სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შემაშფოთებელია... ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი" - კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე
"ეს შემაშფოთებელია... ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი" - კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან გამ­ჭირ­ვა­ლე კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ეს შეხ­ვედ­რა იყო კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­თან და მის გუნდთან დი­ა­ლო­გის­თვის. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. მისი მო­ვა­ლე­ო­ბა ასე­ვე არის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლა, ეს არის რთუ­ლი, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო.

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის გა­რე­შე.

ეს არის გაშ­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ სამ­სა­ხუ­რი კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა აგ­ვიხ­სნა, მის­მა ოფის­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­კუ­თა­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­რად­გი­ნა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ასახ­სნე­ლი არის ის, რომ ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ი­ცავს დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში ამ­ჟა­მად და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

"ესე­ნი არი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აკე­თე­ბენ თა­ვი­ან საქ­მეს რამ­დე­ნი­მე წე­ლია ისე, რომ პარ­ლა­მენ­ტის­გან არ გა­მო­უწ­ვე­ვი­ათ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია ან კი­თხვე­ბი. რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი წა­რად­გენ­და მოხ­სე­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი ყო­ველ­წლი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, პარ­ლა­მენტს არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია, ან კი­თხვე­ბი. ასე რომ, რთუ­ლი ასახ­სნე­ლია, რა­ტომ არის სა­ჭი­რო ყვე­ლა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ სამ­სა­ხუ­რის, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბაა.

ასე რომ, უც­ნა­უ­რი პრო­ცე­სია ამ სა­კა­ნონ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის დაჩ­ქა­რე­ბა, რო­დე­საც არ არის მისი დაჩ­ქა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის არ არ­სე­ბო­ბა თა­ვად სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­თან და მის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, და­ა­პა­უ­ზოს პრო­ცე­სი, შე­ა­ნე­ლოს პრო­ცე­სი, არ არის მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში მისი დაჩ­ქა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

ამ პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა უნდა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­კლუ­ზი­უ­რი, გამ­ჭირ­ვა­ლე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გზით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან და გა­ნა­ვი­თა­როს მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად, რე­ა­ლუ­რად აუმ­ჯო­ბე­სებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია და ძლი­ე­რი თხოვ­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალხის აზრი
0

თოლორაიას არც კი ესმის, რომ მისმა გადაწყვეტილებამ პირველ რიგში ქვეყანა არ უნდა დააზარალოს.

სახელმწიფო
0

ერთი მიკერძოებული თოლორაიას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე.

ავტორი:

"ეს შემაშფოთებელია... ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი" - კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

"ეს შემაშფოთებელია... ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი" - კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

"შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭირვალე კონსულტაციის გარეშე" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო.

შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე.

ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ყველაზე რთული ასახსნელი არის ის, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამჟამად დასაქმებული პირები სამსახურიდან თავისუფლდებიან.

"ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც აკეთებენ თავიან საქმეს რამდენიმე წელია ისე, რომ პარლამენტისგან არ გამოუწვევიათ არანაირი პრეტენზია ან კითხვები. როდესაც სამსახური წარადგენდა მოხსენებებს საკუთარი ყოველწლიური საქმიანობის შესახებ, პარლამენტს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია, ან კითხვები. ასე რომ, რთული ასახსნელია, რატომ არის საჭირო ყველა კვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლება იმ სამსახურის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი უწყებაა.

ასე რომ, უცნაური პროცესია ამ საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარება, როდესაც არ არის მისი დაჩქარების საჭიროება, კონსულტაციების არ არსებობა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. პარლამენტის მიმართ თხოვნა იქნება, დააპაუზოს პროცესი, შეანელოს პროცესი, არ არის მიმდინარე კვირაში მისი დაჩქარების საჭიროება.

ამ პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს შესაბამისი ინკლუზიური, გამჭირვალე კონსულტაციების გზით დაინტერესებულ მხარეებთან და განავითაროს მიდგომა, რომელიც ნამდვილად, რეალურად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და ძლიერი თხოვნა,“ - განაცხადა ელჩმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"