პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა
მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა

23 დე­კემ­ბერს მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა (MDF) მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა და 2021 წელს სკო­ლებ­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის პე­და­გო­გე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შიდა ქარ­თლი­დან, კა­ხე­თი­დან, ქვე­მო ქარ­თლი­დან, აჭა­რი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან, რა­ჭი­დან და თბი­ლი­სი­დან მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის და­ჯილ­დოვ­დნენ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მას­წავ­ლებ­ლი­დან თი­თო­ე­ულს გავ­ლი­ლი აქვს MDF-ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ტრე­ნინ­გი, ჯამ­ში კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 635 პე­და­გო­გი და­ატ­რე­ნინ­გა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­ჯილ­დო­ე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის რამ­დე­ნი­მე შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლებ­მაც გვი­ამ­ბეს, რა კუ­თხით გა­მო­ი­ყე­ნეს ტრე­ნინ­გე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ისი­ნი.

მათი თქმით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბელ უნა­რებს ავი­თა­რებს და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რა რე­სურ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას. ამ სა­კი­თხებ­ზე კი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი „ამ­ბე­ბი.გე“-ს გა­ე­სა­უბ­რა

იზოლ­და ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ჰე­რე­თის კა­რის, სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

_ წლე­ბია, მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდთან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. გა­სულ წელს ყვე­ლა­ზე მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი სკო­ლის გა­მოვ­ლე­ნის კონ­კურ­სში ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ძულ­ვი­ლის ენის კვლე­ვა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნეს.

ვფიქ­რობ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ბოლო დროს ყვე­ლა­ნი ხომ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბად, მე­დი­ის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად ვი­ქე­ცით. ამი­ტომ, სა­ჭი­როა, ვი­ცო­დეთ, სწო­რად რო­გორ მო­ვიხ­მა­როთ მე­დი­აპ­რო­დუქ­ტე­ბი. ამას სა­ფუძ­ვე­ლი და­წყე­ბით კლა­სებ­ში უნდა ჩა­ე­ყა­როს, მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი სამ­ყა­როს ეც­ნო­ბი­ან, ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა შეძ­ლონ ყალ­ბის და ნამ­დვი­ლის გარ­ჩე­ვა. აქვე ის­წავ­ლონ, რო­გორ შექ­მნან ინ­ფორ­მა­ცია, რა ხერ­ხე­ბით და­იც­ვან თავი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დე­ბის­გან... ამა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ამ პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით. აქვე თვი­თო­ნაც ვსწავ­ლობთ და ეს ყვე­ლაფ­რი პე­და­გო­გის­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა.

_ ე.ი. ტრე­ნინ­გით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

_ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ტრე­ნინგზე ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ, ზუს­ტად და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით გა­ვი­ა­რეთ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის გზე­ბი. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, თუ შე­მეძ­ლო, სა­ჩი­ვა­რი წარ­მედ­გი­ნა ვინ­მეს­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო. ახლა ვიცი, რო­გორ და­ვა­რე­პორ­ტო ასე­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია. თუ ჩემ­ნა­ი­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბევ­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოკ­ვლე­ვას შეძ­ლებს, მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის საქ­მის კურ­სში ჩა­ყე­ნე­ბას, ბევ­რის­თვის გახ­დე­ბა მათ შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ კი სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე ამ ყვე­ლაფ­რის­გან ნელ-ნელა გა­იწ­მინ­დე­ბა.

_ მოს­წავ­ლე­ებს ამას რო­გორ ას­წავ­ლით?

_ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რეკ­ლა­სე­ლე­ბი წერა-კი­თხვას ახლა ეუფ­ლე­ბი­ან, მათ­თან მქონ­და ასე­თი პრო­ექ­ტი - „ჩვენ მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი“. ვცდი­ლობ, ვას­წავ­ლო, რა არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ მო­ვი­ძი­ოთ და რო­გორ გად­მოვ­ცეთ. ეს რომ ეცო­დი­ნე­ბათ, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად გად­მო­ცე­მას ად­ვი­ლად შეძ­ლე­ბენ. სწავ­ლო­ბენ ასე­ვე რა არის ინ­ტერ­ვიუ, რე­პორ­ტა­ჟი, რო­გორ უნდა და­ი­წე­როს სტა­ტია - რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი მათ ასაკ­ზეა გათ­ვლი­ლი და სა­თა­მა­შო მიკრო­ფო­ნე­ბით ვმუ­შა­ობთ. სა­ფუძ­ველს ასე ნელ-ნელა ვუყ­რით.

