"დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო " - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შრომის ინსპექციის მიერ კლუბ "ბასიანის“ 10 000 ლარით დაჯარიმებას.
ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერიამ კლუბ "ბასიანის“ მფლობელები მოატყუა.
“უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.
მთავრობაც და თბილისი მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია.
როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის "ესტრადნიკების" კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსევბენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია”, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დღეს კლუბებში შეზღუდვის მიუხედავად, ღონისძიებებს ჩაატარებენ. ამ წუთებში კლუბ "ბასიანთან" სტუმრები და საკლუბო სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე მივიდა შრომის ინსპექციის სამსახური. კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა ქვითარი არ ჩაუბარებიათ.
დელფინ შენ ისევ წამგებიან მხარეს ირჩევ, ნაც მოძი ხელში შემოგადნება ))
ვითომ ყველაფერს რუსულს ებრძვიან და ამის შვილი რუსულენოვანია შუა თბილისში. ესაა ნაცების მახასიათებელი. მიშაც სულ რუსეთს ლანძღავს და ყველაფერი კი იმათ გადააბარა. სასარგებლო იდიოტები არიან, თუ შეგნებული მოღალატეები არა