ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომელიც ახლა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ" - გიორგი მარგველაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომელიც ახლა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ" - გიორგი მარგველაშვილი

"ჩემი პიროვნული შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ" - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის და მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე ადამიანებს მოუწოდებენ, თავს მოუფრთხილდნენ.

მისივე თქმით, ამ მოწოდებით შესაძლოა, შიმშილობის დამთავრების მოტივაცია შეიქმნას.

"კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ბუნებრივია, ტკივილისა, თუ დარდის თემაა, ეს არის შიმშილობის საკითხი, რომელიც ახლა "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიმდინარეობს. ჩემი პიროვნული შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომელიც ახლა შიმშილობენ. ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ თუ შესაძლებელია ვურჩიოთ მოშიმშილე ადამიანებს, რომ მოუფრთხილდნენ საკუთარ თავს და იქნებ ამ შიმშილობის დამთავრების მოტივაცია შეიქმნას. ეს ჩემი განწყობაც არის და ძალიან დარდობს პრეზიდენტი შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.