პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლონდა თოლორაიას შემიძლია საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, კვალიფიციური, გამოცდილი კადრია" - ღარიბაშვილი
"ლონდა თოლორაიას შემიძლია საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, კვალიფიციური, გამოცდილი კადრია" - ღარიბაშვილი

"შე­მიძ­ლია ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას სა­ჯა­რო შე­თა­ვა­ზე­ბაც გა­ვუ­კე­თო მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ერ სტრუქ­ტუ­რა­ში. ვიცი, რომ იგი არის ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი კად­რი",- ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, თუ ლონ­და თო­ლო­რა­ია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი ორი სამ­სა­ხუ­რის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ისურ­ვებს, მას ყვე­ლა კარი აქვს ღია.

"შე­მიძ­ლია ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას სა­ჯა­რო შე­თა­ვა­ზე­ბაც გა­ვუ­კე­თო მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ერ სტრუქ­ტუ­რა­ში. ვიცი, რომ იგი არის ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი კად­რი. თუ არ ვცდე­ბი, მა­ნამ­დე მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ - პო­ლი­ცი­ა­ში. თუ მას აღარ მო­უნ­დე­ბა, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ან ერთი, ან მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რის კონ­კურ­სში, მას ყვე­ლა კარი აქვს ღია და მე პი­რა­დად აქე­დან ვუ­კე­თებ შე­თა­ვა­ზე­ბას. ასე, რომ პი­როვ­ნუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ხედ­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პარ­ლა­მენტს და ჩვენ ამ ხედ­ვას მივ­ყვე­ბით. ესა თუ ის რე­ფორ­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის გა­ჯან­სა­ღე­ბას, გაძ­ლი­ე­რე­ბას და მით უმე­ტეს, იდე­ა­ში, ეს ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, და­გეგ­მი­ლია ამ სამ­სა­ხუ­რის გარ­დაქ­მნა, გა­ყო­ფა ორ სამ­სა­ხუ­რად და მისი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა, კი­დევ უფრო მეტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს, მეტი ტრანსფა­რენ­ტუ­ლო­ბა, მეტი უფ­ლე­ბე­ბი და ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ნა­წი­ლი ცალ­კე გა­მო­ი­ყო­ფა, ის არ უქ­მდე­ბა და ცალ­კე იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი, მეტი უფ­ლე­ბე­ბით.

„ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­და­სა­წყვე­ტი, ჩვე­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; ბუ­ნებ­რი­ვია, კა­ნონ­მდებ­ლე­ბი იმი­ტომ გვყავს და იმი­ტომ ვირ­ჩევთ, რომ მათ მუდ­მი­ვად იფიქ­რონ, იმ­სჯე­ლონ, იმუ­შა­ონ, თუ რო­გორ დახ­ვე­წონ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მო­ი­მარ­თონ კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად და ეფექ­ტუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რონ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ამა­ში არ­სე­ბობს მთა­ვა­რი აზრი და იდეა. რა არის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა - ქვე­ყა­ნას და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ემ­სა­ხუ­რონ ეფექ­ტი­ა­ნად. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლის, ანა­ლიზს უკე­თებს და ეს გამ­ყა­რე­ბუ­ლია სა­თა­ნა­დო არ­გუ­მენ­ტე­ბით, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ექ­სკლუ­ზი­უ­რი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის შეც­ვა­ლოს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ესა თუ ის ინ­სტი­ტუ­ტი, სამ­სა­ხუ­რი, რე­ფორ­მა მო­ახ­დი­ნოს. თუ ჩვენ ვი­ტყვით, რომ სტა­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა­ფერს ვე­ხე­ბით, ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მთა­ვარ იდე­ას და პრინ­ციპს. ეს არის ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი. სა­ხელ­მწი­ფო ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს, სი­ტუ­ა­ცია მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. დე­ტა­ლებ­ში არ მინ­და შე­ვი­დე, პარ­ლა­მენტს თა­ვი­სი გეგ­მა, გრა­ფი­კი და დღის წეს­რი­გი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბო­ლომ­დე პარ­ლა­მენ­ტი ცდი­ლობს, ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხი და­ხუ­როს, შემ­დეგ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არის არ­და­დე­გე­ბი, ვიდ­რე გა­იხ­სნე­ბა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია. ალ­ბათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, და­ვარ­ქვათ სიჩ­ქა­რე. თუმ­ცა, მე ამას სიჩ­ქა­რეს ვერ და­ვარ­ქმევ­დი.

მთა­ვა­რი კი­თხვა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში - რა­ი­მე უკა­ნო­ნოს აკე­თებს ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი? პა­სუ­ხი არის მარ­ტი­ვი - არა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბის, მუ­შა­ო­ბის რეგ­ლა­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მათ შო­რის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბას ამა თუ იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის, მა­შინ რა­ტომ არა? კი­თხვა რაში მდგო­მა­რე­ობს თუ მე­ო­რე მხა­რეს არ­გუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა ის, რა­ტომ არ მოხ­და ამის გან­ხილ­ვა ოპო­ზი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით და ა.შ, ვის აქვს ილუ­ზია, რომ ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში ამა თუ იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და "იმე­დის" ეთერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
1

კვალიფიციურია არა?! აბა თქვას ზეპირად ბარათაშვილის პოემა ბედი ქართლისა! 

მოქალაქე
4

ლონდა თოლორაია ადეიშვილის წიაღში გამოზრდილი კადრია. საერთოდ როგორ დანიშნეთ ამ თანამდებობაზე თავის დროზე. სწორედ ამის შედეგებს იმკით დღეს თოლორაიების, ლომჯარიების და ამნაერების სახით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ლონდა თოლორაიას შემიძლია საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, კვალიფიციური, გამოცდილი კადრია" - ღარიბაშვილი

"ლონდა თოლორაიას შემიძლია საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, კვალიფიციური, გამოცდილი კადრია" - ღარიბაშვილი

"შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, თუ ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილი ორი სამსახურის კონკურსში მონაწილეობას არ ისურვებს, მას ყველა კარი აქვს ღია.

"შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი. თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით. ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება - ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი.

მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში", - განაცხადა "იმედის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"