მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო
"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო

თამ­თა ასა­თი­ა­ნი ბევ­რი წე­ლია "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გში" მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ ეს მის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ახლა "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნია და ყო­ველ დი­ლით, არა­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მას­თან ერ­თად იწყებს დი­ლას და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას იქ­მნის. თამ­თას ერთი შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც კარ­გად მღე­რის და ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი მის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებ­საც იც­ნობს. რო­გო­რია დე­დო­ბა დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად - თამ­თა გვიყ­ვე­ბა:

- "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გში" და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის წინ მო­ვე­დი. სამი თვით რა­დი­ო­ში "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი, თამ­თა კვა­რა­ცხე­ლია უნდა შე­მეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც მა­შინ დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და. მე­სა­მე თვის და­სას­რულს ძა­ლი­ან გული მწყდე­ბო­და იმი­ტომ, რომ ვი­ცო­დი, ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მი­თხრეს, რომ არ­სად წას­ვლა არ მი­წევ­და და მე­ტიც, გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი. მა­შინ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ მოვ­ხვდი ჰოლ­დინ­გში, სა­დაც უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­შა­ობ­და და ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" ვარ და მი­ხა­რია, რომ დღემ­დე არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 6 წლის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" ჩა­მო­ყა­ლიბ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ტე­ლე­ვი­ზია შე­იქ­მნა და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, იმ­დრო­ინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად, მეც აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე პრო­ცეს­ში. 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თეთ და დღეს უკვე "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი ვარ. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რომ­ლებ­მაც მა­შინ, 9 წლის წინ, გა­და­წყვი­ტეს, რომ მე ამ ჰილ­დინ­გში უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

- დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გაქვთ და პა­რა­ლე­ლუ­რად ხართ დედა. რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია და ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ შუ­ა­ლე­დის პოვ­ნაა სა­ჭი­რო. ჩემი შვი­ლი 6 თვის იყო, როცა სამ­სა­ხურ­ში გა­ვე­დი, ახლა 3 წლის ხდე­ბა და დღემ­დე ვერ ვე­გუ­ე­ბი იმ ფაქტს, რომ მისი და­ტო­ვე­ბა მი­წევს. სულ მგო­ნია, რა­ღა­ცას ვაკ­ლებ. რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან ვბრუნ­დე­ბი, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ავი­ნა­ზღა­უ­რო ის დრო, როცა მას­თან ერ­თად არ ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ვა­ხერ­ხებ აქ­ტი­უ­რად ვიყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი, შა­ბათ-კვი­რის ყვე­ლა წუთს ვი­ყე­ნებ და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ციტს არ გა­ნიც­დის. მგო­ნია, მას რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი უფრო სჭირ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­გობ­რუ­ლე­ბი ვი­ყოთ. ვცდი­ლობ, ჩემი გაბ­რა­ზე­ბა და ემო­ცია მოვ­თო­კო იმი­ტომ, რომ მინ­და, მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს. იმ რა­ღა­ცებ­ზე, რაც არ მომ­წონს, კი არ ვე­ჩხუ­ბო, არა­მედ და­ვე­ლა­პა­რა­კო, ავუხ­სნა, რომ ცუდი საქ­ცი­ე­ლია. მგო­ნია, რაც უფრო მეტი აკ­რძალ­ვა ექ­ნე­ბათ ბავ­შვებს, რაც უფრო მკაც­რი ტო­ნით და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით მათ, შე­საძ­ლოა, პი­რი­ქით, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და აგ­რე­სია გა­მო­ვიწ­ვი­ოთ და გა­ვუ­ჩი­ნოთ სურ­ვი­ლი, რომ აკ­რძა­ლუ­ლი რა­ღა­ცე­ბი აკე­თონ. თუ შვი­ლებ­თან მო­გებ­რუ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებთ, ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა და გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას შევ­ძლებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი ჯერ პა­ტა­რაა, ამ ასა­კი­დან­ვე ვცდი­ლობ, რომ ბევ­რი ვე­ლა­პა­რა­კო და ავუხ­სნა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო, რო­მელ­საც შვი­ლებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებთ, ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. როცა მას­თან ერ­თად ვარ, ვცდი­ლობ, ჩა­ვერ­თო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი ვი­თა­მა­შოთ, ვუ­ყუ­როთ მულ­ტფილ­მებს, სა­ი­და­ნაც რა­ღაც ახალს გა­ი­გებს და ვა­ყუ­რე­ბი­ნო არა იმი­ტომ, რომ დავ­სვა ტე­ლე­ვი­ზორ­თან, დრო გა­ვიყ­ვა­ნო და მე და­ვის­ვე­ნო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რაც გვაქვს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- თქვე­ნი დილა ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა, ეს სირ­თუ­ლეს გიქ­მნით?

