მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო
"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო

"უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვართ. ის სა­კი­თხი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან, სულ მცი­რე, მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ უმაღ­ლეს რანგზე და­ა­ყე­ნა - მათ შო­რის სა­მიტ­ზე ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და" - ამის შე­სა­ხებ რა­დას დე­პუ­ტატ­მა, ლიზა იას­კომ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

იას­კო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა და ამ სა­კი­თხით აღ­შფო­თე­ბა უფრო და უფრო იმა­ტებს.

"უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ყვე­ლა­ფე­რი იცის და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს - მათ შო­რის უნდა იყოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მე­ბის დაშ­ვე­ბა და მისი გა­დაყ­ვა­ნა უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში. რო­გორც ვიცი, არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რად­გან მათ იცი­ან, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ის საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახ­ლაც ემუქ­რე­ბა, არ აღ­მო­ფხვრი­ლა.

კვლავ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ვხე­დავთ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, სი­სუს­ტე და სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ იც­ვლე­ბა. ეს კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია და სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა, რათა მისი სი­ცო­ცხლე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ეს ძა­ლი­ან აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე­საც ვე­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც დღე­საც აქ იმ­ყო­ფე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სა­ა­კაშ­ვილს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით არა­ფე­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იას­კომ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­წუ­ხე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს გა­უქ­მე­ბა ემუქ­რე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ლიკ­ვი­დი­რე­ბა სურთ, რად­გან სწო­რედ ამ ინ­სტი­ტუტს აქვს მისი წა­მე­ბი­სა და მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი. სა­ში­ნე­ლია ის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ, მაგ­რამ ასე­ვე სხვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც არ­სე­ბობს. რად­გა­ნაც სი­მარ­თლეს ბო­ლომ­დე არ გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლოა, რომ უბ­რა­ლოდ ამ ინ­სტი­ტუ­ტის ლიკ­ვი­დი­რე­ბა სურთ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ელო­დე­ბა ხვა­ლინ­დელ შეხ­ვედ­რას ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ სა­უ­ბარს რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გიც მოჰ­ყვე­ბა. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლას, ვინც დი­ა­ლოგ­ზე მი­დის და მხო­ლოდ ზი­ზღით არ სა­უბ­რობს. ეს ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ლიზა იას­კომ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea es
0

მოსკალების ენაზე რომ არ საუბრობს ეს უყვე კარგია, თანაც ინტერვიუს დროს., რომ ილაპარაკონ რუსულ ენაზე. რუსეთმაც უნდა გამოიჩინოს სხვისი ენებისადმი სიყვარული და არა ძალმომრეობა პრინციპით ბევრი ვართ და მოგერევით და ჩვენ არ განვითარდებით და არც თქვენ მოქცემთ განვითარების საშვალებას.

#screwmisha
4

შვილო, ლიზა, ქართული შენ არ იცი, "მოსკალების" ენაზე საუბარს შენ არ კადრულობ, სამამამთილომ სომხური ჯერ ვერ გასწავლა, ამიტომ უკრაინულად გეტყვი:

Бачили очі, що купували - їжте, хоч повилазьте!

(ქართული შეტყვისი: ეს დასაწვავი თვალები ნეტავ სადა მქონდა?)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო

"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო

"უკრაინაში ძალიან აღშფოთებული ვართ. ის საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება ან, სულ მცირე, მკურნალობა ესაჭიროება, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა - მათ შორის სამიტზე ბრიუსელში, სადაც უამრავი ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა" - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

იასკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ საკითხით აღშფოთება უფრო და უფრო იმატებს.

"უკრაინელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვლადიმირ ზელენსკიმ ყველაფერი იცის და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ნაბიჯებს გადადგამს - მათ შორის უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების დაშვება და მისი გადაყვანა უცხოურ კლინიკაში. როგორც ვიცი, არაერთმა ქვეყანამ სამედიცინო დახმარებაც შემოგვთავაზა, რადგან მათ იციან, რომ, სამწუხაროდ, ის საფრთხეები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახლაც ემუქრება, არ აღმოფხვრილა.

კვლავ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. ვხედავთ, რომ გადაადგილების კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა, სისუსტე და სხვა კრიტერიუმები არ იცვლება. ეს კომპლექსური პრობლემებია და საჭიროა მკურნალობა, რათა მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ეს ძალიან აღმაშფოთებელია და ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძესაც ვესაუბრე, რომელიც დღესაც აქ იმყოფება. საქართველოს მხრიდან სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით არაფერი ხორციელდება“, - განაცხადა იასკომ.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაუქმება ემუქრება.

"სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, რადგან სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები. საშინელია ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ასევე სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. რადგანაც სიმართლეს ბოლომდე არ გვეუბნებიან, ვფიქრობ, შესაძლოა, რომ უბრალოდ ამ ინსტიტუტის ლიკვიდირება სურთ.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ელოდება ხვალინდელ შეხვედრას ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ვიმედოვნებთ, რომ ამ საუბარს რაღაც პოლიტიკური შედეგიც მოჰყვება. დიდი პატივისცემა ყველას, ვინც დიალოგზე მიდის და მხოლოდ ზიზღით არ საუბრობს. ეს ძალიან მისასალმებელია“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.