ავტორი:

"დედობამ შემცვალა როგორც ადამიანი, მომღერალი, არტისტი... ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა" - სოფო ნიჟარაძე

"დედობამ შემცვალა როგორც ადამიანი, მომღერალი, არტისტი...  ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა" - სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ტელეეკრანს უბრუნდება. ის, ასევე, აპირებს, აქტიურად ჩაერთოს კარიერულ ცხოვრებში და როგორ დაანონსა, უახლოეს მომავალში სოლო კონცერტსაც გამართავს. "მთავარ არხზე", მარინა ბერიძის გადაცემაში მომღერალმა შვილზე, ელის მარიაზე ისაუბრა. როგორც სოფო ამბობს, დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

"ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები, უცბად დედა გავხდი, დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფრით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი, რა თქმა უნდა დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა, ალბათ აუხსნელია ზუსტად სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ "მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში“ საუბრის დროს.