"2022 წელს, კოვიდ 19-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტები მძიმედ დაავადებული პაციენტების გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
”იმედიანად ვარ ახალი ანტივირუსული მედიკამენტების გამო, რომლებიც ბაზარზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გამოვა და რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის იმ პაციენტების გადარჩენის შანსებს, რომლებიც კოვიდ 19-ის მძიმე ფორმის გამო საავადმყოფოში ხვდებიან”, - აღნიშნა მან.
ამასთან, ჰანს კლუგემ ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი თაობის ვაქცინები უფრო ეფექტური იქნება ახლად წარმოშობილი შტამების წინააღმდეგ.
"მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახლანდელი ვაქცინები არის კოვიდ-19-ის ვაქცინების პირველი თაობა. მომავალი ვაქცინები იქნება ადაპტირებული ახალ ვარიანტებზე, რაც მათ უფრო ეფექტურს გახდის. ეს არ განსხვავდება რაც ხდება უკვე გრიპის ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლებიც გრიპის ახალ შტამებთან თითქმის ყოველწლიურადაა ადაპტირებული, ”- განმარტა ჰანს კლუგემ.