ავტორი:

ავღანეთში ქალებს შორ მანძილზე მგზავრობა ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებათ

ავღანეთში ქალებს შორ მანძილზე მგზავრობა ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებათ

"თალიბანის“ გადაწყვეტილებით, ავღანეთში ქალებს შორ მანძილზე მგზავრობა ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებათ.

"ქალებს, რომლებსაც 72 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაადგილება სურთ, არ უნდა შესთავაზონ მგზავრობა, თუ მათ არ ახლავთ ოჯახის ახლო წევრი“, - განაცხადა ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესსპიკერმა აკიფ მუჰაჯირმა და დააკონკრეტა, რომ თანამგზავრი მამაკაცი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, აღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილებით, მძღოლებს ავტომობილებში მუსიკის ჩართვა, ქალებს კი ტრანსპორტში ჰიჯაბის გარეშე ჯდომა აეკრძალათ.

აგვისტოში "თალიბებმა“ ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. "თალიბანმა“ ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნები "თალიბანს“ ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათთან მომავალი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიცავენ ავღანეთში ადამიანის უფლებებს.