პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"
როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ქეით უინსლე­ტი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო წლე­ბია სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ შო­რის მტკი­ცე, ურ­ყე­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, რო­გორც ჩანს, მე­გობ­რებს დიდ­ხანს მო­უ­წი­ათ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. ქე­ი­თი ამ­ბობს, რომ ერთ წელს მეტ­ხანს არ უნა­ხავს ლეო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მათი შეხ­ვედ­რა მა­ინც შედ­გა. უინსლე­ტის თქმით, დი­კაპ­რი­ოს და­ნახ­ვი­სას ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და.

"ის ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია, ჩვენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიქ­ნე­ბით და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბაა ვიც­ნობ! პან­დე­მი­ის დროს შან­სი არ გვქო­ნია შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით, ერ­თად გვე­ვახ­შმა, ან ყავა დაგ­ვე­ლია და სი­ახ­ლე­ე­ბი მოგ­ვე­ყო­ლა ერ­თმა­ნე­თის­თვის", - უყ­ვე­ბა The Guardian-ს ქე­ი­თი.

"ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, მე ლონ­დონ­ში ვი­ყა­ვი, ის ნიუ იორკში. რო­გორც გლო­ბა­ლუ­რად, ყვე­ლა სხვა მე­გო­ბა­რი გა­ნიც­დი­და ერ­თმა­ნე­თის მო­ნატ­რე­ბის სიძ­ნე­ლეს, ჩვენც ასე ვი­ყა­ვით კო­ვი­დის გამო“, - გან­მარ­ტავს ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი.

ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას ქე­ით­მა "ტი­ტა­ნი­კის“ გა­და­ღე­ბე­ბიც გა­იხ­სე­ნა:

"მე გა­და­ღე­ბებ­ზე გავ­ხდი 21 წლის, ლეო კი 22-ის“, - აღ­ნიშ­ნა მან და და­ა­მა­ტა, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა მათ­თვის სუ­ლაც არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა - "მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბო­დით.

ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლეოს ბევ­რად მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე ჰქონ­და. ისე აღ­მზარ­დეს, რომ მად­ლო­ბე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ შევ­გუ­ე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს. ვფიქ­რობ­დი, რომ არ მქონ­და უფ­ლე­ბა უბე­დუ­რად მეგ­რძნო თავი და არც იმის უფ­ლე­ბას ვაძ­ლე­დი თავს, რომ ამა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მე­სა­უბ­რა. ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ვი­ზამ­დი ამას", - ამ­ბობს ის.

ქეით უინსლე­ტის და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ხში­რად ჩანს მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან. ისი­ნი ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ ერ­თმა­ნეთს: "ის მტკი­ცე და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნია“ - თქვა ქე­ით­მა მის გუ­ლი­თად მე­გო­ბარ­ზე 2016 წლის People-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა
0

გვეშველება, აფერუმ დედაკაც,აფერუმ

ნანა
2

მიყვარს ეს წყვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"

როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო წლებია საუკეთესო მეგობრები არიან და მათ შორის მტკიცე, ურყევი, განსაკუთრებული კავშირია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც ჩანს, მეგობრებს დიდხანს მოუწიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ქეითი ამბობს, რომ ერთ წელს მეტხანს არ უნახავს ლეო, თუმცა საბოლოოდ მათი შეხვედრა მაინც შედგა. უინსლეტის თქმით, დიკაპრიოს დანახვისას ცრემლებს ვერ იკავებდა.

"ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ჩვენ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაკავშირებულები. ნახევარი ცხოვრებაა ვიცნობ! პანდემიის დროს შანსი არ გვქონია შევხვედრილიყავით, ერთად გვევახშმა, ან ყავა დაგველია და სიახლეები მოგვეყოლა ერთმანეთისთვის", - უყვება The Guardian-ს ქეითი.

"ჩვენ არ შეგვეძლო ქვეყნის დატოვება, მე ლონდონში ვიყავი, ის ნიუ იორკში. როგორც გლობალურად, ყველა სხვა მეგობარი განიცდიდა ერთმანეთის მონატრების სიძნელეს, ჩვენც ასე ვიყავით კოვიდის გამო“, - განმარტავს ოსკაროსანი მსახიობი.

ჟურნალისტთან საუბრისას ქეითმა "ტიტანიკის“ გადაღებებიც გაიხსენა:

"მე გადაღებებზე გავხდი 21 წლის, ლეო კი 22-ის“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ფილმის გადაღება მათთვის სულაც არ იყო სასიამოვნო გამოცდილება - "მაგრამ ჩვენ ყველა ბოლომდე ვიხარჯებოდით.

ჩემგან განსხვავებით, ლეოს ბევრად მეტი თავისუფალი დღე ჰქონდა. ისე აღმზარდეს, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი და უბრალოდ შევგუებოდი ყველაფერს. ვფიქრობდი, რომ არ მქონდა უფლება უბედურად მეგრძნო თავი და არც იმის უფლებას ვაძლედი თავს, რომ ამაზე ჟურნალისტებთან მესაუბრა. ცოცხალი თავით არ ვიზამდი ამას", - ამბობს ის.

ქეით უინსლეტის და ლეონარდო დიკაპრიოს თბილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ხშირად ჩანს მათი ინტერვიუებიდან. ისინი ყოველთვის დადებითად ახასიათებენ ერთმანეთს: "ის მტკიცე და ერთგული ადამიანია“ - თქვა ქეითმა მის გულითად მეგობარზე 2016 წლის People-თან ინტერვიუში.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა