ავტორი:

"ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე..." - ვანდალიზმის ფაქტები საახალწლო სოფელში, კალაძე ვიდეოკადრებს ავრცელებს

"ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე..." - ვანდალიზმის ფაქტები საახალწლო სოფელში, კალაძე ვიდეოკადრებს ავრცელებს

ახლადგახსნილ საახალწლო სოფელში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. კადრებს თბილისის მერი კახა კალაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დამტვრეული და დაზიანებულია საახალწლო სოფლის რუკა განათებებით.

"მაშინ როცა საახალწლოდ მორთული თბილისი ახარებს ჩვენს პატარებს, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ საქართველოს ულამაზესი დედაქალაქის ქუჩებს და ჩვენც სიამაყით გვევსება გული, ისევ ვაწყდებით ვანდალიზმის ამაზრზენ ფაქტებს.

ვფიქრობ, ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ ყველამ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე. რამდენად მძიმე და გულსატკენია, როდესაც ასე ანადგურებენ იმას, რაც ჩვენი შვილებისთვის, თბილისელებისთვის, სტუმრებისთვის სიყვარულით გაკეთდა.

დამტვრეული და დაზიანებულია საახალწლო სოფლის რუკა განათებებით. ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, თუმცა პრობლემა გაცილებით დიდი და ღრმაა. ჩვენი წლევანდელი საახალწლო სურვილი "მეტი სიყვარულია"- ერთმანეთის, ქალაქის, საქმის მიმართ" - წერს კალაძე ვიდეოკადრების კომენტირებისას.