სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს
ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, BBC-ი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სი­უ­ჟეტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის "უძ­ლუ­რე­ბა“, და­ეც­ვა უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

  • “მას შემ­დეგ, რაც რა­დი­კა­ლე­ბი ლგბტ პრა­იდს ამ წლის და­სა­წყის­ში თავს და­ესხნენ, მთავ­რო­ბა, და­სავ­ლე­თის მხრი­დან, “დე­მოკ­რა­ტი­ის დეგ­რა­და­ცი­ის“ და ასე­ვე, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის­თვის კრი­ტი­კის სა­გა­ნი ბევ­რჯერ გამ­ხდა­რა.
  • ძა­ლა­დო­ბის­თვის არა­ვინ დას­ჯი­ლა. მთავ­რო­ბა კი ახლა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო პრო­და­სავ­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ გზას ად­გას. თბი­ლის­ში ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ არ არი­ან. რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბას, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში შევა, ეს მოს­კო­ვის­თვის წი­თე­ლი ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უ­ღე­ბელს უწო­დე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რი თბი­ლი­სი­დან.

სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი კად­რე­ბი, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და მათ შო­რის, "ტვ პირ­ვე­ლის" გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა.

რე­პორ­ტი­ო­რი გა­ე­სა­უბ­რა ლექ­სოს მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ვი­უ­ში ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს. აღ­ნიშ­ნავს,თუ რო­გორ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბი მას და "რო­გორ ეცა­და მთავ­რო­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ოპე­რა­ტო­რის მკვლე­ლო­ბა მის ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნა."

BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რი გა­ე­სა­უბ­რა "ალტ ინ­ფოს" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე­საც. ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­ხა­რა­ძე უარ­ყოფს ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბებს და ამ­ბობს, რომ "ვერ ვი­პო­ვით კადრს, სა­დაც ის ხალ­ხს ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს."

სი­უ­ჟეტ­ში მოყ­ვა­ნი­ლია მა­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პი­რის­პი­რო კად­რე­ბი. კი­თხვა­ზე, ამარ­თლებს თუ არა ის ძა­ლა­დო­ბას, მა­ხა­რა­ძე პა­სუ­ხობს - "ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ცე­მაც სა­ჭი­როა, თუ რა­ი­მე ღი­რე­ბულს იცავ." მოყ­ვა­ნი­ლია ასე­ვე ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვად ლგბტ აღ­ლუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აკ­რი­ტი­კებს ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის­თვის.

სი­უ­ჟე­ტი კი მთავ­რდე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ანა სუ­ბე­ლი­ა­ნის სი­ტყვე­ბით, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ "5 ივ­ლი­სის დარ­ბე­ვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვის მა­გა­ლი­თი იყო და მი­ა­ნიშ­ნებს ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ აღარ ვართ პრო­და­სავ­ლუ­რე­ბი."

წყა­რო: BBC.com

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგისგან მოპასუხეს
0

"ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო" გექნებათ ალბათ ხალხური სიბრძნე გაგონილი, ამიტომ ჩემი განათლების ხარისხის შესაფასებლად ვერ გამოდგებით, დემაგოგია ვისი მახასითებელი თვისებაა ეგეც დავწერე, გამგები გაიგებს, თქვენგან ქების დამსახურებას რაც შეეხება, ეგ ნაკლებად მაღელვებს, უფრო სწორედ რო გამოვხატო, ჩემი ინტერესი მათემატიკური 0 ის ტოლია!

კოტე
3

გასაგებია რომ ლგბტ თემი მიუღებელია საზოგადოებისთვის,მაგრამ 5 ივლისს ყველა ლოკაციაზე გასული ჟურნალისტი უმოწყალოდ ცემა რა შუაშია ლგბტ თემის სიძულვილთან ვინმემ ახსნას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს

ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC-ი, საქართველოს შესახებ სიუჟეტს აქვეყნებს, სადაც განხილულია 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები. სიუჟეტში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის "უძლურება“, დაეცვა უმცირესობის წარმომადგენლები.

  • “მას შემდეგ, რაც რადიკალები ლგბტ პრაიდს ამ წლის დასაწყისში თავს დაესხნენ, მთავრობა, დასავლეთის მხრიდან, “დემოკრატიის დეგრადაციის“ და ასევე, უმცირესობების დაუცველობისთვის კრიტიკის საგანი ბევრჯერ გამხდარა.
  • ძალადობისთვის არავინ დასჯილა. მთავრობა კი ახლა აცხადებს, რომ საქართველო პროდასავლურ, დემოკრატიულ გზას ადგას. თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ არ არიან. რუსეთის განცხადებას, რომ თუ საქართველო ნატოში შევა, ეს მოსკოვისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება, საქართველოში მიუღებელს უწოდებენ", - აღნიშნავს BBC-ის რეპორტიორი თბილისიდან.

სიუჟეტში ნაჩვენებია 5 ივლისის ძალადობრივი კადრები, დაშავებულები და მათ შორის, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა.

რეპორტიორი გაესაუბრა ლექსოს მეუღლეს, რომელიც ინტერვიუში ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს. აღნიშნავს,თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მოძალადე ჯგუფები მას და "როგორ ეცადა მთავრობა უდანაშაულო ოპერატორის მკვლელობა მის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისთვის გადაებრალებინა."

BBC-ის რეპორტიორი გაესაუბრა "ალტ ინფოს" დამფუძნებელს, ზურაბ მახარაძესაც. ინტერვიუში მახარაძე უარყოფს ძალადობისკენ მოწოდებებს და ამბობს, რომ "ვერ ვიპოვით კადრს, სადაც ის ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებს."

სიუჟეტში მოყვანილია მახარაძის განცხადების საპირისპირო კადრები. კითხვაზე, ამართლებს თუ არა ის ძალადობას, მახარაძე პასუხობს - "ზოგ შემთხვევაში ცემაც საჭიროა, თუ რაიმე ღირებულს იცავ." მოყვანილია ასევე ინტერვიუ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავად ლგბტ აღლუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს აკრიტიკებს ღონისძიების გამართვისთვის.

სიუჟეტი კი მთავრდება უფლებადამცველ ანა სუბელიანის სიტყვებით, სადაც ის ამბობს, რომ "5 ივლისის დარბევა ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვის მაგალითი იყო და მიანიშნებს ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ აღარ ვართ პროდასავლურები."

წყარო: BBC.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა