სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინსპექტორის სამსახურს მოვუწოდებ, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუს-მა გასცა" - სააკაშვილი
"ინსპექტორის სამსახურს მოვუწოდებ, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუს-მა გასცა" - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­მო­ძი­ე­ბას ნდო­ბას უცხა­დებს და მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა, ვინც მის გა­უქ­მე­ბას აუ­წევს ხელს, არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მტე­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, რომ ამის შე­სა­ხებ ხმა ამო­ი­ღოს. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს მო­უ­წო­დებს, და­ხურ­ვამ­დე მო­ას­წრონ და გა­მო­აქ­ვეყ­ნონ წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი და ასე­ვე, მისი გლ­დან­ში გა­დაყ­ვა­ნის სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი.

„მე სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი თუკი არ­სე­ბობ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი. ამის შე­სა­ხებ გლ­დან­ში ძა­ლა­დო­ბით გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე, რომ ამ სამ­სა­ხურ­მა აღ­ძრა საქ­მე ჩემს მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე, მერე გა­ვი­გე, რომ ამ სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებს არ უშ­ვებ­დნენ ჩემ­თან.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემ­თან შე­მო­ვი­და 3 საკ­მა­ოდ უსი­ა­მოვ­ნო თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ არი­ან შიდა ინ­სპექ­ტო­რე­ბი და სცა­დეს ჩემი შე­მო­ხე­უ­ლი ტან­საც­მლი­სა და სხვა ნივთმტკი­ცე­ბე­ბის ამო­ღე­ბა. კი­დევ კარ­გი, რომ შუა სა­უ­ბარ­ში მივ­ხვდი, რომ ეს "ინ­სპექ­ტო­რე­ბი" არ იყ­ვნენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გავ­ყა­რე ეს სუ­ბი­ექ­ტე­ბი ჩემი პა­ლა­ტი­დან.

უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ჩა­რე­ვის შემ­დეგ, ჩემ­თან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და ექ­სპერ­ტი შე­მო­უშ­ვეს და ეს იყო პირ­ვე­ლი ორი ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც შე­მომ­ხვდა სის­ტე­მა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სვამ­და ზუსტ და პრო­ფე­სი­ულ კი­თხვებს, დე­ტა­ლუ­რად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, თუ რა და რო­გორ მოხ­და, ხოლო ექ­სპერ­ტმა ჩემს ტან­საც­მელ­სა და სხე­ულ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არც მე მქონ­და შემ­ჩნე­უ­ლი. ამის შემ­დეგ, რო­გორც გა­ვი­გე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა და­კი­თხა 150-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და შე­საძ­ლო მოწ­მე, მე­ო­რედ დამ­კი­თხეს მეც.

მე სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი ვინ იყო ლონ­და თო­ლო­რა­ია. მისი სა­ხე­ლი გა­ვი­გე მას შემ­დეგ, რაც მან ჩემს საქ­მე­ზე გა­ამ­ტყუ­ნა და და­ა­ჯა­რი­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და გა­ირ­კვა, რომ სა­დღაც ერთ თვე­ში უნდა და­ე­დოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა, ჰქონ­და თუ არა ჩემს წა­მე­ბას ად­გი­ლი. სწო­რედ ამ დას­კვნის ეში­ნია რე­ჟიმს, ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოს მიერ ჩემი წა­მე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­მო­იწ­ვევს ჩემს უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დრო­ე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბას.

მათ­თვის ამის არ­დაშ­ვე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კუ­ჭა­ვაც იმი­ტომ გა­და­ა­ყე­ნეს, რომ რა თქმა უნდა, წა­მო­ვა ზე­წო­ლა და­სავ­ლე­თი­დან და კუ­ჭა­ვა ამას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევ­და.

მე სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­მო­ძი­ე­ბას და მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა, ვინც მის გა­უქ­მე­ბას აუ­წევს ხელს, არის მტე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის, ვინც ბოლო ობი­ექ­ტურ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს ან­გრევს. მინ­დო­და სა­სა­მარ­თლო­ში დღეს მის­ვლა და ამის თქმა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მაგ­რამ მე მო­ვუ­წო­დებ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამო­ი­ღოს ხმა.

გარ­და ამი­სა, მო­ვუ­წო­დებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, მათ და­ხურ­ვამ­დე მო­ას­წრონ და გა­მო­აქ­ვეყ­ნონ წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი და ასე­ვე, ჩემი გლ­დან­ში გა­დაყ­ვა­ნის სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრძა­ნე­ბაც გას­ცა სუს­მა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა ბოლო მო­მენ­ტში მისი ამო­ღე­ბა მა­ინც შეძ­ლო. ეს ის ფი­რია, რომ­ლის ყვე­ლა­ზე "არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი" მო­მენ­ტე­ბი გა­უშ­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

მე მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს, აი­ღოს მა­გა­ლი­თი ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას­გან და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან და თუ აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის არ არი­ან მზად, აშ­კა­რა სიც­რუ­ე­ზე და სი­ყალ­ბე­ზე მა­ინც არ მო­ა­წე­რონ ხელი. სი­ტუ­ა­ცია მა­ინც სწრა­ფად შე­იც­ვლე­ბა და შე­ე­ცა­დეთ, თა­ვი­დან აი­რი­დოთ ის შარი, რო­მელ­შიც ყა­ჩაღ­თა ბან­და გხვევთ!-ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

სუს-ს მოვუწოდებ დაიწყოს თემურ ალასანიას მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმის შესწავლა და ამ სქემებში მათი დასმული პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა.

ალექს
0

ქათამაძე , რა ვქნათ ? გამოვაქვეყნოთ ბატონო !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ინსპექტორის სამსახურს მოვუწოდებ, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუს-მა გასცა" - სააკაშვილი

"ინსპექტორის სამსახურს მოვუწოდებ, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუს-მა გასცა" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას ნდობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ამის შესახებ ხმა ამოიღოს. სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, მისი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი.

„მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამის შესახებ გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ გავიგე, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მერე გავიგე, რომ ამ სამსახურის გამომძიებლებს არ უშვებდნენ ჩემთან.

ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში მივხვდი, რომ ეს "ინსპექტორები" არ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები და გავყარე ეს სუბიექტები ჩემი პალატიდან.

უცხოელი დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ჩემთან გამომძიებელი და ექსპერტი შემოუშვეს და ეს იყო პირველი ორი ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც შემომხვდა სისტემაში საქართველოში დაბრუნებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ. გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც.

მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა.

გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ.

მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ!-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.