პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. მედიის ცნობით, რობიტაშვილი თბილისში ყრილობას ესწრებოდა, დედოფლისწყაროში დაბრუნებისას კი მას 4 ნიღბიანი დაესხა თავს და სცემა.
პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს.
როგორც თავად გოგიტა რობიტაშვილი "ფორმულასთან" ამბობს, თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ. პოლიტიკოსი ძარცვას გამორიცხავს.