საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემმა თანამშრომლებმა "წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ" - რას წერს ლონდა თოლორაია?
"მე და ჩემმა თანამშრომლებმა "წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ" - რას წერს ლონდა თოლორაია?

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია აცხა­დებს, რომ მის­თვის უც­ნო­ბი იყო, რომ პარ­ლა­მენ­ტში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის"გა­უქ­მე­ბის” შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა მოხ­და. რო­გორც თო­ლო­რა­ია აცხა­დებს, მას იმე­დი აქვს, ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა.

"დღეს, "წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სი­ურპრი­ზად”, მე და ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­დან" გა­ვი­გეთ, რომ 2021 წლის 22 დე­კემ­ბერს, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად, და­ჩა­რე­ბუ­ლი წე­სით, და­ი­ნი­ცირ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის "გა­უქ­მე­ბის" შე­სა­ხებ.

ეს მა­შინ, როცა 2021 წლის 9 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ვცდი­ლობ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სამ­სა­ხუ­რის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­ი­ნი­ცი­რე­ბა­ზე (ამ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან არც ერთი სი­ტყვა თქმუ­ლა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე). შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­შინ (24 დე­კემ­ბერს) გა­ვაგ­ზავ­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

რა თქმა უნდა, კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში, კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­ი­ნი­ცი­რე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვის გა­რე­შე. იმე­დი მაქვს, ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა!

მა­შინ, როცა გა­ვეც­ნო­ბი კა­ნონპ­რო­ექტს და მექ­ნე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ვა­კე­თებ უფრო დე­ტა­ლურ კო­მენ­ტარს.

მა­ნამ­დე კი, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბო, ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით ნა­კარ­ნა­ხე­ვი“, - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" თო­ლო­რა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა. მის ნაც­ვლად სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ მომ­ზად­და, ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის და პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
16

ადრე მისახედები იყავით უფრო 

დუმა
3

ღუმელში შემწვარი გოჭი არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის, საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენებაა მაგრამ.სუფრაზე აღარ იქნებაო ესე ამბობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მე და ჩემმა თანამშრომლებმა "წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ" - რას წერს ლონდა თოლორაია?

"მე და ჩემმა თანამშრომლებმა "წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ" - რას წერს ლონდა თოლორაია?

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის"გაუქმების” შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. როგორც თოლორაია აცხადებს, მას იმედი აქვს, ეს პროცესი შეჩერდება.

"დღეს, "წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, "ინტერპრესნიუსიდან" გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს "ფეისბუქში" თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.