მა­ღალ კლა­სებ­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი გვქონ­და, რო­დე­საც კი­ბერ­ბუ­ლინგზე ვი­მუ­შა­ვეთ. ვას­წავ­ლეთ მე­თო­დო­ლო­გია, თუ რო­გორ და­იც­ვან თავი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის­გან. ინ­ტერ­ნეტ­ში რო­გორ უნდა და­ამ­ყა­რონ კონ­ტაქ­ტი უცხო ადა­მი­ან­თან, რო­გორ და­იც­ვან პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია. მოკ­ლედ, რო­გორც ვთქვი, ეს პრო­ექ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გზამ­კვლე­ვია - სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ებ­თან პირ­ნათ­ლად წარვდგეთ და ვას­წავ­ლოთ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.

ირმა ჯო­ჯუა, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­ხურ­ჩის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

_ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­ში გან­ვა­ვი­თა­რო მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის დონე. 21-ე სა­უ­კუ­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნეა, ეს პან­დე­მი­ამ კი­დევ გა­აძ­ლი­ე­რა. ფაქ­ტია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწრა­ფად ვი­ღებთ და ვავ­რცე­ლებთ. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა, მის­და­მი კრი­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მა, რათა შემ­დგომ მის­მა გავ­რცე­ლე­ბამ უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი არ გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამ პრო­ექ­ტში სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე - რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბაც მქონ­და, მა­გა­ლი­თად, „გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის“ მი­ზა­ნი იყო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და ბოლო გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი მას უკვე რო­გორ სხვა სა­ხით იღებს, ანუ გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცეს­ში რა ეტაპს გა­დის. გვქონ­და აქ­ტი­ვო­ბა - „რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენ­ზე რეკ­ლა­მა“, შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვეთ ტრო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით - რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ყალ­ბი ნამ­დვი­ლის­გან. სუ­რა­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა­ში „ბე­ბოს ალ­ბო­მი“ გა­მო­ვი­ყე­ნეთ.

ჩემი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი, რა­საც კი­თხუ­ლო­ბენ და გა­და­უ­მოწ­მებ­ლად არა­ფე­რი მი­ი­ღონ, მით უფრო, არ გა­ავ­რცე­ლონ.

მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და მინ­და, კი­ბერ­ბუ­ლინგს შე­ვე­ხო. ამის­თვის შერ­ჩე­უ­ლი მაქვს ორი ქარ­თუ­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და ბუ­ლინგს ეხე­ბა.

თე­ო­ნა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

_ პრო­ექ­ტზე ონ­ლა­ინ დავ­რე­გის­ტრირ­დი და ონ­ლა­ინ და­ვეს­წა­რი ტრე­ნინ­გებ­საც. მი­ვი­ღე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და მივ­ხვდი, რომ სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბობს „შავი ხვრე­ლი“, რო­მელ­საც მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ამოვ­სე­ბა უნდა.

რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ეს არის „გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცია,“ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სა­გა­ნი ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა მუ­შა­ობ­დეს. თუმ­ცა ალ­ბათ სკო­ლა­ში ამ თვალ­საზ­რი­სით მი­ნი­მა­ლუ­რი კეთ­დე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლებს ამ უნარ­ზე ნაკ­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ. შემ­დე­გი ის არის, მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­ნა­ვი­თა­რო ეს უნა­რი. სკო­ლა­ში მქონ­და ასე­თი პრო­ექ­ტი - ავი­ღე მოსე ზამ­თა­რა­ძის ნა­ამ­ბო­ბი (რო­მა­ნი­დან "დათა თუ­თაშ­ხია") იმის­თვის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის კავ­ში­რი და­მემ­ყა­რე­ბი­ნა. ტექ­სტი მხატ­ვრუ­ლად და­ვა­მუ­შა­ვეთ, შემ­დეგ პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­ცო­ცხლეთ, გა­ვა­თა­ნა­მედ­რო­ვეთ, მათი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბი შევ­ქმე­ნით. და­ვინ­ტე­რეს­დით იმით, რე­ა­ლუ­რე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რა მოხ­დე­ბო­და, დრო­ში ვა­მოგ­ზა­უ­რეთ. შემ­დეგ კი გა­ვე­ცა­ნით იმას, თუ რა არის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა. ამ მე­თო­დით უკე­თე­სად ის­წავ­ლეს, და­ი­ნა­ხეს, დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თეს და შე­ა­ჯა­მეს. აღ­ნიშ­ნეს, რას არ უკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ აქამ­დე, რო­დე­საც რა­ღაც კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბოდ­ნენ, რა ქვე­ტექ­სტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნონ და ამო­იც­ნონ კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­აგ­ზავ­ნი­ლებ­ში.

_ ამ პრო­ექ­ტში პი­რა­დად თქვენ­თვის აღ­მო­ჩე­ნა რა იყო?

_ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მქონ­და გავ­ლი­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ტრე­ნინ­გი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რი ვყო­ფილ­ვარ. თურ­მე კარ­გად შე­მიძ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ფილ­ტვრა. მე­გო­ნა, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვია და ამას ყვე­ლა ახერ­ხებს, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ეს თურ­მე უნდა ის­წავ­ლო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ სკო­ლა­ში ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უბ­რა­ლოდ, არ მქონ­და ამის­თვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რი­თაც შე­მეძ­ლო, მე­მუ­შა­ვა. მოკ­ლედ, ტრე­ნინ­გე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად შე­იკ­რა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იქ­ნე­ბა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც „გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცია“ სკო­ლა­ში ცალ­კე საგ­ნად იქ­ნე­ბა და თუნ­დაც მისი ერ­თწ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა და­ი­ნერ­გე­ბა მე­ა­თე კლას­ში. ეს, რაც მთა­ვა­რია, მოგ­ვცემ­და კარგ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

* * *

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბაა. „იკ­ვლიე, მოს­ჩხრი­კე“ - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეს სი­ტყვე­ბი MDF-ის მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის მთა­ვა­რი სლო­გა­ნია, რო­მელ­საც MDF-ის ახალ კლიპ­ში აშშ-ის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე, რა­ი­ან ჰა­რი­სი ქარ­თუ­ლად კი­თხუ­ლობს.

მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი წამ­ყვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მიზ­ნად ისა­ხავს, მე­დი­ა­მომ­ხმა­რე­ბელ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­მოხ­მა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას - ტრე­ნინ­გე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის, ფო­რუ­მე­ბის, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სკო­ლე­ბი­სა თუ ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის გზით. MDF-ის მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის რე­სურ­სე­ბის ბაზა www.millab.ge აერ­თი­ა­ნებს სას­წავ­ლო მა­სა­ლებს, თა­მა­შებს, სა­ვარ­ჯი­შო­ებს, მა­გა­ლი­თებს მე­დი­აპ­რაქ­ტი­კი­დან, რომ­ლე­ბიც მე­დი­ა­ში­ნა­არ­სის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის და გა­და­მოწ­მე­ბის, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­კონ­სტრუ­ი­რე­ბის უნა­რებს ავი­თა­რებს.

R

ავტორი:

მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა

მედიის განვითარების ფონდმა სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა

23 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაწიგნიერების პროგრამის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და 2021 წელს სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე შიდა ქართლიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან და თბილისიდან მოწვეული მასწავლებლები მედიაწიგნიერების მიმართულები მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის დაჯილდოვდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მასწავლებლიდან თითოეულს გავლილი აქვს MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი, ჯამში კი ამ მიმართულებით მედიის განვითარების ფონდმა მთელი საქართველოს მასშტაბით 635 პედაგოგი დაატრენინგა. ღონისძიებაზე დაჯილდოებულ მასწავლებლებს შორის რამდენიმე შევარჩიეთ, რომლებმაც გვიამბეს, რა კუთხით გამოიყენეს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა, კონკრეტულად, რა პროექტები განახორციელეს და რა მიზანს ემსახურებოდა ისინი.

მათი თქმით, მედიაწიგნიერება მოსწავლეებში აუცილებელ უნარებს ავითარებს და მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან. საინტერესოა ასევე, რა რესურსები გამოიყენეს პროექტზე მუშაობისას. ამ საკითხებზე კი რამდენიმე მათგანი „ამბები.გე“-ს გაესაუბრა

იზოლდა ბოჭორიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჰერეთის კარის, საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:

_ წლებია, მედიის განვითარების ფონდთან ვთანამშრომლობ. გასულ წელს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოვლენის კონკურსში ჩემმა მოსწავლეებმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. მედიაწიგნიერების მიმართულებით სიძულვილის ენის კვლევაზე საინტერესო პროექტი წარმოადგინეს.

ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. ბოლო დროს ყველანი ხომ მედიაწიგნიერებად, მედიის შემადგენელ ნაწილად ვიქეცით. ამიტომ, საჭიროა, ვიცოდეთ, სწორად როგორ მოვიხმაროთ მედიაპროდუქტები. ამას საფუძველი დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს, მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს ეცნობიან, ერთმანეთისგან უნდა შეძლონ ყალბის და ნამდვილის გარჩევა. აქვე ისწავლონ, როგორ შექმნან ინფორმაცია, რა ხერხებით დაიცვან თავი დეზინფორმაციული ნაკადებისგან... ამაში მასწავლებლები მოსწავლეებს ამ პროექტის დახმარებით მაქსიმალურად ვეხმარებით. აქვე თვითონაც ვსწავლობთ და ეს ყველაფრი პედაგოგისთვისაც ძალიან საინტერესო სიახლეა.

_ ე.ი. ტრენინგით კმაყოფილი ხართ?

_ ამ ორგანიზაციის ტრენინგზე ძალიან მკაფიოდ, ზუსტად და პრაქტიკული სამუშაოებით გავიარეთ ყალბი ინფორმაციების გადამოწმების გზები. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ შემეძლო, საჩივარი წარმედგინა ვინმესთვის სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი ინფორმაციის გამო. ახლა ვიცი, როგორ დავარეპორტო ასეთი ტიპის ინფორმაცია. თუ ჩემნაირი ინტერნეტმომხმარებელი ბევრი იქნება, რომელიც დეზინფორმაციის გამოკვლევას შეძლებს, მერე საზოგადოების და შესაბამისი სტრუქტურების საქმის კურსში ჩაყენებას, ბევრისთვის გახდება მათ შესახებ ცნობილი. საბოლოოდ კი სოციალური სივრცე ამ ყველაფრისგან ნელ-ნელა გაიწმინდება.

_ მოსწავლეებს ამას როგორ ასწავლით?

_ მიუხედავად იმისა, რომ მეორეკლასელები წერა-კითხვას ახლა ეუფლებიან, მათთან მქონდა ასეთი პროექტი - „ჩვენ მომავალი ჟურნალისტები“. ვცდილობ, ვასწავლო, რა არის ინფორმაცია, როგორ მოვიძიოთ და როგორ გადმოვცეთ. ეს რომ ეცოდინებათ, მიღებული ინფორმაციის სწორად გადმოცემას ადვილად შეძლებენ. სწავლობენ ასევე რა არის ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორ უნდა დაიწეროს სტატია - რა თქმა უნდა, ყველაფერი მათ ასაკზეა გათვლილი და სათამაშო მიკროფონებით ვმუშაობთ. საფუძველს ასე ნელ-ნელა ვუყრით.

მაღალ კლასებში უკვე სერიოზული პროექტი გვქონდა, როდესაც კიბერბულინგზე ვიმუშავეთ. ვასწავლეთ მეთოდოლოგია, თუ როგორ დაიცვან თავი კიბერბულინგისგან. ინტერნეტში როგორ უნდა დაამყარონ კონტაქტი უცხო ადამიანთან, როგორ დაიცვან პირადი ინფორმაცია. მოკლედ, როგორც ვთქვი, ეს პროექტი მასწავლებლებისთვისაც სერიოზული გზამკვლევია - საშუალებას გაძლევს, მოსწავლეებთან პირნათლად წარვდგეთ და ვასწავლოთ ისე, როგორც საჭიროა.

ირმა ჯოჯუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

_ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში განვავითარო მედიაწიგნიერების დონე. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, ეს პანდემიამ კიდევ გააძლიერა. ფაქტია, რომ ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ და ვავრცელებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის გააზრება, მისდამი კრიტიკული მიდგომა, რათა შემდგომ მისმა გავრცელებამ უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს.

ამ პროექტში სიამოვნებით ჩავერთე - რამდენიმე აქტივობაც მქონდა, მაგალითად, „გაფუჭებული ტელეფონის“ მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა, როგორ სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და ბოლო გამავრცელებელი მას უკვე როგორ სხვა სახით იღებს, ანუ გავრცელების პროცესში რა ეტაპს გადის. გვქონდა აქტივობა - „რა გავლენას ახდენს ჩვენზე რეკლამა“, შემდეგ ვიმუშავეთ ტროლების მიმართულებით - როგორ გავარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან. სურათების გადამოწმებაში „ბებოს ალბომი“ გამოვიყენეთ.

ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ იმ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, რასაც კითხულობენ და გადაუმოწმებლად არაფერი მიიღონ, მით უფრო, არ გაავრცელონ.

მომავალში ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას და მინდა, კიბერბულინგს შევეხო. ამისთვის შერჩეული მაქვს ორი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც მოსწავლეების ცხოვრებასა და ბულინგს ეხება.

თეონა შერაზადიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

_ პროექტზე ონლაინ დავრეგისტრირდი და ონლაინ დავესწარი ტრენინგებსაც. მივიღე საინტერესო ინფორმაცია და მივხვდი, რომ სწავლებაში არსებობს „შავი ხვრელი“, რომელსაც მედიაწიგნიერების თვალსაზრისით ამოვსება უნდა.

როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის „გამჭოლი კომპეტენცია,“ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა საგანი ამ უნარის განვითარებაზე უნდა მუშაობდეს. თუმცა ალბათ სკოლაში ამ თვალსაზრისით მინიმალური კეთდება იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებლებს ამ უნარზე ნაკლები წარმოდგენა აქვთ. შემდეგი ის არის, მოსწავლეებში განავითარო ეს უნარი. სკოლაში მქონდა ასეთი პროექტი - ავიღე მოსე ზამთარაძის ნაამბობი (რომანიდან "დათა თუთაშხია") იმისთვის, რომ ლიტერატურისა და მედიაწიგნიერების კავშირი დამემყარებინა. ტექსტი მხატვრულად დავამუშავეთ, შემდეგ პერსონაჟები გავაცოცხლეთ, გავათანამედროვეთ, მათი სოციალური პროფილები შევქმენით. დავინტერესდით იმით, რეალურები რომ ყოფილიყვნენ, რა მოხდებოდა, დროში ვამოგზაურეთ. შემდეგ კი გავეცანით იმას, თუ რა არის მედიაწიგნიერება. ამ მეთოდით უკეთესად ისწავლეს, დაინახეს, დასკვნები გააკეთეს და შეაჯამეს. აღნიშნეს, რას არ უკვირდებოდნენ აქამდე, როდესაც რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას ეცნობოდნენ, რა ქვეტექსტები შეიძლება მოძებნონ და ამოიცნონ კონკრეტული მედიაგზავნილებში.

_ ამ პროექტში პირადად თქვენთვის აღმოჩენა რა იყო?

_ მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა გავლილი მედიაწიგნიერების ტრენინგი, აღმოვაჩინე, რომ მედიაწიგნიერი ვყოფილვარ. თურმე კარგად შემიძლია ინფორმაციის გაფილტვრა. მეგონა, რომ ეს ბუნებრივია და ამას ყველა ახერხებს, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ეს თურმე უნდა ისწავლო. აღმოვაჩინე ისიც, რომ სკოლაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ, არ მქონდა ამისთვის ინსტრუმენტები, რითაც შემეძლო, მემუშავა. მოკლედ, ტრენინგების შემდეგ, მოსწავლეებთან მუშაობის შემდეგ ყველაფერი ერთად შეიკრა. არაჩვეულებრივი იქნება, მედიაწიგნიერება, როგორც „გამჭოლი კომპეტენცია“ სკოლაში ცალკე საგნად იქნება და თუნდაც მისი ერთწლიანი სწავლება დაინერგება მეათე კლასში. ეს, რაც მთავარია, მოგვცემდა კარგ სამოქალაქო საზოგადოებას.

* * *

მედიაწიგნიერება, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული აზროვნებაა. „იკვლიე, მოსჩხრიკე“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამის მთავარი სლოგანია, რომელსაც MDF-ის ახალ კლიპში აშშ-ის ელჩის მოადგილე, რაიან ჰარისი ქართულად კითხულობს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fikvlie%2Fvideos%2F281154060637602%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

მედიის განვითარების ფონდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიმართულებით და მიზნად ისახავს, მედიამომხმარებელში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობას - ტრენინგების, სემინარების, ფორუმების, მედიაწიგნიერების სკოლებისა თუ ონლაინ რესურსების შეთავაზების გზით. MDF-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების რესურსების ბაზა www.millab.ge აერთიანებს სასწავლო მასალებს, თამაშებს, სავარჯიშოებს, მაგალითებს მედიაპრაქტიკიდან, რომლებიც მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის მოპოვების და გადამოწმების, ყალბი ინფორმაციის დეკონსტრუირების უნარებს ავითარებს.

R