სწო­რე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ „სა­ირ­მეს“, არა­მედ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

გვეძ­ლე­ვა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ცნო­ბა­დი ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის არა მხო­ლოდ რო­გორც გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის უდი­დე­სი რე­სურ­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პროგ­რა­მას, ასე­თი კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა ფაქ­ტობ­რი­ვად ახა­ლი სი­ტყვაა COVID-ის შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა­ში“, - ამ­ბობს მაია სა­ნი­კი­ძე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოს მი­ღე­ბა სა­ა­მა­ყოა „კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ გუნ­დის­თვის.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. კონ­კურ­სში ევ­რო­პის 20 ქვეყ­ნის 100-მდე სპა ცენ­ტრი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, COVID-ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ საკ­მა­ოდ კარ­გი პროგ­რა­მე­ბი ექ­ნე­ბო­დათ. მათ შო­რის იყ­ვნენ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კუ­რორ­ტე­ბიც. ამ ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სპა პრო­ცე­დუ­რე­ბი,“ - ამ­ბობს „კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ სამ­კურ­ნა­ლო - დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ჰა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­კა თო­ი­ძე.

კუ­რორ­ტი „სა­ირ­მე“ და „ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბი“ კო­ვი­დის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მას აგ­რძე­ლე­ბენ და კლი­ნი­კუ­რი და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სექ­ტო­რის ერ­თობ­ლივ ახალ პრო­ექ­ტებს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გეგ­მა­ვენ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

„საირმე“-სა და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში

„საირმე“-სა და „ევექსი ჰოსპიტლების“ წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში

„კურორტი საირმე“-ს და „ევექსი ჰოსპიტლების“ COVID-ის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ ევროპის პრესტიჟული ჯილდო ESPA Innovation Awards მოიპოვა. კონკურსის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები შეიმუშავეს. „საირმეს“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სანიკიძე ამბობს, რომ მათი პროგრამის წარმატების მთავარი ფაქტორი მისი უნიკალური, კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და ბალნეოლოგიურ მიმართულებებს.

აღსანიშნავია, რომ „საირმე“ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის წევრი, სულ ცოტა ხნის წინ გახდა. გადაწყვიტეს „ევექსი ჰოსპიტლებთან“ ერთად განხორციელებული პროექტი წარედგინათ სპათა ასოციაციის კონკურსში და პრინციპში, არც შემცდარან - ქართული კურორტისა და სამედიცინო ცენტრის ერთობლივმა პროგრამამ, 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის, ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა“ გაიმარჯვა.

„მივესალმები „საირმეს“ ევროპის სპა ასოციაციის ქსელში გაწევრიანებას. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება „საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტკოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს,“ - ამბობს ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც „საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“, პანდემიის მართვის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე, გადაწყვიტეს შეემუშავებინათ პოსტკოვიდური გართულებების სარეაბლიტაციო პაკეტი. შეიქმნა ერთობლივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამკურნალო, სადიაგნოსტიკო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ტარდება. ხოლო კურორტში „საირმე“ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები - წყალქვეშა მასაჟი, მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაცია მინერალური წყლით, ჰალოთერაპია, აქტიური და პასიური კლიმატოთერაპია.

„საირმეს“ კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელის მაია სანიკიძის თქმით, მიღებული ჯილდო, მანამდე კი ევროპის სპათა ასოციაციაში გაწევრიანება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„წელს „კურორტი საირმე“ პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერეთია საქართველოში, რომელიც სპათა ასოციაციების ESPA-ს წევრი გახდა. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა აძლევს ჩვენს კურორტს საშუალებას გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში გააკეთოს სწორება ევროპულ სტანდარტებზე. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „საირმეს“, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისათვის.

გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ცნობადი ევროპელი ტურისტებისთვის არა მხოლოდ როგორც გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის, არამედ სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მიმწოდებელი ქვეყანა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ასეთი კომპლექსური მიდგომა ფაქტობრივად ახალი სიტყვაა COVID-ის შემდგომი მდგომარეობის მართვაში“, - ამბობს მაია სანიკიძე.

მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება საამაყოა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდისთვის.

„აღნიშნული ჯილდო დაეხმარება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. კონკურსში ევროპის 20 ქვეყნის 100-მდე სპა ცენტრი მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, COVID-ის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ საკმაოდ კარგი პროგრამები ექნებოდათ. მათ შორის იყვნენ ძალიან ცნობილი სამედიცინო კურორტებიც. ამ ფონზე გამოჩნდა, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისი და გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები,“ - ამბობს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ სამკურნალო - დიაგნოსტიკური ჰაბის ხელმძღვანელი, მარიკა თოიძე.

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებენ და კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლივ ახალ პროექტებს მომავალი წლისთვის გეგმავენ.

NS