საკლუბო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ტატო გეთიას განცხადებით, შრომის ინსპექციამ მათ 10 000 -ლარიანი ჯარიმის ქვითარი გადასცა, თუმცა აღნიშნული ქვითარი მათ არ ჩაიბარეს.
ადგილზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების მისამართით ისმის შეძახილები: " წადი! წადი! "
კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე რჩებიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.
მაგრად მუშაობს შრომის ინსპექცია. ამთი ინსპექცია და ამათი შრომა. სასაცილოა ამათ ხელში ცხოვრება.
უფრო მეტით უნდა დაეჯარიმებინა! ხალხი იხოცება და მაგათვის, მხოლოდ ციფრებს ნიშნავს? ნუთი ერთი ვინმე ნაცნობი არ ემსხვერპლა ამ პანდემიას მაგ მეპატრონის?