პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება
რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ბიზ­ნეს­სექ­ტორს ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე პა­კეტს სთა­ვა­ზო­ბენ. ხმა­ლა­ძის თქმით, მათ შო­რის არის 800-ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტი, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც მთე­ლი წელი უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ პარ­კი­რე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის ფასი 1 ლა­რია, წლი­უ­რი 50 ლარი ღირს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

"პარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტა­რი­ფებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის. ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა ისევ 1 ლა­რია. წლი­უ­რი სა­ა­ბო­ნენ­ტო კი 50 ლარი. ჩვენ სი­ახ­ლის სა­ხით შევ­თა­ვა­ზეთ ბიზ­ნეს­სექ­ტორს, მათი მხრი­დან იყო მო­საზ­რე­ბა, რომ თუ კომ­პა­ნია გა­და­იხ­დი­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე 800 ლარს, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რი ყო­ფი­ლი­ყო მთე­ლი წელი უფა­სო.

შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე პა­კე­ტი წარ­ვად­გი­ნეთ საკ­რე­ბუ­ლო­ში. ეს არის ერ­თთვი­ა­ნი, ერ­თწ­ლი­ა­ნი, 6 თვი­ა­ნი და 1 დღი­ა­ნი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ, რომ ისაგ­რებ­ლონ მსურ­ვე­ლებ­მა. ეს არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბა, ობ­ცია და ფა­სე­ბი, რო­მე­ლიც დღემ­დე მოქ­მე­დებ­და, ისევ ისე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი ობ­ცი­ის სა­ხით არის შე­მო­ტა­ნი­ლი წლი­უ­რი, 6 თვი­ა­ნი და 1 დღი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლი­ათ, რომ შე­ი­ძი­ნონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ბიზ­ნე­სექ­ტორ­მა, ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამის სურ­ვი­ლი აქვთ",- აღ­ნიშ­ნავს ხმა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აოიეეეეეე
2

ვაიმეეეეეეე კომპანიებმა ამათ რომ ერთ მანქანაზე 800 ლარი უხადონ , აბა დათვალეთ მაგ: GWP ან ,თბილისი ენერჯიმ" ან "თელმიკომ" რამდენი უნდა გადაუხადოს თვეში სახელმწიფოს პარკირებაში? გაგიჟდება ადამიანი რას გაუზრდიან თანამშრომლებს ხელფასს სახელმწიფო ყვლეფსსსსსსსს

ევა
1

მერიამ, იდეებ რა ვუყოო? ცოტა სხვა კალაპოტში რომ გადაისროლოთ ფიქრი და მართლა საქმით დაკავდეთ, არ გინდათ? სად არის მრავალდონიანი პარკინგი? სად არის ზონალური პარკირების სიკეთე? იმოქმედა თქვენმა იდეებმა საგზაო მოძრაობის განტვირთვაზე? გაარემონტეთ მეტროსადგური "გოცირიძე"? და სხვა მეტროსადგურის ჩამონგრეული ჭერი? ვაკეში მუშაობს სვეტსკი ურნები? ხდება ნარჩენების სეპარირება? გაამართლა ტაქსების რეფორმამ? - არა! ჰოდა, მოეშვით მოსახლეობის ხარჯზე ჰაერში ფულის კეთებას და მიხედეთ ქალაქს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ. ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს, ამ მიმართულებით კი ცვლილებები არ იგეგმება.

"პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო.

შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ",- აღნიშნავს ხმალაძე.