სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - კახა კუჭავა
"შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - კახა კუჭავა

"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით თვე არის, გუნდთან ერ­თად, ამ სა­კი­თხზე მქონ­და სა­უ­ბა­რი - შორს არ­სად არ მივ­დი­ვარ, ვრჩე­ბი პო­ლიტ­საბ­ჭო­ში, ვრჩე­ბი ჩემს გუნდთან ერ­თად" - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, კახა კუ­ჭა­ვამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, წა­მო­ი­წყეს პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც თა­ვად უხელ­მძღვა­ნე­ლებს და ამის შე­სა­ხებ მეტი დე­ტა­ლი შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

კახა კუ­ჭა­ვამ თა­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლებს და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მან ასე­ვე წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს.

"რო­გორც გა­ი­გეთ, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით თვე არის, გუნდთან ერ­თად, ამ სა­კი­თხზე მქონ­და სა­უ­ბა­რი. შორს არ­სად არ მივ­დი­ვარ, ვრჩე­ბი პო­ლიტ­საბ­ჭო­ში, ვრჩე­ბი ჩემს გუნდთან ერ­თად. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ირაკ­ლიმ ახ­სე­ნა, თუმ­ცა, დე­ტა­ლებ­ზე აქ არ ვი­სა­უბ­რებთ, რად­გან მო­მა­ვალ თქვენ გა­ი­გებთ უფრო მეტ დე­ტალს ამ პრო­ექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც მე ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ. ეს რა თქმა უნდა, და­მა­ტე­ბით ახ­სნის ყვე­ლა იმ მი­ზეზს, რო­მე­ლიც დღეს არ შეგ­ვიძ­ლია ბო­ლომ­დე ვთქვათ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და იგი­ვე გა­ვი­მე­ო­რებ - პარ­ლა­მენ­ტი არის ის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც უნდა ხდე­ბო­დეს ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. არ იყო მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რეთ. მე შე­ვე­ცა­დე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყვე­ლას თავ­მჯდო­მა­რე, ვთვლი, რომ დიდ­წი­ლად შევ­ძე­ლი ამის გა­კე­თე­ბა.

მინ­და, დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის, რო­მელ­საც ყო­ველ დღე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში. რა თქმა უნდა, მინ­და, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა, ლი­დერ­შიპს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს პი­რა­დად და მთლი­ა­ნად გუნდს, რო­მელ­მაც ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და. ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო ეს ტვირ­თი მე­ტა­რე­ბი­ნა. ბევ­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ვი­წყეთ, რო­მელ­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებს და ბევრ სი­ახ­ლე­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ის ჩემი კო­ლე­გაა, ჩემი მე­გო­ბა­რია. მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ წარ­მა­ტე­ბით მთლი­ა­ნად იზე­ი­მებს გუნ­დი და სა­ქარ­თვე­ლოც“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

რა იქნა ეს ბიჭი?

ბიკენტიე
1

 "ლებედ რაკ და შუკა"-ს ვარიანტია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - კახა კუჭავა

"შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - კახა კუჭავა

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი - შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წამოიწყეს პროექტი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და ამის შესახებ მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი.

კახა კუჭავამ თავის თანაგუნდელებს და პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე წარმატება უსურვა ამ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს.

"როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყოველთვის ვამბობდი და იგივე გავიმეორებ - პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველ დღე ახორციელებენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ლიდერშიპს ირაკლი კობახიძეს პირადად და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც“, - განაცხადა კუჭავამ.