საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს" - საია-ს თავმჯდომარე
"ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს" - საია-ს თავმჯდომარე

"არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხე­ბი გა­და­წყდეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თა­ნაც დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­სე­სიო პე­რი­ო­დიც არ არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დერთ რა­ღა­ცას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­ხით ყელ­ში გა­ჩხე­რი­ლი ძვა­ლი დრო­ზე მო­ი­შო­როს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სი­მო­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც საია-ს თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია და უნდა შე­ჩერ­დეს.

"დღეს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­გუ­მენ­ტად აქვს, რომ თურ­მე 3-4 წლის წინ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ორი უწყე­ბის ერ­თად გა­და­კე­თე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას ითხოვ­და. მა­შინ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სე­ბი უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ, თუმ­ცა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, მერე თუ რო­მე­ლი­მე მო­სა­მარ­თლე არ მო­უ­ვათ თვალ­ში, ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­იხ­სე­ნებს და და­ი­წყებს უკუპ­რო­ცესს. დღეს კონ­ტექ­სტი და გა­რე­მო­ე­ბე­ბი მთლი­ა­ნად არის შეც­ვლი­ლი. ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ეს ორი ფუნ­ქცია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს ერ­თად უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, თით­ქოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ის, თუმ­ცა ეს არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი. ორი ფუნ­ქცია ერ­თად არ უნდა იყოს, მაგ­რამ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ამის გა­ყო­ფა­ზე ეს უნდა მოხ­დეს სწო­რად და არა ისე, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს. არა­ვის­თან გა­უვ­ლია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი დგამს ისეთ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მა­შინ­დე­ლი ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ სხვა კონ­ტექ­სტი იყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კონ­ტექსტს თა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის და ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის­თვის იყე­ნებს. ამ­დე­ნად, რო­დე­საც ინ­სტი­ტუ­ტის და­ყო­ფა­ზე ვსა­უბ­რობთ ამ კონ­ტექ­სტში ასე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უბ­რა­ლოდ არას­წო­რია. მე არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ასე­თი დო­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დეთ და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ვი­ხი­ლავ­დეთ, ეს უბ­რა­ლოდ არის სრუ­ლი უაზ­რო­ბა და სი­გი­ჟე, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს. 2017 წელს, რო­დე­საც ორი უწყე­ბა გა­ერ­თი­ან­და და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ბა­ზა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მა­შინ­დელ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს ვადა მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გა­უ­ხან­გრძლივ­და, ის არა­ვის გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­როს აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს, რო­მელ­საც 2025 წლამ­დე აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ვა­დას უმ­ცი­რებს. დღეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჩვენ ვსა­უბ­რობთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ინ­სპექ­ტორ­თან მი­მარ­თე­ბით ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცია არ უნდა ჰქონ­დეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

საია-ს თავ­მჯდო­მა­რის თქმით, თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორს ფუნ­ქცი­ე­ბი არ გა­ე­ზარ­და, ისე მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ გახ­ლე­ჩით სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. "წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ამას ერ­თა­დერ­თი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი არ გა­ეზ­რდე­ბა, არა­მედ მი­ვი­ღებთ ორ ორ­გა­ნოს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის­და­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ პირს და­ნიშ­ნავს. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხილ­ვა არის მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლი, უნდა შე­ჩერ­დეს! უნდა იყოს სა­ჯა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სფე­როს ექ­სპერ­ტებ­თან, მათ შო­რის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, მათი ჩარ­თუ­ლო­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა რომ მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხე­ბი გა­და­წყდეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თა­ნაც დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­სე­სიო პე­რი­ო­დიც არ არის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დერთ რა­ღა­ცას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­ხით ყელ­ში გა­ჩხე­რი­ლი ძვა­ლი დრო­ზე მო­ი­შო­როს”, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს" - საია-ს თავმჯდომარე

"ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს" - საია-ს თავმჯდომარე

"არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის. ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს" - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია და უნდა შეჩერდეს.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზეა საუბარი, ხელისუფლებას არგუმენტად აქვს, რომ თურმე 3-4 წლის წინ არასამთავრობო სექტორი ორი უწყების ერთად გადაკეთების პროცესის შეჩერებას ითხოვდა. მაშინ ჩვენ ხელისუფლებას იმასაც ვეუბნებოდით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები უნდა შეეჩერებინათ, თუმცა არ გაითვალისწინეს, მერე თუ რომელიმე მოსამართლე არ მოუვათ თვალში, ჩვენს რეკომენდაციებს გაიხსენებს და დაიწყებს უკუპროცესს. დღეს კონტექსტი და გარემოებები მთლიანად არის შეცვლილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ორი ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორს ერთად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, თითქოს დამოუკიდებლობა ექნება ამ ინსტიტუციის, თუმცა ეს არის სრული ტყუილი. ორი ფუნქცია ერთად არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ამის გაყოფაზე ეს უნდა მოხდეს სწორად და არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს. არავისთან გაუვლია კონსულტაციები და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაშინდელი ჩვენი რეკომენდაციები საერთოდ სხვა კონტექსტი იყო, ხელისუფლება ამ კონტექსტს თავის პოლიტიკური მიზნებისთვის და ინსტიტუციაზე თავდასხმისთვის იყენებს. ამდენად, როდესაც ინსტიტუტის დაყოფაზე ვსაუბრობთ ამ კონტექსტში ასე გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ არასწორია. მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციურ ცვლილებაზე ვსაუბრობდეთ და დაჩქარებული წესით ვიხილავდეთ, ეს უბრალოდ არის სრული უაზრობა და სიგიჟე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. 2017 წელს, როდესაც ორი უწყება გაერთიანდა და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინდელ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ვადა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გაუხანგრძლივდა, ის არავის გაუთავისუფლებია. თუმცა საპირისპიროს აკეთებს ხელისუფლება და სახელმწიფო ინსპექტორს, რომელსაც 2025 წლამდე აქვს უფლებამოსილება, ვადას უმცირებს. დღეს საგამოძიებო საკითხებში სახელმწიფო ინსპექტორს ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პროკურატურას ინსპექტორთან მიმართებით ზედამხედველობის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს და დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, თუ სახელმწიფო ინსპექტორს ფუნქციები არ გაეზარდა, ისე მის დამოუკიდებლობაზე მხოლოდ გახლეჩით საუბარი არ შეიძლება. "წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ერთადერთი შედეგი მოჰყვება, დამოუკიდებლობა კი არ გაეზრდება, არამედ მივიღებთ ორ ორგანოს, რომლის ხელმძღვანელადაც ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ პირს დანიშნავს. დაჩქარებული წესით ამ ყველაფრის განხილვა არის მიუღებელი და დაუშვებელი, უნდა შეჩერდეს! უნდა იყოს საჯარო კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი ჩართულობით. არ შეიძლება რომ მსგავსი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკითხები გადაწყდეს რამდენიმე დღეში, თანაც დასვენების პერიოდში, როდესაც სასესიო პერიოდიც არ არის, ეს ყველაფერი ერთადერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ყელში გაჩხერილი ძვალი დროზე მოიშოროს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.