როგორც "ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ორივე ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 80-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 მშობელია, დანარჩენი - ბავშვი.
"რეანიმაციაში მოთავსებულია 16 პაციენტი. მათგან ორი ჩვილი 3 კვირაზე მეტია, რაც მმართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გარდა ამისა, რეანიმაციაში მკურნალობენ სხვა პაციენტებიც, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და რეანიმაციაში მკურნალობას საჭიროებენ“,- აღნიშნავს ჩხაიძე.