მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ადეკვატური არ არის, საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა" - ნიკოლოზ ყიფშიძე
"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ადეკვატური არ არის, საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"დი­ნა­მი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არ მი­დის. ვი­ტყო­დი, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ისე­ვე, რო­გორც წინა დღე­ებ­ში, მას აღე­ნიშ­ნე­ბა ნე­ი­რო­დე­ფი­ცი­ტი" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ, გო­რის სამ­ხედ­რო ჰის­პი­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ყიფ­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხვალ და­გეგ­მილ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წას­ვლას ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მან ამის გა­კე­თე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა. ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი რჩე­ვის შემ­დეგ მი­ი­ღო. ყიფ­ში­ძემ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უცხო­ელ მე­დი­კო­სებს ელო­დე­ბი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი შემ­დეგ კვი­რას ჩა­მოვ­ლენ.

"მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექი­მებს შო­რის დის­კომ­ფორ­ტი წარ­მო­იშ­ვა. მე და ბა­ტონ ოთარ თო­ი­ძეს გვსურს, რომ აღ­ვუდ­გი­ნოთ ის წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აღარ იღებს, მაგ­რამ, სა­უ­ბე­დუ­როდ, გო­რის ჰოს­პი­ტა­ლის ექი­მი უარ­ზეა. პრე­პა­რა­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას არ და­ვა­კონ­კრე­ტებ. ვთხოვ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რომ გა­მო­აგ­ზავ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია, რად­გან მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეც­ვლა, ჩვენ ამის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. აქ სუფ­თა სა­მე­დი­ცი­ნო არ­გუ­მენ­ტე­ბია, არ მგო­ნია, რომ ეს გან­სა­ხილ­ვე­ლი იყოს. ვე­ლო­დე­ბით უცხო­ელ ექი­მებს, რად­გან ვფიქ­რობ, რომ რაც მალე ჩა­მოვ­ლენ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. მე არ მაქვს კარ­გი პროგ­ნო­ზი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ უნდა დავ­ტო­ვოთ. ჩემი აზ­რით, მკურ­ნა­ლო­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის. სა­ჭი­როა ხა­რის­ხი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და დი­აგ­ნოს­ტი­კა. გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი მშვე­ნი­ე­რი სა­ა­ვად­მყო­ფოა - არა­ფერს ვერ­ჩი, პი­რი­ქით, აქ ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი მუ­შა­ობს, მაგ­რამ აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ასე­თი ავად­მყო­ფის­თვის, აქ არ არ­სე­ბობს. სა­უ­ბა­რი მაქვს MRT-ზე, რო­მე­ლიც ნევ­რო­ლო­გე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო, რათა ნა­ხონ, რა­შია საქ­მე, რის შემ­დე­გაც, შე­საძ­ლოა მკურ­ნა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოშრევან კუჭუხიძე(ვი)
0

მკურნალობა რომ წარმატებული იყოს, უნდა იცოდე, თუ რას მკურნალობ. თუ არ გინდა, რომ დიაგნოზი გაბაზრდეს, მაშინ არასწორ მკურნალობას ნიშნავ - დიაგნოზი კი დაიმალება, მაგრამ პაციენტის ეშველება. ასეა ამათი (ყიფშიძის, თოიძის, ჯიშკარიანის) საქმე - არ უნდათ, რომ დიაგნოზი (ბიპოლარული აშლილობა) გააბაზრონ, ცდილობენ, რომ ყველა სიმპტომი, რაც Saakoff-ს აღენიშნება, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD) მიაწერონ, მაგ "სოუსით", ვითომ საქართველოში ამის მკურნალობა არ ვიცით, ცდილობენ "ვოლიზე" გამოიყვანონა და საზღვარგარეთ წაიყვანონ. აი ეს არის მაგათი ვირეშმაკული გეგმა. 

ამ დროს ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა "გადაღეჭილია" - ერთნაირია როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში. ხალხნო, ამ შარლატანებს და მიშმაკუნებს თავი არ მოატყუებინოთ! ამ ეტაპზე, თუ ახლავე დაიწყო, Saakoff-ის მკურნალობას სულ ერთი თვე დასჭირდება.

saqartvelos rigiti moqalaqe
0

შე ნამუსგარეცხილო არაკაცო შენა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ადეკვატური არ არის, საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ადეკვატური არ არის, საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი. ისევე, როგორც წინა დღეებში, მას აღენიშნება ნეიროდეფიციტი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გორის სამხედრო ჰისპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე წასვლას ფიქრობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ამის გაკეთება გადაიფიქრა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მისი რჩევის შემდეგ მიიღო. ყიფშიძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უცხოელ მედიკოსებს ელოდებიან. სავარაუდოდ, ისინი შემდეგ კვირას ჩამოვლენ.

"მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა. პრეპარატების დასახელებას არ დავაკონკრეტებ. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს. ველოდებით უცხოელ ექიმებს, რადგან ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესი იქნება. მე არ მაქვს კარგი პროგნოზი და ეს ყველაფერი ასე არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა. გორის ჰოსპიტალი მშვენიერი საავადმყოფოა - არაფერს ვერჩი, პირიქით, აქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს. საუბარი მაქვს MRT-ზე, რომელიც ნევროლოგებისთვის არის საჭირო, რათა ნახონ, რაშია საქმე, რის შემდეგაც, შესაძლოა მკურნალობა შეიცვალოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.