ავტორი:

ტოვებს თუ არა "მთავარ არხს" გიორგი გაბუნია?

ტოვებს თუ არა "მთავარ არხს" გიორგი გაბუნია?

"მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გუშინ, გადაცემის დასასრულს, მაყურებელს ასე დაემშვიდობა - "ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით", რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ის არხს ტოვებს. თუმცა მოგვიანებით არხის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა.

"შევღონდი პირად მესიჯებზე პასუხის გაცემით. გიორგი გაბუნია არათუ არ მიდის მთავარი არხიდან, თანამდებობრივად წინაურდება. მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ მთავარი არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას," - დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე" .