- მას შემ­დეგ, რაც ჩემი შვი­ლი, ლენ­კა და­ი­ბა­და, ჩემი დილა ყო­ველ­თვის ადრე იწყე­ბა. დი­ლით ადრე იღ­ვი­ძებს და შე­სა­ბა­მი­სად, მეც მი­წევს, რომ ადრე ავ­დგე. მაგ­რამ, "დი­ლის პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნო­ბის შემ­დეგ, კი­დევ უფრო ადრე მი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა. ჩემი დილა 6 სა­ათ­ზე იწყე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია მეც და მთლი­ა­ნად გუნდს იმი­ტომ, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ. მა­ყუ­რე­ბელ­მა ვერ უნდა იგ­რძნოს, იმ დროს მე­ძი­ნე­ბა თუ სხვა პრობ­ლე­მა მაქვს. რო­დე­საც სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს იქ ვტო­ვებ. სამ­სა­ხურ­ში ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­თან მქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმი­სათ­ვის, რომ ამ გა­და­ცე­მამ და­დე­ბი­თი, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­უქ­მნათ და ისევ ჩვენ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტონ დი­ლის სა­ა­თე­ბის გა­ტა­რე­ბა.

- ხომ არ გა­ნიც­დის თქვე­ნი შვი­ლი, რო­დე­საც სახ­ლში არ ხართ?

- რო­გორც გი­თხა­რით, ლენ­კა 6 თვის იყო, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში გა­ვე­დი და მიჩ­ვე­უ­ლია იმ ფაქტს, რომ დედა კონ­კრე­ტულ დროს მი­დის, მაგ­რამ უკან რომ ბრუნ­დე­ბა, ტკბი­ლე­ულს, სა­თა­მა­შოს, პა­ტა­რა სა­ჩუ­ქარს მი­უ­ტანს. როცა ვბრუნ­დე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან, სულ ელო­დე­ბა და აინ­ტე­რე­სებს, რა მი­ვუ­ტა­ნე. დი­ლით მას­თან მა­მაა ხოლ­მე. ვიდ­რე ისიც სამ­სა­ხურ­ში წავა და ძიძა მოვა, მას­თან ატა­რებს დროს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უვ­ლის. ამ მხრივ, დე­ფი­ციტს არ გა­ნიც­დის.

- რა რე­აქ­ცია აქვს ხოლ­მე, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში გხე­დავთ?

- თა­ვი­დან ცო­ტას ეჭ­ვი­ა­ნობ­და, რად­გან მას­თან არ ვი­ყა­ვი და რო­გორც მი­თხრეს, რამ­დენ­ჯერ­მე უთ­ქვამს, რომ გა­და­ერ­თოთ ტე­ლე­ვი­ზო­რი მა­შინ, როცა მე გა­მოვ­დი­ო­დი. მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მოს­წონს და სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბი, სულ მე­უბ­ნე­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მნა­ხა. თა­ვის თა­ნა­ტო­ლებ­საც, ვი­საც იც­ნობს, ამა­ყად უყ­ვე­ბა, რომ დე­დი­კო ტე­ლე­ვი­ზორ­ში მუ­შა­ობს. რო­გორც ჩანს, მოს­წონს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- თქვენს შვილს ძა­ლი­ან კაგი სმე­ნა აქვს და მე­გობ­რებს ხში­რად უზი­ა­რებთ სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებს. სიმ­ღე­რა დე­დამ შე­აყ­ვა­რა?

- სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი. შემ­დეგ ჩემი პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰო­ბად დამ­რჩა. თუმ­ცა, მე­გობ­რე­ბის წრე­ში ეს დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­გორც ჩანს, სიმ­ღე­რი­სა და მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი ლენ­კა­საც გა­მოყ­ვა. წლი-ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყო მე­ლო­დი­ე­ბის გა­მე­ო­რე­ბა. მა­შინ ლა­პა­რა­კიც არ იცო­და და ახ­ლაც, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ 2-3-ჯერ მო­ის­მი­ნოს მე­ლო­დია, იმახ­სოვ­რებს და იმე­ო­რებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც სულ მინ­და ხოლ­მე, რომ ვი­დე­ო­ე­ბი ჩემს მე­გობ­რებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ მუ­სი­კა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ რაც ვერ შევ­ძე­ლი, მან აის­რუ­ლოს. რა­ტო­მაც არა, თუ ნიჭი და, რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, მხარს და­ვუ­ჭერ.

- მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სწრა­ფად ჩა­დე­ქით ფორ­მა­ში. იქ­ნებ, გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი და­მოც­დი­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებს.

- ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე და რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქოს შე­ვე­გუე კი­დეც ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას. არა­ფე­რი აღარ მე­ტე­ო­და, რაც მიყ­ვარ­და. გარ­დე­რო­ბი მთლი­ა­ნად შე­საც­ვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა, არც სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა მომ­წონ­და და არც ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა. ერთ დღეს სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, რომ ძველ ფორ­მას უნდა დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. ჯან­სა­ღი კვე­ბა და­ვი­წყე, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე, მი­ნი­მუმ, ნა­ხე­ვარ ლიტრ წყალს ვსვამ. წყლის და­ლე­ვი­დან, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში პირ­ვე­ლი კვე­ბა მაქვს და ვცდი­ლობ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხარ­შუ­ლი საკ­ვე­ბი, ბოსტნე­უ­ლი, ცილა მი­ვი­ღო. რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მაქვს ცომი, ტკბი­ლი და ასე­ვე, შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ლიტ­რამ­დე წყალს ვსვამ და შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მირ­თმე­ვა შე­მიძ­ლია. სა­ა­თობ­რი­ვად შე­ზღუდ­ვა არ მაქვს, რად­გან ხში­რად, გვი­ა­ნაც მი­წევს ჭამა. 15 იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე თით­ქმის 12 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი. წო­ნას ვი­ნარ­ჩუ­ნებ, თუმ­ცა ახლა კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ თუნ­დაც ცო­მე­უ­ლი ან ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვირ­თვა. თუ ვა­ტყობ, რომ ჩემი წონა კვლავ იმა­ტებს, გან­ტვირ­თვის დღე­ებს ვა­კე­თებ ცი­ლით ან რძის ნა­წარ­მით.

თა­მარ ია­კო­ბაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო

"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო

თამთა ასათიანი ბევრი წელია "პალიტრა მედია ჰოლდინგში" მუშაობს და ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. ახლა "დილის პალიტრის" წამყვანია და ყოველ დილით, არაერთი მაყურებელი მასთან ერთად იწყებს დილას და პოზიტიურ განწყობას იქმნის. თამთას ერთი შვილი ჰყავს, რომელიც კარგად მღერის და ჩვენი მკითხველი მის სახალისო ვიდეოებსაც იცნობს. როგორია დედობა დატვირთული გრაფიკის პარალელურად - თამთა გვიყვება:

- "პალიტრა მედია ჰოლდინგში" დაახლოებით 9 წლის წინ მოვედი. სამი თვით რადიოში "დილის პალიტრის" წამყვანი, თამთა კვარაცხელია უნდა შემეცვალა, რომელიც მაშინ დეკრეტულ შვებულებაში გადიოდა. მესამე თვის დასასრულს ძალიან გული მწყდებოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, მითხრეს, რომ არსად წასვლა არ მიწევდა და მეტიც, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი უნდა გავმხდარიყავი. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ჰოლდინგში, სადაც უამრავი პროფესიონალი მუშაობდა და ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევდნენ. იქიდან მოყოლებული "პალიტრა მედიაში" ვარ და მიხარია, რომ დღემდე არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. 6 წლის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ჩამოყალიბდა. აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის ტელევიზია შეიქმნა და პირველივე დღიდან, იმდროინდელ ხელმძღვანელებთან ერთად, მეც აქტიურად ჩავერთე პროცესში. 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი გადაცემა გავაკეთეთ და დღეს უკვე "დილის პალიტრის" წამყვანი ვარ. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც მაშინ, 9 წლის წინ, გადაწყვიტეს, რომ მე ამ ჰილდინგში უნდა გამეგრძელებინა მუშაობა.

