სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - "ნაცმოძრაობის" ოფისთან მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს
"რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - "ნაცმოძრაობის" ოფისთან მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ბაჩო დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, მედ­პუნ­ქტია გახ­სნი­ლი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მო­რი­გე­ობს.

რო­გორც ბაჩო დო­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რამ­დე­ნი­მე მო­შიმ­ში­ლეს მცი­რე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

მი­სი­ვე თქმით, შიმ­ში­ლის აქ­ცი­ას გუ­შინ რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, რამ­დე­ნი­მეს უარი უთხრეს შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბა­ზე, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ უწყობ­დათ ხელს.

"ყვე­ლა ძა­ლი­ან მხნედ გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ყო­ველ დი­ლით გა­დი­ან შე­მოწ­მე­ბას მედ­პუნ­ქტში, რო­მე­ლიც აქ გა­იხ­სნა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­რი­გე­ობს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, რომ­ლის პერ­სო­ნალ­საც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, აქ არი­ან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, რომ თი­თო­ე­ულ მო­შიმ­ში­ლეს, რო­მე­ლიც ამ უკი­დუ­რე­სი მძი­მე ფორ­მით გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა კონ­ტროლ­ზე გვყავს აყ­ვა­ნი­ლი. შემ­თხვე­ვა იყო, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უკან გა­ვაბ­რუ­ნეთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ უწყობ­და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს იმას, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტი“, - აღ­ნიშ­ნავს დო­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­თან ამ­ჟა­მად 12 კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი და 300-მდე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbiliseli
0

მანდ ბევრი მოშიმშილე კიდევ გაანალიზებს, რა უაზრო გადაწყვეტილება მიიღეს, რატომ შიმშილობენ, ვისთვის შიმშილობენ, ღიირს კი ერთი ეგოისტი ადამიანის გულისთვის ამ მსხვერპლის გაღება??? რომელსაც თუ დასჭირდა ორშაურად გაყიდის და უარყოფს მაგათ თავს, ახალაია და ქარდავა არ არის საკმარისი??? გამოიყენა და დღეს იძახის არცერთს არ ვიცნობო! ვისი გულისთვის ეწირებიან და შიმშილობენ, ცოტა ტვინიც აამუშავეთ, მართლა მონები ხომ არ ხართ!!!

არისტოფანე
0

კიდევ ერთი ,,მაგარი აქცია" წამოიწყეს და ისევ სასაცილოდ გაიხადეს თავი. სამი დღე ვერ გაძლეს. ახალ წლამდე მანდ აღარავინ დარჩება. ყველას სახლში ეჩქარება, ყველას თბილი ბინა და საახალწლო სუფრა ესიზმრება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - "ნაცმოძრაობის" ოფისთან მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს

"რამდენიმე მოშიმშილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - "ნაცმოძრაობის" ოფისთან მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს.

როგორც ბაჩო დოლიძე განმარტავს, რამდენიმე მოშიმშილეს მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მისივე თქმით, შიმშილის აქციას გუშინ რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამდენიმეს უარი უთხრეს შიმშილობის დაწყებაზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს.

"ყველა ძალიან მხნედ გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყოველ დილით გადიან შემოწმებას მედპუნქტში, რომელიც აქ გაიხსნა. პარალელურად, მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლის პერსონალსაც მინდა მადლობა გადავუხადო, აქ არიან მთელი ღამის განმავლობაში.

შესაბამისად, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თითოეულ მოშიმშილეს, რომელიც ამ უკიდურესი მძიმე ფორმით გამოხატავს პროტესტს, მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობა კონტროლზე გვყავს აყვანილი. შემთხვევა იყო, რომ რამდენიმე ადამიანი უკან გავაბრუნეთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ უწყობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს იმას, რომ გაეგრძელებინა აღნიშნული პროტესტი“, - აღნიშნავს დოლიძე.

ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.