ავტორი:

კოვიდრეგულაციები ღამის კლუბებში - ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში კლუბები დახურულია

კოვიდრეგულაციები ღამის კლუბებში - ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში კლუბები დახურულია

„ომიკრონის“ ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, ევროპის კონტინენტის სულ უფრო მეტ სახელმწიფოში მკაცრდება კოვიდრეგულაციები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პირველ რიგში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და გასართობ დაწესებულებებს ეხება, მათ შორის ღამის კლუბებს. კოვიდრეგულაციები ღამის კლუბების მიმართ განსაკუთრებით ევროკავშირის სახელმწიფოებში დეკემბრის თვეში, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატების გამო გამკაცრდა.

ამჟამად, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ღამის კლუბები დახურულია ან ნაწილობრივ აქვთ მუშაობა შეზღუდული: ჩრდილოეთ ირლანდიაში ქვეყნის მთავრობა ღამის კლუბების საღამოს 6 საათიდან დახურვის გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 26 დეკემბრიდან აამოქმედებს. ასევე, კვების ობიექტებზე მომსახურება ძალაში იქნება, თუმცა იკრძალება ცეკვა.

საფრანგეთში: ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე თვის 10 დეკემბერს მიიღეს. ცნობილია, რომ დახურვის გადაწყვეტილება 1 თვით ამოქმედდება და საახალწლო პერიოდსაც მოიცავს. გერმანიაში: ღამის კლუბები ახლად ფორმირებული მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაიკეტა.

მანამდე კი დიდ ქალაქებში მდებარე მსგავსი დაწესებულებები ფუნქციონირებდა, თუმცა ადგილზე მყოფებს ცეკვა ეკრძალებოდათ. ბელგიაში: ღამის კლუბები მას შემდეგ დაიხურა, რაც ომიკრონის შტამი დაფიქსირდა ქვეყანაში. ღამის კლუბები ასევე სრულად დაკეტილია შემდეგ ქვეყნებში: იტალიაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, პორტუგალიასა და პოლონეთში. მუშაობა ღამის კლუბებს ნაწილობრივ აქვთ შეზღუდული: დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.

R