სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფო­თის ყო­ფილ მერს, ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას ზუგ­დი­დის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის გაფ­ლან­გვას ეხე­ბა.

სა­სამ­რთლო პრო­ცე­სი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შალ­ვა ბი­ჭი­ამ წუ­ხელ გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფო­თის ყო­ფი­ლი მე­რის, ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას ად­ვო­კატ­მა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, ორ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის შემ­დეგ, ზუგ­დი­დის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კი­სათ­ვის გა­უ­გო­ნა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ად­ვო­კა­ტი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.

"ორ­წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის შემ­დეგ, ზუგ­დი­დის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კი­სათ­ვის გა­უ­გო­ნა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ უკვე დავ­რწმუნ­დით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან მი­ი­ღო პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დროს ჩვენ მას გა­ვუ­უქ­მეთ მისი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც მან და­ა­ყა­და­ღა უკა­ნო­ნოდ ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას ძმის ვახ­ტან კა­კუ­ლი­ას წილი და ქო­ნე­ბა. ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მისი ეს ყა­და­ღის უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ გა­ვა­უქ­მეთ.

სა­ქარ­თვე­ლოს და არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, ალ­ბათ მსოფ­ლი­ოს სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს ვგუ­ლის­ხმობ, არ არ­სე­ბობს პი­როვ­ნე­ბა ქრთამ­ზე და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ მხო­ლოდ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით. ეს არის გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი. რო­გორც საქ­მე­ში არის, ამ­ბო­ბენ, რომ მე მალ­თაყ­ვის ტყე­ში პარ­კით გა­და­ვე­ცი ფული ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას 30 ათა­სი ლარი და ეს ჩვე­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იყოს პი­როვ­ნე­ბის ქრთა­მის აღე­ბა­ში და­სა­და­ნა­შა­უ­ლებ­ლად და რვა წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის მი­სას­ჯე­ლად, ეს არის გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას აზრი ეკარ­გე­ბა. ჩვენ ამას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და მო­სა­მარ­თლის უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­უქ­მებთ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ფო­თის ყო­ფი­ლი მერი ირაკ­ლი კა­კუ­ლია და მას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე პირი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა 2019 წლის 8 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე
0

კიდევ სხვა საქმეებზეც უნდა იყოს გასამართლებული, ისეთი საძიზრრობები აქვს ჩადენილი და მავნებლური გაფლანგვები.

დიმა
2

ბესელიას კადრი იყო და გაიმეტეს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

სასამრთლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ წუხელ გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

"ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მან მიიღო პირადი შურისძიების მოტივით, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს ჩვენ მას გავუუქმეთ მისი უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მან დააყადაღა უკანონოდ ირაკლი კაკულიას ძმის ვახტან კაკულიას წილი და ქონება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ეს ყადაღის უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ გავაუქმეთ.

საქართველოს და არამარტო საქართველოს, ალბათ მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებს ვგულისხმობ, არ არსებობს პიროვნება ქრთამზე დაადანაშაულონ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი. როგორც საქმეში არის, ამბობენ, რომ მე მალთაყვის ტყეში პარკით გადავეცი ფული ირაკლი კაკულიას 30 ათასი ლარი და ეს ჩვენება საკმარისი იყოს პიროვნების ქრთამის აღებაში დასადანაშაულებლად და რვა წლიანი პატიმრობის მისასჯელად, ეს არის გაუგონარი ფაქტი. მაშინ საქართველოში საერთოდ საადვოკატო საქმიანობას აზრი ეკარგება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.