საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება - სწორედ ეს არ აპატიეს" - ალექსანდრე ბარამიძე
"ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება - სწორედ ეს არ აპატიეს" - ალექსანდრე ბარამიძე

"ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ საქ­მით და­ამ­ტკი­ცა, რომ მას შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფთ ეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნოთ. სწო­რედ ეს არ აპა­ტი­ეს. სწო­რედ იმი­ტომ ანად­გუ­რე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ინ­სტი­ტუტს, რომ პი­რა­დად ლონ­დას გა­უს­წო­რონ ან­გა­რი­ში"- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც ბა­რა­მი­ძე აღ­ნიშ­ნავს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დნენ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ იმის­თვის, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი შექ­მნი­ლი­ყო. ცხა­დია, რომ მას ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავ­და ე.წ. ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­ლი­ბე­რა­ლურ ნა­წილ­ში (მა­შინ ჯერ არ­სე­ბობ­და ლი­ბე­რა­ლუ­რი ნა­წი­ლიც). ბო­ლოს მა­ინც გა­ი­მარ­ჯვა ამ იდე­ამ. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც იმ პი­რო­ბით, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა ინ­სპექ­ტო­რის ინ­სტი­ტუტს შე­ერ­თე­ბო­და, რაც არ იყო მთლად სწო­რი იდეა, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნა იმ­დე­ნად სა­შუ­რი საქ­მე იყო, რომ ეს უც­ნა­უ­რო­ბა დი­დად საქ­მეს ვერ გა­ა­ფუ­ჭებ­და.

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ამ ახალ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ინ­სტი­ტუტს უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და ლონ­და თო­ლო­რა­ია - ერთ-ერთი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა­გა­ნი, ვი­საც კი ვიც­ნობ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

კი­დევ უფრო მო­ხა­რუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც ლონ­დამ საქ­მით და­ამ­ტკი­ცა, რომ მას შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფთ ეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნოთ. სწო­რედ ეს არ აპა­ტი­ეს. სწო­რედ იმი­ტომ ანად­გუ­რე­ბენ ამ ინ­სტი­ტუტს, რომ პი­რა­დად ლონ­დას გა­უს­წო­რონ ან­გა­რი­ში. ეს ცხად­ზე უცხა­დე­სია. კი ცდი­ლო­ბენ ახ­სნან, რომ ორი სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ერთ ინ­სტი­ტუ­ტში არ უნდა იყო­სო, ამას ენ­ჯი­ო­ე­ბიც ამ­ბობ­დნე­ნო, მაგ­რამ აქ სუ­ლე­ლი არა­ვი­ნაა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ახლა ლონ­და და მისი აპა­რა­ტი გა­უშ­ვან, თო­რემ მერე "შეც­დო­მას" აღარ და­უშ­ვე­ბენ და გა­ყო­ფილ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ორი­ვე­გან ისეთ "სან­დო" კად­რებს და­ნიშ­ნა­ვენ, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. "ოც­ნე­ბამ" კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ მის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი არა­ფე­რია. და რაც ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ამას აკე­თე­ბენ ისევ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით - 2-3 დღე­ში, და ისევ ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში, რო­დე­საც ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს“, - წერს ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბა იგეგ­მე­ბა და ნაც­ვლად სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ მომ­ზად­და, ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის და პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს ხვალ წა­რედ­გი­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანუკა
0

არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული უწყება, რომელმაც ის ვერ მოახერხა რომ საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინა და მოსახლეობას ნათელი სურათი ქონოდა თუ რას აკეთებენ საერთოდ, თუ რამეს აკეთებდნენ.თავისივე გასწორებულ კამერების რაკურსებზე ჯარიმა გამომიწერეს ,არაპროფესიონალი უმაქნისები რომ ყავდათ უწყებაში იმიტომ. 

ედიკა
0

ძაან კი შინებიათ მაგისი, ძმოოო, ამ ხელისუფლებასა, გაიგულეს თუარა ჰე! ჰეყე-ჰეყე, რით დააშინა კაცო ასეეე? თავისი სიმართლითაა? ისე მაგ სიმართლით იააარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება - სწორედ ეს არ აპატიეს" - ალექსანდრე ბარამიძე

"ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება - სწორედ ეს არ აპატიეს" - ალექსანდრე ბარამიძე

"ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფთ ეს შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. სწორედ ეს არ აპატიეს. სწორედ იმიტომ ანადგურებენ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს, რომ პირადად ლონდას გაუსწორონ ანგარიში"- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ დასავლელი პარტნიორები.

იუსტიციის სამინისტროში ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი შექმნილიყო. ცხადია, რომ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში და "ქართული ოცნების“ ანტილიბერალურ ნაწილში (მაშინ ჯერ არსებობდა ლიბერალური ნაწილიც). ბოლოს მაინც გაიმარჯვა ამ იდეამ. თუმცა, რატომღაც იმ პირობით, რომ ეს ინსტიტუტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ინსტიტუტს შეერთებოდა, რაც არ იყო მთლად სწორი იდეა, მაგრამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იმდენად საშური საქმე იყო, რომ ეს უცნაურობა დიდად საქმეს ვერ გააფუჭებდა.

ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ამ ახალ გაერთიანებულ ინსტიტუტს უხელმძღვანელებდა ლონდა თოლორაია - ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთაგანი, ვისაც კი ვიცნობდი პროკურატურაში.

კიდევ უფრო მოხარული დავრჩი, როდესაც ლონდამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფთ ეს შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. სწორედ ეს არ აპატიეს. სწორედ იმიტომ ანადგურებენ ამ ინსტიტუტს, რომ პირადად ლონდას გაუსწორონ ანგარიში. ეს ცხადზე უცხადესია. კი ცდილობენ ახსნან, რომ ორი სხვადასხვა ფუნქცია ერთ ინსტიტუტში არ უნდა იყოსო, ამას ენჯიოებიც ამბობდნენო, მაგრამ აქ სულელი არავინაა. მთავარი ის არის, რომ ახლა ლონდა და მისი აპარატი გაუშვან, თორემ მერე "შეცდომას" აღარ დაუშვებენ და გაყოფილ ინსტიტუტებში ორივეგან ისეთ "სანდო" კადრებს დანიშნავენ, რომელთაგან მხოლოდ უსიტყვო მორჩილებას მიიღებენ. "ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის აკრძალული არაფერია. და რაც ასევე აღსანიშნავია, ამას აკეთებენ ისევ დაჩქარებული წესით - 2-3 დღეში, და ისევ ახალი წლის წინა დღეებში, როდესაც ჩვენი ფიქრები საახალწლო სუფრის ირგვლივ ტრიალებს“, - წერს ალექსანდრე ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.