- დატვირთული გრაფიკი გაქვთ და პარალელურად ხართ დედა. რა სირთულეებს აწყდებით ამ მიმართულებით?

- ძალიან რთულია და ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ შუალედის პოვნაა საჭირო. ჩემი შვილი 6 თვის იყო, როცა სამსახურში გავედი, ახლა 3 წლის ხდება და დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ მისი დატოვება მიწევს. სულ მგონია, რაღაცას ვაკლებ. როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ, ვახერხებ აქტიურად ვიყო აბსოლუტურად ყველაფერში ჩართული, შაბათ-კვირის ყველა წუთს ვიყენებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყურადღების დეფიციტს არ განიცდის. მგონია, მას რეალიზებული და წარმატებული მშობელი უფრო სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილთან ურთიერთობისას?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრულები ვიყოთ. ვცდილობ, ჩემი გაბრაზება და ემოცია მოვთოკო იმიტომ, რომ მინდა, მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. იმ რაღაცებზე, რაც არ მომწონს, კი არ ვეჩხუბო, არამედ დაველაპარაკო, ავუხსნა, რომ ცუდი საქციელია. მგონია, რაც უფრო მეტი აკრძალვა ექნებათ ბავშვებს, რაც უფრო მკაცრი ტონით დაველაპარაკებით მათ, შესაძლოა, პირიქით, გაღიზიანება და აგრესია გამოვიწვიოთ და გავუჩინოთ სურვილი, რომ აკრძალული რაღაცები აკეთონ. თუ შვილებთან მოგებრულად ვილაპარაკებთ, ბევრი პრობლემისა და გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ პატარაა, ამ ასაკიდანვე ვცდილობ, რომ ბევრი ველაპარაკო და ავუხსნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო, რომელსაც შვილებთან ერთად ვატარებთ, ნაყოფიერად გამოვიყენოთ. როცა მასთან ერთად ვარ, ვცდილობ, ჩავერთო აქტივობებში, ინტელექტუალური თამაშები ვითამაშოთ, ვუყუროთ მულტფილმებს, საიდანაც რაღაც ახალს გაიგებს და ვაყურებინო არა იმიტომ, რომ დავსვა ტელევიზორთან, დრო გავიყვანო და მე დავისვენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალი დრო, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

- თქვენი დილა ძალიან ადრე იწყება, ეს სირთულეს გიქმნით?

- მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი, ლენკა დაიბადა, ჩემი დილა ყოველთვის ადრე იწყება. დილით ადრე იღვიძებს და შესაბამისად, მეც მიწევს, რომ ადრე ავდგე. მაგრამ, "დილის პალიტრის" წამყვანობის შემდეგ, კიდევ უფრო ადრე მიწევს გაღვიძება. ჩემი დილა 6 საათზე იწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მეც და მთლიანად გუნდს იმიტომ, რომ სხვა ადამიანების განწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. მაყურებელმა ვერ უნდა იგრძნოს, იმ დროს მეძინება თუ სხვა პრობლემა მაქვს. როდესაც სახლიდან გავდივარ, ყველაფერს იქ ვტოვებ. სამსახურში ჩემთვის მთავარია, მაყურებელთან მქონდეს კომუნიკაცია და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ამ გადაცემამ დადებითი, პოზიტიური განწყობა შეუქმნათ და ისევ ჩვენთან ერთად გადაწყვიტონ დილის საათების გატარება.

- ხომ არ განიცდის თქვენი შვილი, როდესაც სახლში არ ხართ?

- როგორც გითხარით, ლენკა 6 თვის იყო, როდესაც სამსახურში გავედი და მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ დედა კონკრეტულ დროს მიდის, მაგრამ უკან რომ ბრუნდება, ტკბილეულს, სათამაშოს, პატარა საჩუქარს მიუტანს. როცა ვბრუნდები სამსახურიდან, სულ ელოდება და აინტერესებს, რა მივუტანე. დილით მასთან მამაა ხოლმე. ვიდრე ისიც სამსახურში წავა და ძიძა მოვა, მასთან ატარებს დროს და არაჩვეულებრივად უვლის. ამ მხრივ, დეფიციტს არ განიცდის.

- რა რეაქცია აქვს ხოლმე, როდესაც ტელევიზორში გხედავთ?

- თავიდან ცოტას ეჭვიანობდა, რადგან მასთან არ ვიყავი და როგორც მითხრეს, რამდენჯერმე უთქვამს, რომ გადაერთოთ ტელევიზორი მაშინ, როცა მე გამოვდიოდი. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მოსწონს და სახლში რომ ვბრუნდები, სულ მეუბნება, რომ ტელევიზორში მნახა. თავის თანატოლებსაც, ვისაც იცნობს, ამაყად უყვება, რომ დედიკო ტელევიზორში მუშაობს. როგორც ჩანს, მოსწონს და ძალიან მიხარია.

- თქვენს შვილს ძალიან კაგი სმენა აქვს და მეგობრებს ხშირად უზიარებთ სახალისო ვიდეოებს. სიმღერა დედამ შეაყვარა?

- სიმღერა ძალიან მიყვარდა. ბავშვობიდან ვმღეროდი. შემდეგ ჩემი პროფესია ავირჩიე და ეს მიმართულება ჰობად დამრჩა. თუმცა, მეგობრების წრეში ეს დღემდე ძალიან მიყვარს. როგორც ჩანს, სიმღერისა და მუსიკის სიყვარული ლენკასაც გამოყვა. წლი-ნახევრიდან დაიწყო მელოდიების გამეორება. მაშინ ლაპარაკიც არ იცოდა და ახლაც, საკმარისია მხოლოდ 2-3-ჯერ მოისმინოს მელოდია, იმახსოვრებს და იმეორებს. სოციალურ ქსელშიც სულ მინდა ხოლმე, რომ ვიდეოები ჩემს მეგობრებსაც გავუზიარო. ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ მუსიკალურ მიმართულებას აირჩევს. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც ვერ შევძელი, მან აისრულოს. რატომაც არა, თუ ნიჭი და, რაც მთავარია, სურვილი ექნება, მხარს დავუჭერ.

- მშობიარობის შემდეგ სწრაფად ჩადექით ფორმაში. იქნებ, გაუზიაროთ თქვენი დამოცდილება სხვა ადამიანებს.

- ძალიან მოვიმატე და რაღაც პერიოდის განმავლობაში, თითქოს შევეგუე კიდეც ამ მოცემულობას. არაფერი აღარ მეტეოდა, რაც მიყვარდა. გარდერობი მთლიანად შესაცვლელი აღმოჩნდა, არც სარკეში ჩახედვა მომწონდა და არც ეკრანზე გამოჩენა. ერთ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ძველ ფორმას უნდა დავბრუნებოდი. ჯანსაღი კვება დავიწყე, გაღვიძებისთანავე, მინიმუმ, ნახევარ ლიტრ წყალს ვსვამ. წყლის დალევიდან, ნახევარ საათში პირველი კვება მაქვს და ვცდილობ, დღის განმავლობაში მოხარშული საკვები, ბოსტნეული, ცილა მივიღო. რაციონიდან ამოღებული მაქვს ცომი, ტკბილი და ასევე, შემწვარი საკვები. დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ და შეუზღუდავი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა შემიძლია. საათობრივად შეზღუდვა არ მაქვს, რადგან ხშირად, გვიანაც მიწევს ჭამა. 15 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თითქმის 12 კილოგრამი დავიკელი. წონას ვინარჩუნებ, თუმცა ახლა კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავს უფლებას ვაძლევ თუნდაც ცომეული ან ტკბილეული მივირთვა. თუ ვატყობ, რომ ჩემი წონა კვლავ იმატებს, განტვირთვის დღეებს ვაკეთებ ცილით ან რძის ნაწარმით.

თამარ იაკობაშვილი