პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს უწყება" - ნიკა მელია
"ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს უწყება" - ნიკა მელია

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა არის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ებ­რძვი­ან გან­სხვა­ვე­ბულ, კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­შიც კი" - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მე­ლი­ას თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არის ის უწყე­ბა, რო­მელ­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტია ჯერ კი­დევ ვერ აკონ­ტრო­ლებს.

"ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც მათ კონ­ტროლს მიღ­მა იყო და ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას ხომ არ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ ან ნარ­კო­ტიკს ხომ არ ჩა­უ­დებ­დნენ ჯი­ბე­ში? ამი­ტომ ად­გნენ და გა­ა­უქ­მეს ის უწყე­ბა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით იძი­ებს არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას.

მაქ­სი­მუმ 1 თვე­ში იგეგ­მე­ბო­და დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არა­მარ­ტო ჩვენს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, არა­მედ სტრას­ბურ­გშიც.

ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა. ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო და ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია, მხო­ლოდ ორია - ეს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი. სა­ხალ­ხო დამ­ცველს დრო­დად­რო და­პა­ტიმ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან და იმა­საც სა­უბ­რო­ბენ, რომ ნინო ლომ­ჯა­რი­ას ად­გი­ლას მათი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ დას­კვნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით, რო­მე­ლიც მათ სა­ჯა­როდ უნდა გა­მო­ე­დოთ და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვე­ში, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ სა­კი­თხზე ნა­თელს მოჰ­გვრის", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
0

საერთოდ რატომ დანიშნეს მაგ თანამდებობაზე, თუ ადეიშვილის კადრი იყო? უბრალო მოკვდავთ (როგორი განათლებაც არ უნდა ჰწონდეთ) თუ დანიშნავდნენ მსგავს პოზიციაზე?! 

იროდი
4

მართლა ასეთი უნიჭო ხარ? უწყებას არაფერი დამართნია, პირიქით, გაძლიერდება. რაც შეეხება ტოლორაიას, შესაძლოა მისმა ქმედებებმა დააჩქარა უწყების ლოგიკურად გაყოფის პროცესი მაგრამ ამას გადავიტანთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს უწყება" - ნიკა მელია

"ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს უწყება" - ნიკა მელია

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ებრძვიან განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

მელიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ის უწყება, რომელსაც მმართველი პარტია ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს.

"ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იძიებს არაადამიანურ მოპყრობას.

მაქსიმუმ 1 თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც იქნებოდა ძალიან ძლიერი მტკიცებულება არამარტო ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც.

ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და ის დემოკრატიული რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, მხოლოდ ორია - ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. სახალხო დამცველს დროდადრო დაპატიმრებით ემუქრებიან და იმასაც საუბრობენ, რომ ნინო ლომჯარიას ადგილას მათი გუნდის წარმომადგენელი უნდა იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებულია იმ დასკვნის გასაჯაროებით, რომელიც მათ საჯაროდ უნდა გამოედოთ დაახლოებით 1 თვეში, რაც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე ნათელს მოჰგვრის", - განაცხადა მელიამ.