პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა" - ლონდა თოლორაია
"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა" - ლონდა თოლორაია

"ეს არ არის რე­ფორ­მა, ეს არის შტურ­მი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ზე, რო­მე­ლიც არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა­ვის უთან­ხმებ­და. ეს არის სამ­სა­ხურ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბი­სა და მის ნაც­ვლად, ორი ახა­ლი უწყე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ უც­ნო­ბი იყო.

"გარ­და იმი­სა, რომ ჩემ­თან არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­ი­ნი­ცი­რე­ბის შემ­დე­გაც კი, გუ­შინ ბი­უ­რო­ზე გას­ვლის შემ­დე­გაც კი, ჩემ­თვის არა­ვის გა­მო­უგ­ზავ­ნია. უფრო მე­ტიც, ბი­უ­როს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გახ­და ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი სრუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს დრო არ იყო საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ სამ­სა­ხუ­რი ამ კა­ნონპ­რო­ექტს სრულ­ყო­ფი­ლად გაც­ნო­ბო­და, თუმ­ცა, ცხა­დია, ჩვენ მის ძი­რი­თად დე­ბუ­ლე­ბებს მა­ინც გა­ვე­ცა­ნით. ეს არის ზუს­ტად ის, რა­ზეც მე გუ­შინ დი­ლი­დან ვსა­უბ­რობ­დი. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით და­გეგ­მი­ლია არამ­ხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სახ­ლში გაშ­ვე­ბა, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტია ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის სახ­ლში გაშ­ვე­ბა. რა თქმა უნდა, ამა­ზე ჩემი კრი­ტი­კუ­ლია პო­ზი­ცია მექ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მო­ვე­დი, რომ კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მას დავ­სწრე­ბო­დი. კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მე­ბის დროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გვი­ან გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვმკი­თხა­ობ­დით, რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბო­და ამა თუ იმ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა“,-გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არ გა­უქ­მდე­ბა.

"ძა­ლი­ან დიდ იმე­დი მაქვს, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას მო­უხ­მო­ბენ და ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნად არ იქ­ცე­ვა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ასე­თი არა­კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დით არ მოხ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თო­ლო­რა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ორი ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნას, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას თქმით, ეს არის თით­ქოს რე­ფორ­მის სა­ხე­ლით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

"ეს არ არის რე­ფორ­მა. ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერ­ცერთ რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და იმ უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, რო­მელ­საც რე­ფორ­მა ეხე­ბა. ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერც ერთ შემ­თხვე­ვას, როცა ამ ფორ­მით მოხ­და სამ­სა­ხუ­რის დაშ­ლა ორ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რად, რო­მელ­საც აქვს ზუს­ტად იგი­ვე ფუნ­ქცი­ე­ბი და არც ერთ უწყე­ბა­ში არ მო­ი­ძებ­ნა დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა ად­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მისი თქმით, ელჩმა მას მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა. რო­გორც ლონ­და თო­ლო­რა­ია აღ­ნიშ­ნავს, კელი დეგ­ნა­ნი ფიქ­რობს, რომ პრო­ცე­სი ჯან­სა­ღად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ALONZO
0

საოცარია რომ "ქოცნება" ანუ ბიძინა ვერ ხვდება ელემენტარულს, "ნაცმოძრაობის" დაფრთიანებული ვითომ სპეციალისტები არ უნდა გააკაროს არც საჯარო სექტორს ,არც ე.წ. სსიპ-ებს, თუმცა რა გასაკვირია "პლასტელინის პრეზიდენტი" გამოეპარა თვალსა და ხელს შუა. კაცი დღესაც გაბღენძილი დადის და თავი მართლა მე-4 პრეზიდენტად მიაჩნია. ამდენ მოღალატეს და ქვეყნის დამანგრეველს სად პოულობს ეს კაცი. გიორგი გახარიაზე არაფერს ვიტყვი, მაინც "ქოცმეგობრად" მიმაჩნია ...

მერაბი
1

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სახელმწიფო ინსპექტორის მთელი სამსახური, ისევე, როგორც სახალხო დამცველის ოფისი, საერთოდ არაფერს აკეთებენ და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ და მასზე ზრუნავენ. მოკლედ, თუ უნდათ, გადაკეთდნენ არასამთავრობოებად და სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა" - ლონდა თოლორაია

"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა" - ლონდა თოლორაია

"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა. ეს არის სამსახურზე შურისძიება", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ უცნობი იყო.

"გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა, ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“,-განაცხადა თოლორაიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმდება.

"ძალიან დიდ იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, წინასაახალწლოდ ასეთი არაკანონიერი მეთოდით არ მოხდება სამსახურის გაუქმება“, - აღნიშნა თოლორაიამ.

რაც შეეხება ორი ინსტიტუტის შექმნას, ლონდა თოლორაიას თქმით, ეს არის თითქოს რეფორმის სახელით განხორციელებული ცვლილებები.

"ეს არ არის რეფორმა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ამ ფორმით მოხდა სამსახურის დაშლა ორ სხვადასხვა სამსახურად, რომელსაც აქვს ზუსტად იგივე ფუნქციები და არც ერთ უწყებაში არ მოიძებნა დღევანდელი სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა ადგილი“, - განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, ელჩმა მას მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, კელი დეგნანი ფიქრობს, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს.