ავტორი:

როგორია "ომიკრონით“ ინფიცირებული 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

როგორია "ომიკრონით“ ინფიცირებული 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

"ომიკრონით“ ინფიცირებული 3 წლის ბავშვის და მისი მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, 3 წლის ბავშვთან კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.

"ბავშვს ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც რისკის ჯგუფში იყო. "ომიკრონის“ გამო არ არის მძიმედ, კორონავირუსული ინფექციის არცერთი მაჩვენებელი არ აქვს შეცვლილი, მსუბუქად მიმდინარეობს. ამ მხრივ არ არის საყურადღებო. ჩვენთან 22 დეკემბრის შემდეგ მკურნალობს. მისი ძირითადი დაავადება კლინიკაში მეთვალყურეობას საჭიროებს“,- აღნიშნა მაია ჩხაიძემ.